პრემიერლიგა. XXVIII ტურის წინ: ვისზე იყრის ჯავრს ჩემპიონი

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგაში შესვენება მხოლოდ ერთდღიანი გამოდგა, დღეს 28-ე ტური იწყება, რომლის ძირითადი თამაშები ოთხშაბათს გაიმართება. პრემიერლიგას უბრუნდება ოთხი გუნდი, რომელთა გარეშეც (ლიგის თასის ფინალის გამო) ჩაიარა წინა ტურმა.

ძველი ანგარიში დიდ სემთან
"ვესტ ჰემის" მოუგებელი სერია უკვე 5 ტურზე გადაიჭიმა და წინა ტურში "კრისტალ პალასთან" წაგების მერე ფანებმა თავიანთი გუნდი ობსტრუქციით გააცილეს.

სემ ალარდაისს მშვენიერი შანსი აქვს, მათი გულები ერთი გამარჯვებით მოიგოს და ამით ძველებურად დაიბრუნოს ნდობა და სიმპათია, ოღონდ ეს გამარჯვება ლიდერ "ჩელსისთან" უნდა მოიპოვოს. "ლურჯებმა" უიქენდზე ერთი ლონდონის დერბი
უკვე გადაიტანეს და ლიგის თასის ფინალში "ტოტენჰემს" 2:0 აჯობეს, რასაც პრემიერლიგიდან "სიტის" მარცხი დაემატა და...

ჟოზე მოურინიოს რომ არ ვიცნობდეთ, სხვა მწვრთნელის სხვა გუნდზე შეიძლებოდა გვეთქვა, ვინ იცის, ცოტა მოდუნდნენო, მაგრამ რაღაც ძნელი წარმოსადგენია, "განსაკუთრებულმა" თავისი ბიჭები არ დაგეშოს, თანაც დიდ სემთან მას ძველი ანგარიშები აქვს. როგორც იცით, ნემანია მატიჩი დისკვალიფიკაციის გამო ამ მატჩსაც გამოტოვებს, მაგრამ დანაკლისი "ჩაქუჩებს" უფრო სოლიდური აქვთ.

ბოლო 18 მატჩიდან "ჩელსიმ" მეტოქეს 14 მოუგო, 3-ჯერ ფრე დაფიქსირდა და ერთხელ იმარჯვა "ვესტ ჰემმა" (სწორედ "ბოლეინ გრაუნდზე" 2012 წელს).

"კაჭკაჭები" ვან გაალზე გაილაშქრებენ
უკანასკნელი 5 მატჩიდან "ნიუკასლს" ერთი წაგება აქვს - "სიტისთან" 0:5 - და ახლა ჯონ კარვერს მეორე მანჩესტერულ გუნდთად მოუწევს შეჭიდება. "კაჭკაჭებს" კვლავ რამდენიმე ფეხბურთელი აკლიათ, მაგრამ ამას უკვე მიეჩვივნენ და ეცდებიან, "წითელ ეშმაკებს" პრობლემები შეუქმნან. კარვერი, რომელმაც წინა ტურში უკვე მოიგო პირველი საშინაო შეხვედრა ჯორდების თავკაცის რანგში, ბრძოლას გვპირდება.

ლუი ვან გაალი ოთხეულში რჩება და ზურგში "ლივერპულის" სუნთქვას გრძნობს. ჰოლანდიელი, ალბათ, ისევ თავდამსხმელად დააყენებს უეინ რუნის, მით უმეტეს, "შრეკის" დუბლის მერე. არ იქნება რობინ ვან პერსი. გამარჯვებულ შემადგენლობას არ აკრიტიკებენ და არ ცვლიანო, მაგრამ ვან გაალი ტრადიციულ ერთ-ორ ცვლილებას, ალბათ, მაინც შემოგვთავაზებს.

"საუთჰემპტონს", რომელსაც წარუმატებელი სერია გაუგრძელდა და მე-6 ადგილამდე დაქვეითდა ("წმინდანებს" პოტენციურად "ტოტენჰემიც" უსწრებს, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს), საკუთარ "სენტ მერიზე" "კრისტალ პალასის" დამარცხება მართებს. რონალდ კუმანი სწორედ ამას აპირებს, მაგრამ აბა, ალან პარდიუს ჰკითხეთ?! "არწივებს" სტუმრად 5 მატჩია, არ წაუგიათ (2 ფრე, 3 მოგება).

"დეზების" საბოდიშო
"ტოტენჰემი" უკვე ვახსენეთ და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ "დეზები" "უაით ჰართ ლეინზე" "სუონსის" დაუხვდებიან და მაყურებლებს ბოდიში ევროპალიგიდან გამოვარდნის გამოც უნდა მოუხადონ და ლიგის თასის ფინალის წაგებისთვისაც.

არადა, ისევ კარგად ათამაშებული "თეთრი გედები" არაფრის დათმობას არ აპირებენ, ისინი მე-8 ადგილამდე აღზევდნენ. ეს შეხვედრა, წესით, ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი უნდა გამოვიდეს ტურში.

სხვა მატჩები
"ლესტერი", სავარაუდოდ, კიდევ უფრო მყარად გაიდგამს ფესვებს ბოლო ადგილზე, რადგან "მელიები" "სიტის" სტუმრობენ, ხოლო მანუელ პელეგრინის გუნდი "ბარსელონასთან" და "ლივერპულთან" წაგებების მერე ძალიან უხასიათოდაა და ჯავრისყრა უნდა.

