ინგლისი. პრემიერლიგა. XXX ტურის წინ: სუპერმატჩი "ენფილდზე"

AutoSharing Option
ბრენდან როჯერსმა ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარა, თავისი გუნდი ეკლიან გზაზე გაატარა და წყლიდანაც ამოიყვანა, უელსშიც იყო, და თავის ყოფილ გუნდსაც აჯობა, იქამდე კი მეორეადგილოსან "სიტისაც" მოუგო და უშუალო კონკურენტ "ტოტენჰემსაც", მაგრამ ეს ყველაფერი თითქმის წყალში გადაიყრება თუ "ლივერპული" საძულველ "მანჩესტერ იუნაიტედთან" საკუთარ "ენფილდზე" წააგებს.

მოიგებს და ორმაგად გაიხარებს, "წითელ ეშმაკებს" დაამარცხებს და თან ოთხეულში შევა, რადგან კლუბებს შორის სხვაობა 2 ქულაა.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ შემდეგ ტურში "ლივერპულს" ასევე უშუალო კონკურენტთან "არსენალთან" ელოდება სტუმრობა, მაგრამ იქამდე სანაკრებო პაუზა
იქნება.

თუ როჯერსის ბიჭები მოიგებენ შესაძლოა, ისეთი მუხტი მიიღონ, რომ სეზონის ბოლომდე გაჰყვეთ. თავად ჩრდილოირლანდიელი სპეციალისტი ირწმუნება, უბრალოდ ოთხეულისთვის კი არა, მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთო (რაშიც მეორე ადგილს გულისხმობს). "ლივერპულს" ბოლო 13 ტურიდან 11-ში გამარჯვება აქვს მოპოვებული და 3 ფრე ნათამაშები.

კრიტიკის მიუხედავად, შთამბეჭდავია "მანჩესტერის" სტატისტიკაც - უკანასკნელ 19 პრემიერლიგურ შეხვედრაში 13 გამარჯვება, 4 ფრე და ოდენ 2 წაგება. ლუი ვან გაალი სულ ცოტა, ქულის აღებას შეეცდება, მაგრამ ჰოლანდიელს ფანების გულის მოსაგებად და პოზიციების განსამტკიცებლად არაფერი წაადგებოდა ისე, როგორც "ლივერპულთან" გამარჯვება. ასე რომ, ძალიან საინტერესოა, როგორი ტაქტიკით და გეგმით ითამაშებს ჰოლანდიელი.

"მანჩესტერს" "ლივერპულის" მერე, გამოცოცხლებულ "ასტონ ვილასთან" ელოდება პაექრობა, რასაც "სიტისთან" დერბი და "ჩელსისთან" დუელი მოჰყვება. "იუნაიტედისთვის" ბევრი რამ სწორედ ამ უახლოეს მონაკვეთში წყდება. უშუალოდ პრემიერლიგაში "ენფილდზე" ბოლო 6 სტუმრობიდან 4 "მანჩესტეერს" წაგებული აქვს (1 მოგებ, 1 ფრე).

ტურს "მანჩესტერ სიტი" გახსნის, რომელიც საკუთარ "ეტიჰადზე" "ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" მასპინძლობს. "ქალაქელები" ჩემპიონთა ლიგაზე პრემიერლიგის უკანასკნელი მოჰიკანის სტატუსით იყვნენ შემორჩენილნი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ და დროა, სრულად საშინაო არენაზე გადაერთონ, სადაც საქმე ბოლო დროს ასევე ვერ მიდის იდეალურად და ასე მოთამაშე "სიტის" ტონი პულისის ტაქტიკური ხლართების ძლევა ძალიან გაუჭირდება.

მანუელ პელეგრინი კი გვარწმუნებს ყველაფერი რიგზეაო, მაგრამ ფაქტია, რომ ჩილელს ამჯამად სხვადასხვა სახის პრობლემები აქვს და პრესაშიც გრძელდება იმაზე საუბარი, რომ ეს მისთვის უკანასკნელი სეზონია "ეტიჰადზე".

"არსენალი" "მონაკოსთან" "ლუი მეორეზე" კარგი იყო, და ცოტა არ გაუმართლა, თორემ შემდეგ ეტაპზე გავიდოდა. სწორედ მონეგასკებთან ჩაგდებულ საშინაო თამაშს თუ არ ჩავთვლით, "მეთოფეები" მართლაც კარგად გამოიყურებიან.

პრემიერლიგაში ჩატარებული ბოლო 14 თამაშიდან "არსენალმა" 11 მოიგო, 1 ფრედ დაამთავრა და მხოლოდ 2 დათმო. ლონდონელები "ნიუკასლს" სტუმრობენ და, სათქმელია ისიც, რომ მათ "კაჭკაჭები" ზედიზედ 6-ჯერ ჰყავთ დამარცხებული. უშუალოდ "სენტ ჯეიმს პარკზე" კი "ნიუკასლს" 10 წელია, არ დაუმარცხებია "არსენალი". ბოლო 3 საშინაო თამაშში ჯორდებს გოლიც კი არ გაუტანიათ მეტოქისთვის.

როდესაც "პარი სენ-ჟერმენთან" გამოვარდნის მერე, ჟოზე მოურინიოს ჩემპიონთა ლიგაზე კითხვა დაუსვეს, მან ტრადიციული ცინიზმი ჩართო საქმეში - მე რაღა შუაში ვარ, ჩემპიონთა ლიგაზე მანუელ პელეგრინის და არსენ ვენგერს ელაპარაკეთო.

პორტუგალიელმა კარგად იცოდა, რომ ხსენებული სპეციალისტების გუნდებს შემდეგ ეტაპზე გასვლის მიზერული შანსი ჰქონდათ და ახლა, როდესაც მათაც ფიასკო განიცადეს და კონცენტრაციას პრემიერლიგაზე გადმოიტანენ, "ჩელსის" წაბორძიკებისა და ამ მხრივ საქმის გართულების არც სურვილი აქვს და არც უფლება. ლონდონელები "ჰალს" სტუმრობენ.

პრემიერლიგა. XXX ტური
შაბათი. 21 მარტი
სიტი-ვესტ ბრომვიჩი 16:45
დისკვალიფიკაცია: - ბრანტი, იაკობი
ტრავმა: - ფოსტერი, მაკმანამანი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 115 თამაში: +49 =21 -45 (197-189)

ასტონ ვილა-სუონსი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვლაარი, რიჩარდსონი, სისოხო, ბეიკერი, სენდეროსი, კოზაკი - ბარტლი
ბოლო 6 მატჩი
+2 =0 -4 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +3 =3 -5 (13-14)

ნიუკასლი-არსენალი 19:00
დისკვალიფიკაცია: კოლოჩინი, სისე -
ტრავმა: ჰაიდარა, დამეტი, ტიოტე, აარონსი, დე იონგი, ტეილორი - დიაბი, უილშირი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, არტეტა, დებიუში
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +5 =0 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 151 თამაში: +58 =34 -59 (205-214)

საუთჰემპტონი-ბარნლი19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გალაჰერი, ჯეი როდრიგესი, მაიუკა - მარნი, დამიგენი, ლონგი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +4 =4 -5 (20-20)

სტოკი-კრ. პალასი 19:00
დისკვალიფიკაცია: - იედინაკი
ტრავმა: ვოლშაიდი, მუნიესა, ოდემვინგი, ბოიანი - მატჩი, ტომასი, უილიამსი, კემპბელი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +6 =3 -6 (18-18)

ტოტენჰემი-ლესტერი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ჰამონდი, ბაკაიოგო
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +0 =2 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 75 თამაში: +35 =13 -27 (142-130)

ვესტ ჰემი-სანდერლენდი 21:30
დისკვალიფიკაცია: - კატერმოლი
ტრავმა: ტომკინსი, ე. ვალენსია, კ. კოული, კეროლი - ბაკლი, ჯაკერინი
ბოლო 6 მატჩი
+0 =3 -3 +0 =3 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 65 თამაში: +22 =19 -24 (92-96)

კვირა. 22 მარტი
ლივერპული-მანჩესტერი 17:30
დისკვალიფიკაცია: - ევანსი
ტრავმა: ბალოტელი, ხოსე ენრიკე, ლუკასი, ფლენეგანი, აიბი - როხო, იანგი, ვან პერსი
ბოლო 6 მატჩი
+5 =1 -0 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 159 თამაში: +53 =44 -62 (200-218)

ჰალი-ჩელსი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როსენიორი, ბრედი, სნოდგრასი - ობი მიკელი
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 +3 =3 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +0 =2 -5 (2-12)

ქპრ-ევერტონი 20:00
დისკვალიფიკაცია: - ბერი
ტრავმა: ფერი, დანი, ფორლინი - ოვიედო, ჰიბერტი
ბოლო 6 მატჩი
+1 =0 -5 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +15 =11 -19 (61-69)

ბომბარდირები:
18 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 17 - სერხიო აგუერო (სიტი); 16 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 15 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 13 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 12 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი); 11 - პაპის დემბა სისე (ნიუკასლი), ოლივიე ჟირუ (არსენალი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული