დევიდ და ვიქტორია ბექჰეები მეოთხე შვილს ელოდებიან - ვიქტორია იმედოვნებს, რომ ამჯერად მაინც გაჩნდება გოგო. „პოშ სპაისის“ ფეხმძიმობის შესახებ ოჯახმა ოფიციალურად ამ დღეებში გამოაცხადა. ბავშვი ზაფხულზე დაიბადება. შეგახსენებთ, რომ 36 წლის ვიქტორია და 35 წლის დევიდი სამი ვაჟის, 11 წლის ბრუკლინის, 8 წლის რომეოს და 5 წლის კრუზის მშობლები არიან.
ინგლისური ტაბლოიდები წერენ, რომ ორიოდ კვირის წინ, როდესაც დევიდ ბექჰემი სამაუწყებლო კომპანია BBC-მ წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა, „სფაის გელზის“ ყოფილ მომღერალს მუცელი ოდნავაც არ ეტყობოდა. მიზეზი, როგორც ჩანს ის იყო,
„მინდა ყველას დიდებული ამბავი გამცნოთ: ვიქტორია და მე ამ ზაფხულს მეოთხე ბავშვს ველოდებით. ბიჭები აღტაცებით ელოდებიან დის ან ძმის დაბადებას“.
ტაბლოიდებისთვის ჯერ არ არის ცნობილი სად დადის გინეკოლოგთან ვიქტორია. შეგახსენებთ, რომ ბექჰემების ოჯახი აშშ-ში ცხოვრობს, სადაც კანონი ნაყოფის სქესის დასადგენად ექოსკოპირებას არ კრძალავს. ამჯერად პოში ინგლისშია და მშობლების ჯეკისა და ტონის სახლში რჩება - მათაც ამ დღეებში ახარა ფეხმძიმობის ამბავი. ამავე დღეებში მშობლებთან რჩებოდა ვიქტორიას და ლუსი ადამსიც, რომელმაც ხუთი თვის წინ მეოთხე ბავშვი გააჩინა.
მავანმა თვითმხილველმა ტაბლოიდებს უამბო, რომ ვიქტორია მშობლებთან გაბრწყინებული მივიდა, ახალი ამბავი შეატყობინა და მერე მთელი ოჯახი მოძალებული ემოციისგან ხან ტიროდა და ხან იცინოდა. დედამ, ჯეკი ადამსმა თქვა:
„თავს საუცხოოდ ვგრძნობთ. ჩვენ ისევე, როგორც დევიდი ვიქტორიას ფეხმძიმობის ამბავმა აღგვაფრთოვანა“.
ტაბლოიდები წერენ, რომ ვიქტორიამ სამივე შვილი საკეისრო კვეთით გააჩინა და, რასაკვირველია, მეოთხესაც ამ მეთოდით შობს, რადგან ამდენი ოპერაციის შემდეგ ბავშვის ბუნებრივი გზით გაჩენა შესაძლოა სახიფათო იყოს. ამასთან, როგორც მისი აგენტი ამბობს, ის ჯერ მუშაობას არ შეწყვეტს და უახლოეს მომავალში, აშშ-ში მის მიერ შექმნილი მოდელების ჩვენება გაიმართება.
ბექჰემების მეგობარმა თქვა: „მთელი ოჯახი საოცრად აღელვებული და აღტაცებულია. ისინი დროებით ინგლისში აპირებენ დარჩენას, შემდეგ კი ამერიკაში დაბრუნდებიან, სადაც ვიქტორია იმშობიარებს“.