თავად "ლივერპული" ასევე გასაჭირში მყოფ "ბარნლის" მასპინძლობს. "ენფილდიდან" "ლესტერმა" შეძლო ქულის წამოღება და "ბარნლიც" მებრძოლი გუნდია. თუმცა მერსისაიდელები, ცხადია, ულაპარაკო ფავორიტები არიან. ამჟამად ბრენდან როჯერსის ორკესტრის დირიჟორი ფილიპე კოუტინიოა, ბრაზილიელი მართლაც არანორმალურად კარგ ფორმაშია.

"ლოფტუს როუდზე" სათამაშოდ "არსენალი" ჩადის. "მეთოფეები" "მონაკოსთან" მარცხისგან მიღებული შოკიდან "ევერტონთან" გამოვიდნენ და საჭირო სამი ქულა აიღეს.

არსენ ვენგერის გუნდი მე-3 ადგილზე კი არის, მაგრამ ერთი ფეხის დაცდენა და შესაძლოა, ოთხეულს მიღმა დარჩეს. სანამ ალექსის სანჩესი ისევ ძველებურად ათამაშებულა, ლიდერობა ისევ ოლივიე ჟირუმ ითავა. თუმცა ფრანგს ცოტა პროდუქტიულობაზე აქვს სამუშაო. მაგალითად, მონეგასკებთან და მერსისაიდელებთან მატჩებში მან 12-ჯერ დაარტყა მეტოქეთა კარისკენ და ერთადერთხელ ზუსტად; სამაგიეროდ, გაიტანა.

ვესტ მიდლენდსის დერბი ყოველთვის დრამატულ-დაძაბულობით გამოირჩევა და ამაზე მეტი მძიმე ფონი რაღა უნდა იყოს, "ასტონ ვილა" ბოლოსწინა ადგილზეა, ზედიზედ 7 წაგებითა და პრემიერლიგის ბოლო 12 შეხვედრაში გატანილი 3 ბურთით. ტიმ შერვუდს პირველი მოგება მართლაც ჰაერივით სჭირდება, მაგრამ მისი მეტოქე ტონი პულისია, რომელიც იშვიათად აგებს და მის ხელში "ვესტ ბრომვიჩი" უკვე გარდაიქმნა, "ალბიონი" ნელ-ნელა წინ მიიწევს და კარს მშრალად ხშირად ინახავს.

პრემიერლიგა. XXVIII ტური
სამშაბათი. 3 მარტი
ასტონ ვილა-ვესტ ბრომვიჩი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სისოხო, რიჩარდსონი, ბეიკერი, კოზაკი - ანიჩებე
ბოლო 6 მატჩი
+0 =0 -6 +2 =3 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 135 თამაში: +62 =30 -43 (221-185)

ჰალი-სანდერლენდი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დიამე, ჩესტერი, როსენიორი, სნოდგრასი - ბაკლი, ჯოუნსი, როდუელი, ჯაკერინი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +3 =0 -4 (8-11)

საუთჰემპტონი-კრ. პალასი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ისგროვი, მაიუკა, გალაჰერი, ჯეი როდრიგესი - იაია სანოგო, შამახი, ტომასი, უილიამსი, ფ. კემპბელი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +14 =7 -8 (48-35)

ოთხშაბათი. 4 მარტი
ქპრ-არსენალი 23:45
დისკვალიფიკაცია: ბარტონი -
ტრავმა: ისლა, ონუოჰა, ფერი, დანი, ფორლინი - ფლამინი, დიაბი, დებიუში, არტეტა
ბოლო 6 მატჩი
+1 =0 -5 +5 =0 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +12 =12 -21 (42-58)

ვესტ ჰემი-ჩელსი 23:45
დისკვალიფიკაცია: ამალფიტანო - მატიჩი
ტრავმა: კ. კოული, კეროლი - ობი მიკელი
ბოლო 6 მატჩი
+1 =3 -2 +4 =2 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 87 თამაში: +33 =18 -36 (135-144)

სიტი-ლესტერი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ბაკაიოგო
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 67 თამაში: +28 =16 -23 (121-106)

ნიუკასლი-მანჩესტერი 23:45
დისკვალიფიკაცია: დიეგო კოშტა -
ტრავმა: დამეტი, ტიოტე, კაბელია, რ. ელიოტი, აარონსი, ს. დე იონგი, ს. ტეილორი - ვან პერსი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 137 თამაში: +34 =36 -67 (204-264)

სტოკი-ევერტონი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შოუკროსი, მუნიესა, ბოიანი, ოდემვინგი - ატსუ, ოვიედო, ჰიბერტი, პიენაარი
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +1 =3 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 113 თამაში: +29 =31 -53 (118-189)

ტოტენჰემი-სუონსი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ბარტლი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +8 =1 -2 (17-10)

ლივერპული-ბარნლი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სახო, ლუკასი, ჯოუნსი, ფლენეგანი, ხოსე ენრიკე - მარნი, ტეილორი, დამიგენი, ლონგი
ბოლო 6 მატჩი
+5 =1 -0 +0 =2 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 75 თამაში: +30 =19 -26 (121-95)

ბომბარდირები: 17 - დიეგო კოშტა (ჩელსი), სერხიო აგუერო (სიტი); 14 - ჩარლი ოსტინი (ქპრ), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 12 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 11 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი), პაპის დემბა სისე (ნიუკასლი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული