* "ლივერპულმა" 1985 წლის მერე პირველად, ზედიზედ მეხუთე საგარეო მატჩში არ გაუშვა.
* სტივენ ჯერარდის გამოსამშვიდობებელი მატჩი 29 მარტს გაიმართება.
მატჩის ბოლო წამებზე "სტემფორდ ბრიჯი" გაინაბა, დენი ინგსი ხელსაყრელი პოზიციიდან ურტყამდა და ინგლისის ნაკრების კანდიდატს შეეძლო, პრემიერლიგის ლიდერთან აუტსაიდერი "ბარნლისთვის" 3 ქულა მოეტანა, კლუბისთვის, რომელსაც ჩემპიონატის ბოლო 32 საგარეო შეხვედრიდან მარტო 2 აქვს მოგებული, მაგრამ გადააცილა.
შონ დაიჩის გუნდი ჩვენ "ოლდ ტრაფორდზე" ტყუილად არ მოგვწონებია, მებრძოლმა "ბარნლიმ" "ჩელსის" ქულები დააკარგვინა. ამ
აბა, მსაჯების "ყოჩაღობის" გარეშე როგორ იქნებოდა და გამონაკლისი არც ეს მატჩი გახლდათ. მარტინ ატკინსონს რთული შეხვედრა გამოუვიდა. უპირველეს ყოვლისა, ვთქვათ, რომ "ჩელსი" ორჯერ ითხოვდა პენალტს, თითქოს ორივეჯერ სამართლიანად, მაგრამ ამაოდ. ხოლო 70-ე წუთზე ნემანია მატიჩი გააძევეს, რომელსაც რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება და ლიგის თასის ფინალს გამოტოვებს.
მატიჩი ხისტად წავიდა ეშლი ბარნსზე, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ბარნსმა კინაღამ აქეთ მოსტეხა ფეხი ნემანიას, მერე კი, უბრალოდ, შემოტრიალდა და წავიდა. სერიოზულ ტრავმას ბეწვზე გადარჩენილი მატიჩი წამოენთო და ფიცხმა სერბმა ბარნსს უკნიდან ხელი ჰკრა და მინდორზე დაანარცხა. ამის მერეც ძლივს დაამშვიდეს. მან წითელი ბარათი მიიღო, ბარნსმა - არაფერი.
მსაჯობით გაცეცხლებულ ჟოზე მოურინიოს წინასწარვე ჰკითხეს, დისკვალიფიკაციის გასაჩივრებას თუ აპირებთო...
"დამცინით? ეს, ალბათ, ხუმრობაა, არადა, სულ არ მეცინება. ოდესმე გინახავთ, "ჩელსის" ფეხბურთელს აპელაცია მოეგოს?" - კითხვითვე უპასუხა "განსაკუთრებულმა".
"სიტის" სიმარტივე და ნოსტალგია "ჰაიბერიზე"
გაცილებით მარტივად იყო ყველაფერი "ეტიჰადზე", სადაც "ჩელსის" წარუმატებლობით გახარებულმა "სიტიმ" "ნიუკასლი" გამოიჭირა და "ამოხუთა". 21-ე წუთზე ანგარიში უკვე 3:0 გახლდათ. მეორე ნახევარში კი დავიდ სილვამ ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა და ჩემპიონატში უკვე 9 ბურთი დაუგროვდა. აქამდე ამდენი მას არასოდეს გაუტანია ერთ სეზონში. "ეტიჰადზე" მაისის მერე პირველი შეაგდო სამირ ნასრიმ. ხოლო სერხიო აგუერო ბომბარდირთა დავაში დაეწია დიეგო კოშტას. "ქალაქელებმა" საკუთარ კედლებში 4 იანვრის მერე პირველად მოიგეს და ეს მათი ყველაზე დიდი გამარჯვებაა 2014 წლის მარტის შემდეგ. "ჩელსისთან" სხვაობა კი 5 ქულამდე შემცირდა.
იხილეთ ვიდეო
ალან პარდიუ კი იძახდა, "კრისტალ პალასი" მეტს იმსახურებდაო და არსენ ვენგერმაც აღნიშნა, მოსაგებად დიდი შრომა დაგვჭირდაო, მაგრამ "არსენალმა", ასე თუ ისე, დამაჯერებლად იმარჯვა და მესამე ადგილზე აიპარა. "არწივებს" "მეთოფეები" ბოლოს 1994 წელს ჰყავთ დამარცხებული, ისიც "ჰაიბერიზე". ნოსტალგიამოწოლილმა ვენგერმა კი ნახევრად ხუმრობით თქვა, "კრისტალ პალასთან" ასეთი კარგი სტატისტიკა იმიტომ გვაქვს, რომ მათი მშვენიერი სტადიონი "ჰაიბერის" გვაგონებსო.
ვან გაალმა შეცვალა და წააგო
"არსენალი" წინ "მანჩესტერ იუნაიტედმა" გაატარა, რომელიც შეიძლება, წაგებას არ იმსახურებდა, მაგრამ ლუი ვან გაალის გუნდმა გადასარევადაც ვერ ითამაშა და "სუონსისთან" სეზონში მეორე მატჩიც დათმო. "თეთრი გედებისთვის" ეს ისტორიული მოვლენაა, "წითელი ეშმაკებისთვის" ორივე თამაშის მოგება კი არა, "მანჩესტერისთვის" ერთ ბურთზე მეტი "ლიბერთი სტედიუმზე" 1982 წლის მერე არ გაეტანათ. ჯონჯო შელვი სახალისო კაცია და ამჯერადაც იყოჩაღა, როგორც იცის ხოლმე, შორიდან გაისროლა. ბურთი ბაფეტიმბი გომისს შეეხო და დავიდ დე ხეას კარში აღმოჩნდა.
ისე, გომისმა ბევრი შავი სამუშაო შეასრულა. "მანჩესტერმა" კი ბოლო 20 მატჩიდან მხოლოდ მეორედ წააგო, მაგრამ ვან გაალს ახლა ახალი კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდება თავს. არადა, ჰოლანდიელმა ბოლოს და ბოლოს, ის გააკეთა, რასაც ფანების დიდი ნაწილი ითხოვდა, სისტემა შეცვალა - მარუან ფელაინი და ანდერ ერერა ძირითადში გაამწესა, ხოლო უეინ რუნი წინ წასწია.
გოლუხვად გულუხვი კვირა
კვირადღე პრემიერლიგაში ისეთი "მსუყე" გამოდგა, როგორსაც ველოდით. "უაით ჰართ ლეინზე" გარკვეული დანაკლისით მოთამაშე "ვესტ ჰემმა" 0:2 წაიყვანა და 81-ე წუთამდე ეს ანგარიში ძალაში იყო, მაგრამ დენი როუზმა სხვაობა შეამცირა, ხოლო მე-6 დამატებულ წუთზე ჰარი კეინმა პენალტი მოიპოვა, დაარტყა, ადრიანმა აუღო, მაგრამ დაამატა და გაათანაბრა. ის კიდევ ერთხელ მოევლინა "დეზებს", რომლებმაც ორი ქულა დაკარგეს ან ვითარებიდან გამომდინარე, ერთი მოიპოვეს.ასეთივე ანგარიში და მიმდინარეობა იყო "გუდისონ პარკზე", სადაც "ლესტერი" ჯერ აგებდა, მერე იგებდა (ერთი გოლი "ევერტონს" ყოფილმა ფეხბურთელმა ნიუჯენტმა გაუტანა), მაგრამ ბოლო წამებზე ატსუს პასით, ბევრი მომენტისგამცუდებელმა რომელუ ლუკაკუმ ვარდნაში დარტყმა სცადა, ბურთი აპსონს მოხვდა და... "კანფეტებს" 15 დეკემბრის მერე არ მოუგიათ, "მელიები" კი მყარად რჩებიან ბოლო პოზიციაზე.
ფილიპე და ფილიპი
"ლივერპულმა" მშვენივრად ისარგებლა კონკურენტების ჩავარდნით და ჩემპიონთა ლიგის ზონას მაქსიმალურად მიუახლოვდა. მერსისაიდელებმა ფილიპე კოუტინიოს არანორმალური სილამაზის გოლით შეძლეს დაწინაურება, მაგრამ გაუმართლათ, რომ "ფილიპე ლამაზის" ლამაზ გოლამდე "წმინდანების" ახალწვეულის, ფილიპ ჯურიჩიჩის წაქცევისთვის პენალტი არ დაინიშნა, რომელიც ცოტა ხანში ისევ ითხოვდა თერთმეტმეტრიანს საკამათო სიტუაციაში. შანსები ჰქონდა ელჯერო ელიასაც. მეორე ტაიმში კი რაჰიმ სტერლინგმა ინტრიგა მოკლა. "ლივერპულმა" ბოლო 9 ტურში 23 ქულა აიღო, ხოლო პირველ 17 ტურში მხოლოდ 22... ბრენდან როჯერსის ბიჭებმა ზედიზედ მეხუთე საგარეო მატჩში შეინახეს კარი მშრალად, რაც გუნდს 1985 წლის მერე არ გაუკეთებია.
ინგლისი. პრემიერლიგა. XXVI ტური
21 თებერვალი
ჩელსი-ბარნლი 1:1
გოლები: 1:0 ივანოვიჩი (14), 1:1 მი (81)
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, ზუმა, ტერი, ფილიპე ლუიში - ფაბრეგასი, მატიჩი - კუადრადო (63. ვილიანი), ოსკარი (72. რამირესი), აზარი - დიეგო კოშტა
ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი - ტრიპიერი, კინი, შეკელი, მი - ბოიდი, არფილდი, ჯოუნსი, კაითლი (79. ვოუკსი) - ბარნსი - ინგსი
გაფრთხილება: ივანოვიჩი - ბოიდი, კაითლი
გაძევება: მატიჩი (70)
კუთხური: 7-7 ჯარიმა: 9-9 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 14(5)-10(5) ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 41 629
სიტი-ნიუკასლი 5:0
გოლები: 1:0 აგუერო (2-პენ.), 2:0 ნასრი (12), 3:0 ჯეკო (21), 4:0 სილვა (51), 5:0 სილვა (53)
სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, მანგალა, კოლაროვი - ნასრი (70. ლამპარდი), ფერნანდინიო, იაია ტურე, სილვა (59. ნავასი) - ჯეკო, აგუერო (60. ბონი)
ნიუკასლი (4-3-3): კრული - იანმაატი (71. რ. ტეილორი), უილიამსონი, კოლოჩინი, ჰაიდარა - სისოკო, ანიტა (46. აბეიდი), კოლბეკი - გუფრანი (86. ობერტანი), ა. პერესი, სისე
გაფრთხილება: კომპანი, იაია ტურე, ჯეკო - ანიტა, კოლბეკი
კუთხური: 7-3 ჯარიმა: 9-8 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 16(9)-8(1) ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 45 602
კრ. პალასი-არსენალი 1:2
გოლები: 0:1 კასორლა (8-პენ.), 0:2 ჟირუ (45+1), 1:2 მარეი (90+4)
კრ. პალასი (4-4-1-1): სპერონი - უარდი, დანი, დელანი, სუარე - ზაჰა, მატჩი, ლედლი (80. ამეობი), პანჩონი - გეილი (79. მარეი) - კემპბელი (57. ბოლაზი)
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ჩემბერსი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - კოკლენი, კასორლა - სანჩესი (89. პაულისტა), იოზილი (76. როსიცკი), უელბეკი (77. გიბსი) - ჟირუ
გაფრთხილება: მატჩი - კოკლენი, ჟირუ, ჩემბერსი
კუთხური: 10-1 ჯარიმა: 15-14 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 22(3)-1245) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 24 721
სუონსი-მანჩესტერი 2:1
გოლები: 0:1 ერერა (28), 1:1 კი (30), 2:1 გომისი (73)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ნოტონი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - კი, კორკი - სიგურდსონი (74. მონტერო), შელვი (90+4. ამატი), რუტლეჯი - გომისი
მანჩესტერი (4-3-1-2): დე ხეა - მაკნეირი (46. ვალენსია), ჯოუნსი, როხო, შოუ (46. იანგი) - ერერა, ბლინდი, დი მარია (79. მატა) - ფელაინი - რუნი, ვან პერსი
გაფრთხილება: უილიამსი, შელვი - ფელაინი, ჯოუნსი, იანგი, როხო
კუთხური: 4-10 ჯარიმა: 6-15 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 11(6)-18(3) ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 20 809
ასტონ ვილა-სტოკი 1:2
გოლები: 1:0 სინკლერი (20), 1:1 დიუფი (45), 1:2 მოზესი (90+3-პენ.)
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ჰატონი, ვლაარი, კლარკი, რიჩარდსონი (42. სისოხო) - ხილი (58. ვაიმანი), სანჩესი, დელფი - სინკლერი, აგბონლაჰორი, ბენტეკე
სტოკი (4-3-3): ბეგოვიჩი - ბერდსლი, ვოლშაიდი, უილსონი, პიტერსი (86. ტეიშეირა) - აირლენდი (86. სიდველი), ნ’ზონზი, უელანი - დიუფი, მოზესი, უოლტერსი
გაფრთხილება: სანჩესი, ვლაარი, ვლაარი - ვოლშაიდი, უელანი, უოლტერსი
გაძევება: ვლაარი (90+3)
კუთხური: 11-3 ჯარიმა: 11-14 თამაშგარე: 1-5 კარში დარტყმა: 3(2)-11(6) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 31 880
ჰალი-ქპრ 2:1
გოლები: 1:0 იელავიჩი (16), 1:1 ოსტინი (39), 2:1 ნ’დოი (89)
ჰალი (3-5-2): მაკგრეგორი - დოუსონი, ბრიუსი (53. რამირესი), მაკშეინი - ელმოჰამადი, ლივერმორი (67. ერნანდესი), ჰადლსტოუნი, მეილერი (82. ალუკო), ბრედი - ნ’დოი, იელავიჩი
ქპრ (4-4-2): გრინი - ფურლონგი, ფერდინანდი, კოლკერი, იუნი - ფილიპსი, ჰენრი, ბარტონი, კრანჩარი (78. ტრაორე) - ზამორა (64. დაფტი), ოსტინი (75. სარატე)
გაფრთხილება: - ფურლონგი, ზამორა, სარატე, ფილიპსი
გაძევება: ბარტონი (32)
კუთხური: 5-7 ჯარიმა: 18-16 თამაშგარე: 8-3 კარში დარტყმა: 16(6)-8(3) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 24 466
სანდერლენდი-ვესტ ბრომვიჩი 0:0
სანდერლენდი (4-4-1-1): პანტილიმონი - ვერხინი (88. ვან აანჰოლტი), ო’ში, უ. ბრაუნი, რევეიერი - ალვარესი (68. ფლეტჩერი), ლარსონი, კატერმოლი, ჯონსონი - გრემი (68. ვიქჰემი) - დეფო
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - დოუსონი, მაკოლი, ლესკოტი, ბრანტი - მორისონი (73. ბერდი), ფლეტჩერი, იაკობი, გარდნერი (88. მაკმანამანი) - ბერაჰინო, იდეიე ბრაუნი
გაფრთხილება: ალვარესი - ლესკოტი, დოუსონი
კუთხური: 11-2 ჯარიმა: 11-12 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 13(2)-5(1) ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 40 943
22 თებერვალი
ტოტენჰემი-ვესტ ჰემი 2:2
გოლები: 0:1 კუიატე (22), 0:2 დ. სახო (62), 1:2 როუზი (81), 2:2 კეინი (90+6)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, დაიერი, ვერტონგენი, როუზი - მეისონი (80. შადლი), ბენთალები - თაუნსენდი (60. სოლდადო), დემბელე (46. ერიკსენი), ლამელა - კეინი
ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი - ჯენკინსონი, ტომკინსი, რიდი, კრისუელი - ნოუბლი (68. კ. კოული; 87. კოლინსი), სონგი, კუიატე - დაუნინგი, ე. ვალენსია (75. ჯერვისი), დ. სახო
შენიშვნა: ჰარი კეინმა ვერ გაიტანა პენალტი (96)
გაფრთხილება: - ნოუბლი, კრისუელი
კუთხური: 7-9 ჯარიმა: 6-12 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 27(8)-12(5) ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 35 837
ევერტონი-ლესტერი 2:2
გოლები: 1:0 ნეისმიტი (57), 1:1 ნიუჯენტი (63), 1:2 კამბიასო (70), 2:2 აპსონი (88 ს.კ.)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - ბეინსი, ჯაგიელკა, სტოუნსი, კოულმენი - ბეშიჩი (55. ატსუ), მაკარტი - ლენონი, ბარკლი (55. გიბსონი), ნეისმიტი (85. მირალასი) - ლუკაკუ
ლესტერი (4-1-4-1): შვარცერი - სიმპსონი, მორგანი, აპსონი, კონჩესკი - ჰუთი - მაჰრეზი (62. ნიუჯენტი), ჯეიმსი, კამბიასო (87. კინგი), შლუპი (62. ვარდი) - კრამარიჩი
გაფრთხილება: - მორგანი
კუთხური: 4-7 ჯარიმა: 7-6 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 18(3)-15(4) ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 38 904
საუთჰემპტონი-ლივერპული 0:2
გოლები: 0:1 კოუტინიო (2), 0:2 სტერლინგი (73)
საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი - კლაინი, ფონტე, იოშიდა, ტარგეტი - უორდ-პრაუსი (57. მანე), ვანიამა, დევისი (46. შნედერლენი) - ელია, ჯურიჩიჩი (75. ტადიჩი), პელე
ლივერპული (3-4-2-1): მინოლე - ჯანი, შკრტელი, ლოვრენი - აიბი (75. ჯონსონი), ჰენდერსონი, ალენი, მარკოვიჩი (46. მორენო) - ლალანა (62. სტარიჯი), კოუტინიო - სტერლინგი
გაფრთხილება: ვანიამა, ელია - ლოვრენი, მორენო, ჰენდერსონი
კუთხური: 6-1 ჯარიმა: 11-14 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 13(5)-6(4) ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 31 723
ბომბარდირები: 17 - დიეგო კოშტა (ჩელსი), სერხიო აგუერო (სიტი); 14 - ჩარლი ოსტინი (ქპრ), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 12 - ალექსის სანჩესი (არსენალი);
მომდევნო ტური
28 თებერვალი:
ვესტ ჰემი-კრ. პალასი, ბარნლი-სუონსი, მანჩესტერი-სანდერლენდი, ნიუკასლი-ასტონ ვილა, სტოკი-ჰალი, ვესტ ბრომვიჩი-საუთჰემპტონი
1-ლი მარტი:
ლივერპული-სიტი, არსენალი-ევერტონი
ლესტერი-ჩელსი (გადაიდო ლიგის თასის ფინალის გამო)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"