პრემიერლიგა. XXIX ტური: ვან გაალმა "დეზები" მოთოკა [VIDEO]

AutoSharing Option
* რაშაიან ჰეპბერნ-მერფის (ასტონ ვილა) პრემიერლიგაში დებიუტი 16 წლისა და 176 დღის ასაკში ჰქონდა.

* ფრენკ ლემპარდმა პრემიერლიგაში მე-600 მატჩი ითამაშა.

* არსენ ვენგერმა პრემიერლიგაში 1400 ქულა დააგროვა. მანამდე ეს მხოლოდ სერ ალექს ფერგიუსონმა მოახერხა.

ტურის მთავარი მოულოდნელობა "სიტის" მარცხია. მანუელ პელეგრინის გუნდმა ძალიან უფერული შეხვედრა ჩაატარა და აუტსაიდერ "ბარნლისთან" წააგო. "ტარფ მურის" ბინადრებმა დამსახურებულად იმარჯვეს ჯორჯ ბოიდის მშვენიერი გოლით.

შოტლანდიელმა უზუსტესი ეფექტური დარტყმა შემოგვთავაზა მას მერე, რაც ვენსან კომპანიმ ბურთი ცუდად მოიგერია. მატჩის დაწყებამდე კომპანი "საჩვენებლად" გადაეხვია ფერნანდინიოს და
მერე "ქალაქელთა" ყველა ფეხბურთელს, რათა ხაზი გაესვა, რომ შიდა კონფლიქტი მოგვარებულია, მაგრამ მანჩესტერელებისგან გუნდური თამაში ნაკლებად ვიხილეთ.

"ბარნლი" ასე გულიანად, თამამად და კარგად, ლიდერების გარდა, სხვებთანაც რომ თამაშობდეს, ახლა დარჩენა-არდარჩენის პრობლემა არ ექნებოდა. ამ გუნდმა "სიტი" 1974 წლის მერე პირველად დაამარცხა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მხოლოდ პლუს ერთი
"სიტიმ" "ჩელსის" კარგი შანსი მისცა, რომ სხვაობა კიდევ უფრო გაზრდილიყო, რომლითაც ლონდონელებმა ბოლომდე ვერ ისარგებლეს, მაგრამ არც 6 ქულაა ცოტა; პლუს, "ლურჯებს" ერთი მატჩი თადარიგში აქვთ.

"პარი სენ-ჟერმენთან" ფიასკოთი გულგატეხილმა "ჩელსიმ" საკუთარ "სტემფორდ ბრიჯზე" ვერც "საუთჰემპტონს" აჯობა და ფანები გააწბილა. დიეგო კოშტამ კი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში კვლავაც ერთპიროვნულად გალიდერდა, მაგრამ დედაქალაქელებს მისი გოლი არ ეყოთ. ფრეიზერ ფორსტერმა რამდენიმე საუცხოო "სეივი" შემოგვთავაზა და პლუს, ბრანისლავ ივანოვიჩი დარწმუნებულია, რომ პენალტი არ დაუნიშნეს. ასეა თუ ისე, "წმინდანებმა" ლიდერს ქულა მოპარეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩემპიონს ეწევიან
ისე, თუ "სიტის" საჩემპიონო შანსებს განვიხილავთ, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ პირველი ადგილისთვის ბრძოლაში "არსენალი" და "მანჩესტერიც" დაბრუნდნენ. პირველი "ქალაქელებს" ერთი ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორე - ორით.

"არსენალმა" ლონდონის დერბი მოიგო "ვესტ ჰემთან". ბოლო 8 მატჩში არსენ ვენგერის გუნდს 7 მოგება აქვს. აი, "ვესტ ჰემს" კი უკანასკნელ 12 შეხვედრაში ერთადერთ მოგებას თუ "დავუთვლით". სემ ალარდაისი მეთერთმეტედ შეება "არსენალს" და ჯერ არ უმარჯვია.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

"მანჩესტერ იუნაიტედმა" კი დამაჯერებლად გადაურბინა "ტოტენჰემს". "დეზებმა" კარში პირველად 89-ე წუთზე დაარტყეს და ეს მათი ერთ-ერთი ყველაზე უსახური მატჩი იყო. თუმცა თავი აღარც "წითელ ეშაკებს" მოუკლავთ, მათ პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი, მეტოქეს ზუსტად სამჯერ დაურტყეს და სამივე გაუტანეს.

უეინ რუნის "ოლდ ტრაფორდზე" ბოლო 14 შეხვედრაში ამდენივე გოლი აქვს გატანილი, "ტოტენჰემის" წინააღმდეგ კი უკანასკნელ 9 შეხვედრაში 8 ბურთით იწონებს თავს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დღეს კი "ლიბერთი სთედიუმზე" ძალიან საინტერესო დუელია "სუონსისა" და "ლივერპულს" შორის... თუ ბრენდან როჯერსი ყოფილ გუნდს მოუგებს, მერსისაიდელები "არსენალისა" და "მანჩესტერის" დევნას გააგრძელებენ.

ასტონ ვილამ ფეხები დააბაკუნა
ტიმ შერვუდმა "ასტონ ვილა" გამოაცოცხლა. "ვესტ ბრომვიჩთან" ჩემპიონატში და თასზე მოგებული დერბების მერე ბირმინგემელებმა უშუალო კონკურენტ "სანდერლენდს" აჯობეს, თანაც, პირველივე ტაიმში "დაშოკეს" "შავი კატები".

ორ-ორი გოლი გაიტანეს კრისტიან ბენტეკემ და გაბრიელ აგბონლაჰორმა, ხოლო ლეანდრო ბაკუნამ ორი საგოლე პასი შემოგვთავაზა. გუსტავო პოიეტზე ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა, "სანდერლენდი" სახიფათოდ ახლოს არის გასავარდნ ზონასთან.

"ვილას" რაშენ ჰეპბერნ-მერფი პრემიერლიგის მეოთხე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა. 16 წლისა და 176 დღის მოთამაშემ ბენტეკე შეცვალა. ამ მხრივ მასზე წინ "ვესტ ბრომვიჩის" რიგებში 16 წლისა და 117 დღის ასაკში მინდორზე გასული ისაია ბრაუნი, "ლიდსის" შემადგენლობაში მინდორზე შესული აარონ ლენონი (16 წლის და 129 დღის) და რეკორდსმენი მეტიუ ბიგსი არიან, რომელიც 2007 წელს "ფულემის" მაისურით მინდორზე 16 წლისა და 65 დღის გავიდა. ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი კი ჯეიმს ვონია, რომელმაც "ევერტონის" მაისურით 16 წლისა და 271 დღისამ გაიტანა გოლი.

აუტსაიდერთა სხვა ამბებიდან აღვნიშნოთ, რომ "ლესტერმა" ისევ ვერ მოიგო და უშნო მატჩში უგოლოდ გაეყარა "ჰალს". "მელიებს" იმანაც ვერ უშველა, რომ "ვეფხვებმა" მატჩის ბოლო მონაკვეთი კაცნაკლულებმა ჩაატარეს. "ქუინზ პარკი" კი უშანსოდ დამარცხდა "კრისტალ პალასთან", მაგრამ მეტიუ ფილიპსმა ისეთი გოლი გაიტანა, სეზონის საუკეთესოობაზე ექნება პრეტენზია.

ქპრ-ს გასვლაზე 42 შესაძლებელი ქულიდან 3 აქვს აღებული. "არწივებმა" კი 10 იანვრის მერე პირველი საშინაო გამარჯვება მოიპოვეს.

ალბათ, საბოლოოდ მოწყდა ბოლო სამეულს "ვესტ ბრომვიჩიც". ტონი პულისმა კარგ ფორმაში მყოფ "სტოკთან" აიღო 3 ქულა იდეიე ბრაუნის მორიგი გოლის წყალობით.

აი, რობერტო მარტნესის "ევერტონი" კი უკანასკნელ სამეულს საგრძნობლად უსწრებს, რადგან დამაჯერებლად აჯობა "ნიუკასლს". რომელუ ლუკაკუ გოლს პლუს პასით გამოირჩა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXIX ტური
14 მარტი
კრ. პალასი-ქპრ 3:1
გოლები: 1:0 ზაჰა (21), 2:0 მაკარტური (40), 3:0 უარდი (42), 3:1 ფილიპსი (83)
კრ. პალასი (4-3-3): სპერონი - უარდი, დანი, დელანი, კელი - პანჩონი (56. გეილი), ლედლი, მაკარტური - ზაჰა (57. მარიაპა), მარეი (80. იაია სანოგო), ბოლაზი
ქპრ (4-4-1-1): გრინი - ფარლონგი (46. ჰილი), კოლკერი, ონუოჰა, იუნი - რაიტ-ფილიპსი (85. გრეგო კოქსი), ჰენრი, სანდრო (85. კრანჩარი), ფილიპსი - ტაარაბტი - ოსტინი
გაფრთხილება: მარეი - ჰენრი, სანდრო, ონუოჰა
კუთხური: 8-3 ჯარიმა: 17-16 თამაშგარე: 5-0 კარში დარტყმა: 15(4)-11(4) ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 24 886

არსენალი-ვესტ ჰემი 3:0
გოლი: 1:0 ჟირუ (45+1), 2:0 რემზი (81), 3:0 ფლამინი (84)
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ჩემბერსი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - რემზი, კოკლენი - უოლკოტი (72. კსორლა), იოზილი (83. ფლამინი), სანჩესი (65. უელბეკი) - ჟირუ
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ობრაიენი, კოლინსი, კუიატე, კრისუელი - ნოუბლი (82. ნენე), სონგი - ჯერვისი (75. ამალფიტანო), ნოლანი, დაუნინგი - სახო
არბიტრი: ენტონი ტეილორი
გაფრთხილება: სანჩესი - სახო
კუთხური: 7-5 ჯარიმა: 10-9 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 19(9)-7(1) ბურთის ფლობა: 68%-42%
მაყურებელი: 60 002

ლესტერი-ჰალი 0:0
ლესტერი (4-1-4-1): შვარცერი -დე ლაეტი (76. ლოურენსი), მორგანი (84. ნიუჯენტი), აპსონი, შლუპი - ჰუთი - მაჰრეზი, კამბიასო, ჯეიმსი, ვარდი - კრამარიჩი (61. ულოა)
ჰალი (3-5-2): მაკგრეგორი - დოუსონი, ბრიუსი, მაკშეინი - ელმოჰამადი, ლივერმორი, ჰადლსტოუნი, რამირესი (85. ერნანდესი), რობერტსონი (79. მეილერი) - იელავიჩი (78. ქუინი), ნდოი
გაფრთხილება: - ჰადლსტოუნი, რობერტსონი, დოუსონი, ბრიუსი, ჰადლსტოუნი, ნდოი
გაძევება: ჰადლსტოუნი (72)
კუთხური: 7-5 ჯარიმა: 10-15 თამაშგარე: 0-0 კარში დარტყმა: 15(3)-12(5) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 31 456

სანდერლენდი-ასტონ ვილა 0:4
გოლები: 0:1 ბენტეკე (16), 0:2 აგბონლაჰორი (18), 0:3 აგბონლაჰორი (37), 0:4 ბენტეკე (44)
სანდერლენდი (4-1-4-1): პანტილიმონი - რევეიერი, ოში, ბრაუნი, ვან აანჰოლტი - ბრიდკატი - ალვარესი (46. ვიქჰემი), ლარსონი, როდუელი, ფლეტჩერი (83. გრემი) - დეფო
ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - ბაკუნა, ოკორე, კლარკი (64. სანჩესი), ლოუტონი - ნზოგბია (79. ვაიმანი), დელფი, კლევერლი, სინკლერი - აგბონლაჰორი, ბენტეკე (83. ჰეპბერნ-მერფი)
გაფრთხილება: ბრიდკატი - ბაკუნა
კუთხური: 2-5 ჯარიმა: 10-9 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 12(2)-14(8) ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 45 746

ვესტ ბრომვიჩი-სტოკი 1:0
გოლი: 1:0 იდეიე ბრაუნი (19)
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი (56. მაიჰილი) - დოუსონი, მაკკოლი, ლესკოტი, ბრანტი - სესენიონი, ფლეტჩერი, გარდნერი, მორისონი - ბერაჰინო (90+5. ბერდი), იდეიე ბრაუნი (90. ოლსონი)
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ბერდსლი, შოუკროსი, უილსონი, პიტერსი (46. კამერონი) - ნზონზი, უელანი - უოლტერსი (68. დიუფი), ადამი, მოზესი (58. არნაუტოვიჩი) - კრაუჩი
გაფრთხილება: მაიჰილი - უილსონი, დიუფი
კუთხური: 7-5 ჯარიმა: 7-16 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 14(5)-9(2) ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 24 323

ბარნლი-სიტი 1:0
გოლი: 1:0 ბოიდი (61)
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ტრიპიერი, დაფი, შეკელი, მი - ბოიდი, არფილდი, ჯოუნსი, ბარნსი - ვოუკსი (87. უარდი), ინგსი (90+3. რიდი)
სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კლიში - ნავასი, იაია ტურე (81. ლამპარდი), ფერნანდინიო, სილვა (74. იოვეტიჩი) - ჯეკო (63. ბონი), აგუერო
გაფრთხილება: მი, დაფი - დემიკელისი
კუთხური: 2-6 ჯარიმა: 6-9 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 10(4)-21(5) ბურთის ფლობა: 30%-70%
მაყურებელი: 21 216

15 მარტი
ჩელსი-საუთჰემპტონი 1:1
გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (11), 1:1 ტადიჩი (19-პენ.)
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - ფაბრეგასი, მატიჩი (53. რამირესი) - ვილიანი (83. კუადრადო), ოსკარი (82. რემი), აზარი - დიეგო კოშტა
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი - კლაინი, ფონტე, ალდერვეირელდი, ბერტრანი - ვანიამა, შნედერლენი - მანე, დევისი (71. უორდ-პრაუსი), ტადიჩი (71. ჯურიჩიჩი) - ლონგი (83. პელე)
გაფრთხილება: მატიჩი, ივანოვიჩი, კეჰილი - მანე, ვანიამა, ჯურიჩიჩი
კუთხური: 9-2 ჯარიმა: 10-11 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 22(7)-12(5) ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 41 624

ევერტონი-ნიუკასლი 3:0
გოლები: 1:0 მაკარტი (20), 2:0 ლუკაკუ (56), 3:0 ბარკლი (90+3)
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - კოულმენი, ალკარასი, ჯაგიელკა, ბარნსი - ლენონი (85. ატსუ), მაკარტი (86. ბეშიჩი), გიბსონი, ოსმანი - ლუკაკუ (74. ბარკლი), კონე
ნიუკასლი (4-3-3): კრული - იანმაატი, უილიამსონი, კოლოჩინი, ტეილორი - სისოკო, კოლბეკი - ობერტანი (46. ა. პერესი), გუფრანი, ამეობი (58. კაბელია) - რივიერი (62. გუტიერესი)
გაფრთხილება: ლენონი - ტეილორი, სისოკო
გაძევება: კოლოჩინი (59)
კუთხური: 3-4 ჯარიმა: 10-9 თამაშგარე: 0-0 კარში დარტყმა: 15(9)-12(4) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 38 806

მანჩესტერი-ტოტენჰემი 3:0
გოლები: 1:0 ფელაინი (9), 2:0 კერიკი (19), 3:0 რუნი (34)
მანჩესტერი (4-1-4-1): დე ხეა - ვალენსია, ჯოუნსი, სმოლინგი, ბლინდი - კერიკი (87. რაფაელი) - მატა (77. პერეირა), ერერა, ფელაინი (83. ფალკაო), იანგი - რუნი
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, დაიერი, ვერტონგენი, როუზი - ბენთალები, მეისონი (64. ლამელა) - თაუნსენდი (31. დემბელე), ერიკსენი, შადლი (79. ადებაიორი) - კეინი
გაფრთხილება: მატა - როუზი
კუთხური: 4-2 ჯარიმა: 12-10 თამაშგარე: 5-4 კარში დარტყმა: 11(3)-5(1) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 75 112

16 მარტი
სუონსი-ლივერპული 00:00

ბომბარდირები: 18 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 17 - სერხიო აგუერო (სიტი); 16 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 15 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 13 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 12 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი)

მომდევნო ტური
21 მარტი:
სიტი-ვესტ ბრომვიჩი, ასტონ ვილა-სუონსი, ნიუკასლი-არსენალი, საუთჰემპტონი-ბარნლი, სტოკი-კრ. პალასი, ტოტენჰემი-ლესტერი, ვესტ ჰემი-სანდერლენდი

22 მარტი:
ლივერპული-მანჩესტერი, ჰალი-ჩელსი, ქპრ-ევერტონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული