დიკ ადვოკაატმა სექსსკანდალში გახვეული ადამ ჯონსონი გუნდში დააბრუნა

AutoSharing Option
"სანდერლენდის" ახალი მწვრთნელი დიკ ადვოკაატი კვირაში დაახლოებით 25 ათას გირვანქას გამოიმუშავებს - ასეთი ინფორმაცია ვრცელდება ბრიტანულ პრესაში.

67 წლის ჰოლანდიელი დამატებით 500 ათასს მიიღებს ბონუსის სახით, თუ "შავი კატები" პრემიერლიგაში ადგილს შეინარჩუნებენ.

გარდა ამისა, იწერებიან, რომ "სანდერლენდის" სამიზნე სტივ მაკლარენია, რომელიც ახლა "დერბიში" მუშაობს და ახლოს არის იმასთან, რომ "ცხვრები" პრემიერლიგაში დააბრუნოს.

ადვოკაატი უფრო სეზონის ბოლომდეა მიყვანილი, ხოლო მერე "სანდერლენდი", ალბათ, მაკლარენს დაპატიჟებს.

სათქმელია ისიც, რომ ადვოკაატმა ადამ ჯონსონის სიტუაცია განიხილა და იგი გუნდში დააბრუნა. სექსსკანდალში გახვეული ჯონსონი ამჟამად თავდებით
არის გამოშვებული.

გუსტავო პოიეტი კი, ბოლოდროინდელი ცუდი შედეგების გარდა, იმიტომაც წასულა, რომ პირადად სპორტულ დირექტორთან, ლი კონგერტონთან მოსვლია კონფლიქტი. კონგერტონს კი რჩევა სერ ალექს ფერგიუსონისთვის, კარლო ანჩელოტისა და "ჩელსის" ყოფილი დირექტორის, მერე "ვოლფსბურგში" წასული ფრენკ არნესენისთვის უკითხავს. ადვოკაატი მას სწორედ ამ უკანასკნელმა ურჩია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული