* პიტერ კრაუჩმა პრემიერლიგაში 46-ე გოლი გაიტანა თავით და ალან შირერის მიღწევა გაიმეორა.
* "ლივერპული" 2015 წელს პრემიერლიგაში დაუმარცხებელია.
შაბათი
ლუი ვან გაალმა უეინ რუნი ისევ თავდასხმაში დააყენა და მას დაშავებული რობინ ვან პერსის არყოფნაში, რადამელ ფალკაო შეუწყვილა. ძირითადში იყო ანდერ ერერაც და ცუდად არც ამჯერად უთამაშია. აი, ანხელ დი მარია კი ჰოლანდიელმა პირველი ტაიმის მერევე შეცვალა, რადგან არგენტინელი ვერ ბრწყინავდა. მოკლედ, ვან გაალი ტაქტიკურ
"შავი კატები" თითქოს თავს კარგად იცავდნენ, მაგრამ გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც ერერას პასის მერე იქამდე პასიურმა ფალკაომ პენალტის მონადირება მოასწრო.
თამაშის წესის დარღვევა ნამდვილად იყო; რამდენად აუცილებელი გახლდათ წითელი ბარათი, ეს საკამათოა, მაგრამ როჯერ ისტს უეს ბრაუნი რომ არ უნდა გაეძევებინა, ეს ფაქტია - ფალკაო მეორე ექსმანჩესტერელმა, სტუმრების კაპიტანმა, ჯონ ო’შიმ წააქცია. იგი ცდილობდა ისტის დარწმუნებას, მე ვიყავიო, მაგრამ... ისე, ბრაუნისთვის ეს მე-4 გაძევებაა "სანდერლენდის" მაისურით, ამაზე მეტი წითელი მხოლოდ ლი კატერმოლს აქვს (5).
"ლაითის" ბინადრები გასავარდნ ზონაზე წინ ოდენ 3 ქულით არიან. მათ ბოლო 10 მატჩში მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული და ფანების უკმაყოფილებაც იზრდება. ვნახოთ, უშველის თუ არა გუსტავო პოიეტს გულშემატკივრებისთვის მიწერილი ღია წერილი, ერთად უნდა ვიყოთ, კლუბს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება თქვენი მხარდაჭერაო.
იხილეთ ვიდეო
"მანჩესტერისთვის" კარგი ამბავი მოახდინა "ვესტ ბრომვიჩმა", რომელმაც დებიუტშივე საიდო ბერაჰინოს უძლიერესი გასროლილით დასცა "საუთჰემპტონი", რომელსაც უკვე სამი ტურია, გოლი ვერ გააქვს. "ალბიონმა" კი ტონი პულისის ხელში უკვე მეექვსედ შეინახა კარი მშრალად. ბერაჰინომ სეზონში მე-17 გოლი გაიტანა, უშუალოდ პრემიერლიგაში კი - მე-11 (აქედან 9 საშინაო თამაშებში). ინგლისის ნაკრების მეკარეების, ფოსტერისა და ფორსტერის დუელი ამჯერად პირველის გამარჯვებით დასრულდა.
"ვესტ ჰემ იუნაიტედი" თავისმა ფანებმა სტვენით გააცილეს - გუნდს ბოლო 10 ტურში ერთადერთი გამარჯვება აქვს. ალან პარდიუმ სემ ალარდაისს მოუგო. "არწივებს" უკვე 5 საგარეო შეხვედრაა, არ წაუგიათ. მატჩის მთავარი მოქმედი გმირი გლენ მარეი გახლდათ, ვინც დუბლი გაახერხა და მერე წითელი ბარათის მიღებაც "შეძლო". თუმცა არც ჯეისონ პანჩონი დავჩაგროთ, რომელმაც სამი საგოლე პასი გააკეთა...
ტიმ შერვუდი "სენტ ჯეიმს პარკზე" თუნდაც ქულის იმედად იყო ჩასული. ერთი წლის წინ მან "ტოტენჰემის" თავკაცის რანგში "კაჭკაჭებს" 4:0 აჯობა, მაგრამ ახლა ვერაფერს გახდა. "ასტონ ვილა" მართლაც განწირულად გამოიყურება. გუნდმა ზედიზედ მე-7 თამაში წააგო და ბოლო 12 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი აქვს გატანილი.
ჯორდებს პაპის დემბა სისემ მოაგებინა. ეს 2015 წელს "ნიუკასლის" პირველი საშინაო მოგება გახლდათ და შესაბამისად, სადებიუტო ჯონ კარვერისთვის. კარვერმა ფანების გული ამჯერად იმით მოიგო, რომ სიმსივნესთან ომგადატანილი და გამოჯანმრთელებული ხონათან გუტიერესი განაცხადში შეიყვანა. არგენტინელს ამჯერად არ უთამაშია, მაგრამ მომავალში ალბათ მინდორზე დაბრუნებულსაც ვიხილავთ.
"ბრიტანიაზე" პიტერ კრაუჩი მინდორზე 61 წამის გამოსული იყო, როდესაც ბურთს ურქინა და "სტოკს" მოაგებინა. კრაუჩი თავური გოლებით, ალან შირერთან ერთად, პრემიერლიგაში საუკეთესოა. "ჰალმა" კი მეტოქეს კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაურტყა.
