10:09 24-02-2015
ნემანია მატიჩი კარიერის დამთავრებას გადაურჩა
AutoSharing Option
ბარნსის თამაშს "განსაკუთრებულმა" "კრიმინალი" უწოდა. მსაჯს ბარნსის გაძევებაც თავისუფლად შეეძლო, მაგრამ ეს არ გააკეთა და მოგვიანებით, შონ დაიჩის გუნდის გოლი სწორედ იმ კუთხურს მოჰყვა, რომელიც ბარნსის დარტყმის მერე დაინიშნა. გარდა ამისა, "ლურჯები" ორ ეპიზოდში პენალტს ითხოვდნენ და სულ მცირე, ერთხელ სამართლიანად.
ალან შირერის შეფასება: "ეს საშინელი უხეშობა იყო ბარნსის მხრიდან, ასე არ შეიძლება. ნემანია მატიჩის რეაქცია მესმის, იგი სწორად არ მოიქცა, მაგრამ ადამიანურად მისი ემოციები გასაგებია. მატიჩი ფეხის მოტეხვას გადარჩა, ახლა კი ლიგის თასის ფინალის გამოტოვება მოუწევს წითელი ბარათის გამო, ბარნსს კი ყვითელიც კი არ მიუღია".
"ამ უხეშობას შეიძლებოდა მატიჩის კარიერა დაესრულებინა. ნემანია ძალიან იღბლიანი ბიჭია, რომ ტრავმას გადაურჩა. სხვა გუნდს ექნებოდა ალბათ ის ძალაუფლება და გავლენა, რომ მსაჯის გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა და აპელაცია მოეგო" - ჩვენ კი არავინ მოგვაგებინებსო, ასე გამოუვიდა მოურინიოს.
პორტუგალიელმა მატჩის შემდეგ ტრადიციულ ირონიასაც მიმართა და სიმწრის სიცილით აღნიშნა, როდის გინახავთ "ჩელსის" ფეხბურთელს აპელაცია მოეგოსო, მაგრამ ბოლო ცნობებით, "ლურჯები" გასაჩივრებას მაინც აპირებენ.
აი, თავად ფეხბურთის ასოციაცია კი ბარნსს არანაირ სასჯელს არ გამოუტანს, რაც უკვე ოფიციალური განცხადებით დადასტურდა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ეს არ არის ეპიზოდი, რომელიც მსაჯს გამორჩა, ატკინსონმა ყველაფერი კარგად დაინახა და თავისი გადაწყვეტილება მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასოციაცია არბიტრს "თავზე არ გადაახტება".
საინტერესოა, რომ "ბარნლი" "სტოკთან" ერთად ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ წითელი ბარათი არ მიუღია. რაოდენობრივად ყველაზე მეტი ბარათი "სანდერლენდს" აქვს (66), მეორეზე "სიტია" ჯამში 60 ბარათით, ხოლო ყველაზე მეტი წითელი "ასტონ ვილას" აქვს "დამსახურებული" - 6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XXVI ტური: "ჩელსის" დევნა განახლდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული