ჟოზე მოურინიო: გუნდი, რომელიც კუთხურიდან ორჯერ უშვებს, გამარჯვებას არ იმსახურებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პსჟ-სთან (1:1, 2:2 დ.დ) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ვცდილობ, პრაგმატული ვიყო. როცა მეტოქე შენზე უკეთესია, მაშინ პირველ რიგში უნდა აღიარო ეს. "ჩელსიმ" მოგება არ დაიმსახურა, მაგრამ ამ წარუმატებლობას უნდა ვუპასუხოთ.

გუნდს აქვს ამოცანა - მოვიგოთ პრემიერლიგა და ფეხბურთელებს ამის შესახებ უკვე ვუთხარი. ახლა ტირილისა და სიცილის დრო არ არის. სიტუაცია უნდა გავაანალიზოთ. თუ ჩემპიონატსა და ლიგის თასს მოვიგებთ, მაშინ ეს ფანტასტიკური სეზონი იქნება.

იბრაჰიმოვიჩის გაძევებაზე სათქმელი არაფერი
მაქვს. შორს ვიდექი და ვერაფერი დავინახე, მაგრამ ზლატანი არ მოიტყუებოდა, მას მატჩის შემდეგ ველაპარაკე და ის იმედგაცრუებულია. იმედი მაქვს, იბრაჰიმოვიჩს მეოთხედფინალში თამაშის ნებას დართავენ.

არბიტრს დიეგო კოშტას ჯარიმაზე პენალტი უნდა დაენიშნა. როგორც ჩანს, უეფა დამატებით არბიტრებზე ფულს უბრალოდ ჰაერში ყრის, ისინი არაფერს აკეთებენ. დაარტყა თუ არა იდაყვი მეტოქეს დავიდ ლუისმა? არ დამინახავს, მაგრამ ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ეს ფაქტი რომ ყოფილიყო, არ მგონია, უეფას ის საუკეთესოდ ეღიარებინა.

ვფიქრობ, პსჟ-მა დაიმსახურა შემდეგ ეტაპზე გასვლა. გუნდი კი, რომელიც კუთხურიდან ორჯერ უშვებს გოლს, გამარჯვებას ნამდვილად არ იმსახურებს.

ვგრძნობთ თუ არა თავს განადგურებულად? ციხეში ხომ არ ჩამსვეს. სიტყვები არ მაქვს, რომ ჩემი გრძნობები აღვწერო. უბრალოდ, მინდა, რომ მომდევნო მატჩი მალე დადგეს”, - თქვა მოურინიომ.

მომზადებულია Sky Sports-ისა და chelseafc-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩელსი-პსჟ 1:1 (2:2 დ.დ.) - მოურინიო დაცვამ დაღუპა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაცი რომ იკერას ხელს შეახებს და მის მაგივრად ვიღაც დიეგო ლოპეზს გამოიყვანს ის რისი ღირსიც არის იმას მიიღებს.
REAL MADRID
03:13 13-03-2015
0
გაგიკეთეს მაუ დიდი ნემსი? :D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული