მთავარი მატჩები კვირადღესაა. "ლივერპული", რომელიც შეუჩერებელია, მოქმედ ჩემპიონ "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს. ბოლო 24 შეხვედრაში მერსისაიდელებს ძირითად დროში მხოლოდ ერთი მატჩი აქვთ წაგებული და ახლა ბრენდან როჯერსს სერიოზული გამოცდა ელის "ბარსელონასგან" გამწარებული "ქალაქელებთან".
მხოლოდ პრემიერლიგის მატჩებს თუ ავიღებთ, 23 თამაშია, ამ კლუბებს შორის შეხვედრებისას წყვილში სტუმ
ხსენებული 23 შეხვედრიდან 10 "ლივერპულს" აქვს მოგებული, 8 ფრედ არის დარულებული და 5-ჯერ "სიტიმ" იმარჯვა.
"მონაკოსგან" შერცხვენილები
"ემირატებზე" "მონაკოსთან" მარცხით შოკირებული "არსენალი" "ევრტონს" მასპინძლობს, რომელიც ისედაც მთელი სეზონია, შოკურ მდგომარეობაშია. თუმცა "კანფეტები" ბოლო პერიოდში შედარებით უკეთ გამოიყურებიან და ალბათ "მეთოფეებსაც" გაუმართავენ ომს. ლივერპულელების სტატისტიკას ორი მხრიდან შეგვიძლია შევხედოთ - მათ ბოლო 13 მატიდან მხოლოდ 2 აქვთ მოგებული და მეორე მხრივ, უკანასკნელი 6 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი დათმეს, ისიც "ჩელსისთან" 89-ე წუთზე გაშვებული ბურთით. აი, "არსენალს" კი ბოლო 10 თამაშიდან 8 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.
უშუალოდ პრემიერლიგაში უკანასკენლი 6 ურთიერთშეხვედრიდან გუნდებმა თითო მოგება გაცვალეს, ხოლო 4 ფრედ დასრულდა.
ვან გაალის აუცილებლად მოსაგები
ამასობაში, "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელიც ჩემპიონთა ლიგის ზონიდან გამოვარდნის საფრთხის წინაშეა, საკუთარ "ოლდ ტრაფორდზე" "სანდერლენდის" დამარცხებას შეეცდება. ლუი ვან გაალმა აუცილებლად უნდა მოიგოს, თორემ "სუონსისთან" მარცხის მერე, ჰოლანდიელს მედიაში ძალიან აკრიტიკებენ. გუსტავო პოიეტის "შავ კატებს" კი 26 მატჩიდან 13 ფრე აქვთ.
"ასტონ ვილას" 12 ტურია, არ მოუგია და ზედიზედ 6 ტურია მარცხდება, სანამ ბირმინგემელებმა გასავარდნ ზონაში ფეხი გაიდგეს, რამე უნდა იღონონ და ეს მათმა ახალმა მწვრთნელამ ტიმ შერვუდმა ჩვენზე უკეთ იცის, მაგრამ როგორ გინდა მას მოგება მოთხოვო, როდესაც გუნდი "სენტ ჯეიმს პარკზე" ჩაყავს "ნიუკასლთან" საპაექროდ.
"ბარნლის" კატასტროფული კალენდარი აქვს, "მანჩესერ იუნაიტედი" და "ჩელსი" შონ დაიჩმა უკვე მოილია, წინ კი ზედიზედ ელოდება "ლივერპული", "სიტი", "საუთჰემპტონი", "ტოტენჰემი", "არსენალი" და "ევერტონი". ამიტომაც, ამჟამინდელ საშინაო მატჩს "სუონსისთან" უდიდესი მნიშვნელობა აქვს და "ბარნლიმ" "ტარფ მურზე" როგორმე უნდა შეძლოს 3 ქულის მოპოვება.
ამის გარეშეც, "ბარნლიმ" დაადასტურა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია კონკურენციის გაწევა და ვნახოთ, რას იზამს ეს სიმპათიური კლუბი. თუმცა გარი მონკის "თეთრი გედები" არაფრის დამთმობები არ არიან.
ტონი პულისის "ვესტ ბრომვიჩი" გასავარდნ ზონას უკვე 5 ქულით მოსწყდა, ხოლო "საუთჰემპტონი" კარგი თამაშის მიუხედავად, ბოლო პერიოდში გამარჯვებებს ვერ ახერხებს, მხოლოდ ქპრ-ს სძლია, ისიც ბოლო წუთზე გატანილით, რაც რონალდ კუმანის "წმინდანებს" ოთხეულში ადგილის დაკარგვად დაუჯდათ, პულისი-კუმანის ტაქტიკური ჭიდილი საინტერესო იქნება.
პრემიერლიგა. XXVII ტური
შაბათი. 28 თებერვალი
ვესტ ჰემი-კრ. პალასი 16:45
დისკვალიფიკაცია: ამალფიტანო -
ტრავმა: პოიეტი, კეროლი - იაია სანოგო, ტომასი, უილიამსი, მაკარტური
ბოლო 6 მატჩი
+1 =4 -1 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +8 =5 -4 (28-16)
ბარნლი-სუონსი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარნი, დამიგენი, კ. ლონგი - ბეროუ, ბარტლი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0 =0 -1 (0-1)
მანჩესტერი-სანდერლენდი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვან პერსი - ბაკლი, როდუელი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 121 თამაში: +55 =28 -38 (205-178)
ნიუკასლი-ასტონ ვილა 19:00
დისკვალიფიკაცია: კოლბეკი - ვლაარი
ტრავმა: დამეტი, ტიოტე, კაბელია, ელიოტი, აარონსი, ს. დე იონგი, ს. ტეილორი - ბეიკერი, კოზაკი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +0 =0 -6
ურთიერთშეხვედრები
სულ 147 თამაში: +65 =33 -49 (1-0)
სტოკი-ჰალი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შოუკროსი, მუნიესა,ოდემვინგი, ბოიანი - ჩესტერი, სნოდგრასი, როსენიორი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +3 =3 -1 (8-5)
ვესტ ბრომვიჩი-საუთჰემტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანიჩებე - ისგროვი, ჯეი როდრიგესი, გალაჰერი, მაიუკა
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +13 =13 -13 (43-44)
კვირა. 1 მარტი
ლივერპული-სიტი 16:00
დისკვალიფიკაცია: - ამალფიტანო
ტრავმა: - ნოლანი, კოლინსი, დემელი, პოიეტი, ჰენრი, რიდი, კეროლი
ბოლო 6 მატჩი
+5 =1 -0 +2 =3 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 153 თამაში: +73 =39 -41 (270-209)
არსენალი-ევერტონი 18:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფლამინი, დიაბი, რემზი, არტეტა, დებიუში - ოვიედო, ჰიბერტი
ბოლო 6 მატჩი
+5 =0 -1 +1 =4 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 187 თამაში: +90 =42 -55 (305-228)
ბომბარდირები:
17 - დიეგო კოშტა (ჩელსი), სერხიო აგუერო (სიტი); 14 - ჩარლი ოსტინი (ქპრ), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 12 - ალექსის სანჩესი (არსენალი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"