ედინ ჯეკო „ვოლფსბურგიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა. გარიგება შედგა, პრემიერლიგის კლუბმა 27 მილიონი ფუნტი გადაიხადა. 24 წლის ბოსნიელმა ისტლენდელებთან ოთხწელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ათნომრიანი მაისურა მიიღო - ამ ნომრით ადრე რობინიო გამოდიოდა. ჯეკომ „სიტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაწერა:
„ჩემი აქ გადმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები გასული ზაფხულიდან მიმდინარეობდა, მაგრამ „ვოლფსბურგს“ ჩემი გაყიდვა დღევანდლამდე არ სურდა. პრესაში ამ საკითხზე რას არ წერდნენ, მე კი მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ საბოლოოდ „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი უნდა გავმხდარიყავი. ასეთ დროს თუ პრესას აჰყევი შეიძლება ძალიან დაიბნე და შენი
მანჩესტერელი ფეხბურთელებიდან მხოლოდ ბოატენგსა და კომპანის შევხვედრივარ მოედანზე როგორც მეტოქე. იმედი მაქვს, რომ ეს ფეხბურთელები ოსტატობის დახვეწაში დამეხმარებიან და ისტლენდელ მაყურებელს ვაჩვენებ რატომ მიხდის მათი საყვარელი კლუბი ხელფასს.“
ედინ ჯეკო სარაევოშია დაბადებული. სიმაღლით ის 192 სანტიმეტრია, წონით - 80 კილოგრამი. კარიერა 2003 წელს სარაევოს „ჟელეზნიჩარში“ ცენტრალურ ნახევარმცველად დაიწყო. ტანმაღალ ახალგაზრდას უტექნიკოდ მიიჩნევდნენ და მისგან ბევრს არაფერს ელოდნენ. ერთადერთი კაცი, ვისაც ჯეკოს შესაძლებლობებისა სწამდა ჩეხი მწვრთნელი ირჟი პლიშეკი გახლდათ და როდესაც ის სარაევოდან მშობლიურ ჩეხეთში დაბრუნდა „ტეპლიცეს“ პატრონებს დიდი აგიტაცია გაუწია აწოწილ ფეხბურთელში 25 ათასი ევრო რომ გადაეხადათ. გარიგება შედგა, სარაევოში სიხარულით ცას ეწიენ, ჩეხები გავაბრიყვეთო.
თუმცა, თავიდან „ტეპლიცეც“ ვერ გაერკვა ახალგაზრდა მოთამაშის ნიჭსა და უნარში და ის მეორე დივიზიონის კლუბ „უშტი ნად ლაბემში“ გააქირავა სადაც ჯეკო თავდამსხმელად გადაიყვანეს და მანაც 15 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. იმავე წლის მეორე ნახევარში ბოსნიელი „ტეპლიცეში“ დაბრუნდა და გოლის გოლზე გატას შეუდგა. 2006-07 წლების სეზონში ედინ ჯეკო უკვე ჩეხური „გამბრინუს ლიგის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა - 30 შეხვედრაში 13 გოლი შეაგდო. სწორედ „ტეპლიცეში“ ნაჩვენები ფეხბურთით მოხიბლა ახალგაზრდა ფორვარდმა „ვოლფსბურგის“ თავკაცი ფელიქს მაგათი. მაგათმა ჯეკოში 4 მილიონი ევრო გადაიხადა.
ბუნდესლიგაში ბოსნიელის დებიუტი ეფექტური გამოდგა: 11 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასიც გადააწოდა. საბოლოოდ, იმ სეზონში, 17 თამაშში მან 8 შეაგდო და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. მას მერე დაიწყო და დაიწყო - სტატისტიკით აღარ გადაგღლით და გეტყვით, რომ ჯეკო 2009 წლის „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორისაც კი მოხვდა. ამიერიდან ის „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელია. მის სუსტ თვისებებად დაცვაში თამაშსა და ფეთქებად ბუნებას მიიჩნევენ.
.