კვირა
"სიტის" "ენფილდზე" 2003 წლის მერე არ მოეგო და "ქალაქელები" ლივერპულში ამჯერადაც დაეცნენ... ბრენდან როჯერსის ბიჭები, შესაძლოა, ევროპალიგაზე დამარცხდნენ, მაგრამ ინგლისის მასშტაბით, გუნდი საუცხოოდ გამოიყურება და 2015 წელს დაუმარცხებელია. ეს მერსისაიდელებისთვის ძალიან საჭირო გამარჯვება იყო. თანაც, ენფილდელებმა მოგება დაიმსახურეს და ეს ლამაზ სტილში გააკეთეს - ჯორდან ჰენდერსონისა და ფილიპე კოუტინიოს შორეული დარტყმების შედეგად გატანილი ულამაზესი გოლებით.
შუალედში სერხიო აგუეროს პასით ედინ ჯეკომ შეაგდო, მაგრამ მანუელ პელეგრინის მარტო ეს გოლი არ ეყო და მეტჯერ ზუსტად კარში არც დაურტყამს. ჩილელმა უილფრიდ ბონი მხოლოდ 78-ე წუთზე გამოიყვანა. კიდევ ერთხელ შედგა ძმების დაპირისპირება - იაია ტურე ძირითადში იყო, ხოლო კოლო მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე შევიდა.
როჯერსი ამბობდა, დაუჯერებლად კარგად ვითამაშეთ და ამ სიხარულის გადმოცემა შეუძლებელია, ბიჭებმა ეს დაიმსახურესო. პელეგრინიმ კი დაიწუწუნა, ჩვენი თამაში და სტილი დავკარგეთ და რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დავიბრუნოთო.
"ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვებების გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა მოეგო "არსენალსაც". "მეთოფეებმა" "ევერტონთან" შეხვედრაში ფანები მატჩის ბოლომდე კი ანერვიულეს და დავიდ ოსპინას 1:0-ზე რომელუ ლუკაკუს დარტყმა რომ არ მოეგერიებინა... მაგრამ ლონდონელებმა საბოლოოდ მაინც იმარჯვეს და ეს სამართლიანიც გახლდათ.
პრემიერლიგა. XXVII ტური
28 თებერვალი
ვესტ ჰემი-კრ. პალასი 1:3
გოლები: 0:1 მარეი (41), 0:2 დანი (51), მარეი (63), 1:3 ე. ვალენსია (76)
ვესტ ჰემი (4-3-1-2): ადრიანი - ჯენკინსონი, ტომკინსი, რიდი, კრისუელი - კუიატე, სონგი (61. ნენე), ნოუბლი - დაუნინგი - ე. ვალენსია, სახო
კრ. პალასი (4-1-4-1): სპერონი - უარდი, დანი, დელანი, კელი - იედინაკი - ზაჰა (72. ამეობი), პანჩონი, მატჩი (33. მაკარტური), ბოლაზი (83. ლედლი) - მარეი
გაფრთხილება: ტომკინსი, ე. ვალენსია - მარეი, უარდი, დელანი, მარეი
გაძევება: მარეი (69)
კუთხური: 11-7 ჯარიმა: 12-19 თამაშგარე: 0-6 კარში დარტყმა: 19(5)-14(5) ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 34 857
მანჩესტერი-სანდერლენდი 2:0
გოლები: 1:0 რუნი (66-პენ.), 2:0 რუნი (84)
მანჩესტერი (3-5-2): დე ხეა - სმოლინგი, ევანსი, როხო - ვალენსია, ბლინდი, ერერა, დი მარია (46. იანუზაი), იანგი - რუნი (86. მატა), ფალკაო (68. ფელაინი)
სანდერლენდი (4-1-4-1): პანტილიმონი - რევეიერი, ო’ში, ბრაუნი, ვან აანჰოლტი - კატერმოლი - ჯონსონი (81. ს. ფლეტჩერი), ლარსონი, ხორდი გომესი, ვიქჰემი (68. ვერხინი) - დეფო (67. გრემი)
გაფრთხილება: ვალენსია - ვან აანჰოლტი
გაძევება: ბრაუნი (65)
კუთხური: 13-1 ჯარიმა: 6-11 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 21(10)-14(3) ბურთის ფლობა: 75%-25%
მაყურებელი: 75 344
ვესტ ბრომვიჩი-საუთჰემპტონი 1:0
გოლი: 1:0 ბერაჰინო (2)
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - დოუსონი, მაკოლი, ლესკოტი, ბრანტი - მორისონი (72. სესენიონი), იაკობი, დ. ფლეტჩერი, გარდნერი - იდეიე ბრაუნი (88. ბერდი), ბერაჰინო (56. მულუმბუ)
საუთჰემპტონი (3-4-3): ფორსტერი - გარდოში (25. ელია), ფონტე, იოშიდა - კლაინი, ვანიამა (46. დევისი), შნედერლენი, ბერტრანი - ტადიჩი (74. ლონგი), მანე, პელე
გაფრთხილება: ფოსტერი, სესენიონი - ვანიამა
კუთხური: 2-3 ჯარიმა: 10-17 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 5(3)-14(2) ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 25 303
სტოკი-ჰალი 1:0
გოლი: 1:0 კრაუჩი (72)
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ბერდსლი, ვოლშაიდი, უილსონი, პიტერსი - ნ’ზონზი, უელანი - უოლტერსი, აირლენდი (46. ადამი), მოზესი - დიუფი (70. კრაუჩი)
ჰალი (3-4-1-1): მაკგრეგორი - დოუსონი, ბრიუსი, მაკშეინი - ელმოჰამადი, ლივერმორი, ჰადლსტოუნი, მეილერი (62. ქუინი), ფიგეროა (78. ერნანდესი) - რამირესი - ალუკო (56. ნ’დოი)
გაფრთხილება: პიტერსი, მოზესი - მეილერი, დოუსონი
კუთხური: 5-2 ჯარიმა: 9-10 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 9(2)-9(0) ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 26 473
ბარნლი-სუონსი 0:1
გოლი: 0:1 ტრიპიერი (64-ს.კ.)
ბარნლი (4-2-3-1): ჰიტონი - ტრიპიერი, კინი, შეკელი, მი - ბოიდი, ჯოუნსი, არფილდი, კაითლი (75. ვოუკსი) - ბარნსი (90. იუტკევიჩი) - ინგსი
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - ნოტონი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - კი, კორკი, შელვი - კეროლი (61. მონტერო), რუტლეჯი (90. ამატი), გომისი (90+2. ნელსონ ოლივეირა)
გაფრთხილება: -
კუთხური: 6-4 ჯარიმა: 14-8 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 12(7)-8(2) ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 17 388
ნიუკასლი-ასტონ ვილა 1:0
გოლი: 1:0 სისე (37)
ნიუკასლი (4-4-2): კრული - იანმაატი, უილიამსონი, კოლოჩინი, ჰაიდარა (61. რ. ტეილორი) - ობერტანი (78. ობერტანი), აბეიდი, სისოკო, ამეობი - სისე, რივიერი (73. პერესი)
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ჰატონი, ოკორე, კლარკი, ლოუტონი - კლევერლი, ვესტვუდი, დელფი - აგბონლაჰორი, სინკლეი, ბენტეკე
გაფრთხილება: - ჰატონი, ლოუტონი, აგბონლაჰორი, კლარკი, კლევერლი
კუთხური: 9-5 ჯარიმა: 6-16 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 12(5)-15(3) ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 51 573
1-ლი მარტი
ლივერპული-სიტი 2:1
გოლები: 1:0 ჰენდერსონი (11), 1:1 ჯეკო (25), 2:1 კოუტინიო (75)
ლივერპული (3-4-3): მინოლე - ჯანი, შკრტელი, ლოვრენი - მარკოვიჩი (76. სტარიჯი), ჰენდერსონი, ალენი, მორენო (83. კ. ტურე) - ლალანა, კოუტინიო, სტერლინგი
სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, მანგალა, კოლაროვი - ნასრი (83. ლამპარდი, იაია ტურე, ფერნანდინიო (78. ბონი), სილვა - აგუერო, ჯეკო (58. მილნერი)
გაფრთხილება: ლალანა - ფერნანდინიო, მილნერი, ბონი
კუთხური: 3-0 ჯარიმა: 8-16 თამაშგარე: 3-6 კარში დარტყმა: 11(5)-8(1) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 44 590
არსენალი-ევერტონი 2:0
გოლები: 1:0 ჟირუ (39), 2:0 როსიცკი (89)
არსენალი (4-4-1-1): ოსპინა - ბელერინი, პაულისტა, კოშელნი, გიბსი - კასორლა, კოკლენი (89. ჩემბერსი)- ოქსლეიდ-ჩემბერლენი (82. როსიცკი), იოზილი, სანჩესი (87. უელბეკი) - ჟირუ
ევერტონი (4-3-3): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ჯაგიელკა, გარბატი - მაკარტი, ბერი (84. გიბსონი), ბეშიჩი (77. ნეისმიტი) - მირალასი (62. ლენონი), ბარკლი, ლუკაკუ
გაფრთხილება: ჟირუ, კოშელნი -
კუთხური: 8-9 ჯარიმა: 12-5 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 17(4)-8(2) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 59 925
ბომბარდირები: 17 - დიეგო კოშტა (ჩელსი), სერხიო აგუერო (სიტი); 14 - ჩარლი ოსტინი (ქპრ), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 12 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 11 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი), პაპის დემბა სისე (ნიუკასლი)
მომდევნო ტური
3 მარტი:
ასტონ ვილა-ვესტ ბრომვიჩი, ჰალი-სანდერლენდი, საუთჰემპტონი-კრ. პალასი
4 მარტი:
ქპრ-არსენალი, ვესტ ჰემი-ჩელსი, სიტი-ლესტერი, ნიუკასლი-მანჩესტერი, სტოკი-ევერტონი, ტოტენჰემი-სუონსი, ლივერპული-ბარნლი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"