როგორი იქნება ლონდონის "ჩელსის" ახალი ფორმა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მომდევნო სეზონში ახალი ფორმა ექნება, - იტყობინება Footy Headlines-ი.

"არისტოკრატების" ახალი ძირითადი ფორმა ლურჯი ფერის იქნება და მაისურზე ახალი სპონსორის, საბურავების მწარმოებელი კომპანია Yоkohama-ს ლოგოტიპი და წარწერა დაამშვენებს.

საგარეო ფორმის ფერი თეთრი იქნება, ხოლო სარეზერვოსი - შავი.

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ "ჩელსის" სასპონსორო კონტრაქტი Yоkohama-სთან ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში სიდიდით მეორეა. ლონდონელები სპონსორისგან 55 მილიონ ევროს მიიღებენ.

რეკორდული სასპონსორო თანხა "მანჩესტერ იუნაიტედს" აქვს მიღებული. "წითელ ეშმაკებს" Chevrolet წელიწადში 72 მილიონ ევრო უხდის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული