პრემიერლიგა. XXX ტური: მატამ ლივერპულს წესი აუგო [VIDEO]

AutoSharing Option
* "არსენალმა" პრემიერლიგაში ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო.

* დიკ ადვოკაატის დებიუტი პრემიერლიგაში მარცხიანი გამოდგა.

ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის მებრძოლი გუნდებიდან "საუთჰემპტონს", "ტოტენჰემს", "არსენალსა" და "სიტის" თავიანთი მატჩები უკვე მოგებული ჰქონდათ, რაც "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედზე" ზეწოლას აძლიერებდა.

ამ დუელს ინტრიგა ისედაც არ აკლია ხოლმე, მაგრამ ახლა ყველას ყურადღება "ენფილდისკენ" იყო მიმართული, თვით ფეხბურთის მეფის, პელესიც კი, რომელიც სტადიონზე იმყოფებოდა შეხვედრის სანახავად.

ლუი ვან გაალმა შემადგენლობა გამოიცნო - მან ხუან მატა ძირითადში გაამწესა, არადა, იქამდე დიდ ნდობას არ უცხადებდა ხოლმე. ასევე სასტარტოში
მოხვედრილმა ნახევარმცველებმა ანდერ ერერამ და მარუან ფელაინიმ შეტევა წამოიწყეს. ბელგიელმა ერერას უპასა, ესპანელმა კი თანამემამულე მატას გაუჭრა კარგი პასი და ამ უკანასკნელმაც ტექნიკური დარტყმით გახსნა ანგარიში.

აი, მატას მეორე გოლი კი შედევრი გახლდათ - მისკენ ბურთი შეცვლაზე შესული ანხელ დი მარიასგან წავიდა, ხოლო მატამ ლამაზი "მაკრატელათი" გაუშვა ბურთი შორეულ კუთხეში. მერსისაიდელებმა მხოლოდ ერთი საპასუხო გოლი გააძვრინეს, ფილიპე კოუტინიოს აქტიურობას, დანიელ სტარიჯმა მოაყოლა გოლი. ბოლოს კი უეინ რუნიმ პენალტი ვერ გამოიყენა, მას სიმონ მინოლემ აუღო.

თუმცა მეორე ნახევრის დებიუტში იყო ეპიზოდი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მატჩის მსვლელობაზე. ბრენდან როჯერსმა შესვენებაზე გადაწყვიტა, რომ სტივენ ჯერარდი უნდა გამოეყვანა. იგი მინდორზე 38 წამის შესული გახლდათ, როდესაც ერერას ძალიან ეუხეშა და გასახდელისკენ გაემართა. სტივი ჯი-ს ისევ "ფეხი დაუცდა". ჯერარდი ტრაგიკული და უიღბლო კაცია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ევროსარბიელზე ინგლისს წარმომადგენელი აღარ ჰყავს და პრემიერლიგის ბინადრებს ისღა დარჩენიათ, ერთმანეთში არკვიონ ურთიერთობა. "მანჩესტერ სიტიმ" ჯავრი "ვესტ ბრომვიჩზე" იყარა. "ქალაქელების" მაისურით პირველი გოლი გაიტანა უილფრიდ ბონიმ, ხოლო "სიტის" მეათასე გოლი პრემიერლიგაში ფერნანდომ მიითვალა. აღსანიშნავია, რომ "ვესტ ბრომვიჩი" ძირითადი მეკარის გარეშე თამაშობდა, ბენ ფოსტერი დაშავებულია.

"სიტის" საქმე ძალიან გაუადვილა იმან, რომ "ალბიონი" უკვე მე-2 წუთზე დარჩა 10 კაცით, მაგრამ მსაჯმა ნილ სვორბრიკმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო - მან გარეთ მაკკოლი გააძევა, არადა, ბონი კრეიგ დოუსონმა მოცელა. არბიტრმა შეცდომა აღიარა და მატჩის მერე მოიბოდიშა. "სიტის" ბურთის ფლობა 79% ჰქონდა და მეტოქის კარისკენ 43(!)-ჯერ დაარტყა 3-ის წინააღმდეგ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჰარი კეინს ინგლისის ნაკრებში გამოძახება დამატებით მოტივატორად მოევლინა და 2012 წლის დეკემბრის მერე იგი "ტოტენჰემის" პირველი ფეხბურთელი გახდა გარეთ ბეილის შემდეგ, რომელმაც პრემიერლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ჯეიმი ვარდიმ ნახევარწლიანი პაუზა შეწყვიტა და გოლი გაიტანა. მცველმა უეს მორგანმა სულაც თავისი პირველი ბურთი შეაგდო პრემიერლიგაში. თავი გამოიჩინა დევიდ ნიუჯენტმაც, მაგრამ ეს ყველაფერი ბოლოადგილოსან "ლესტერს" არ ეყო იმისთვის, რომ "უაით ჰართ ლეინიდან" ქულა მაინც წაეღო, კეინის სამმა ზუსტმა დარტყმამ და ჯეფრი შლუპის ავტოგოლმა "დეზებს" ძალიან საჭირო გამარჯვება მოუტანა. ნეგატიური მხოლოდ ის იყო, რომ უგო ლორისი დაშავდა და მაურისიო პოჩეტინო ექიმების დიაგნოზს ელოდება.

"სენტ ჯეიმს პარკზე" ტაიმები, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ორ ნაწილად იყო დაყოფილი. პირველ ნახევარში "არსენალმა" თავისი გააკეთა, ოლივიე ჟირუმ დუბლი გაიფორმა და ახლა ფრანგს ბოლო 9 მატჩში ამდენივე გოლი აქვს. აი, მეორე ნახევარი კი უფრო ჯორდებისა გახლდათ და მათ ცოტა რომ გამართლებოდათ ან დავიდ ოსპინას არ ეთამაშა კარგად, "კაჭკაჭები" ქულას მაინც აიღებდნენ. არსენ ვენგერმა ჩემპიონატში მიჯრით მე-6 მატჩი მოიგო და "სიტის" დევნას აგრძელებს.

იმარჯვა "საუთჰემპტონმაც". "ბარნლიმ" ისედაც ბევრი სიურპრიზი შემოგვთავაზა და მიუხედავად იმისა, რომ ქულები ჯერ კიდევ ძალიან სჭირდება, შონ დაიჩის ბიჭები "სენტ მერიზე" ვერაფერს გახდნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"საუთჰემპტონს" ოთხეულის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს. რონალდ კუმანს შეინ ლონგის ძირითადში დაბრუნებამ გაუმართლა.

ათეულში მყარად დამკვიდრებული "სტოკი" "კრისტალ პალასსაც" უპირებდა დამარცხებას, მაგრამ მარკ ჰიუზზე არანაკლებ ამბიციური ალან პარდიუა, რომელმაც თავის არწივებს "ბრიტანიაზე" "ქამბექი" შეასრულებინა. უილფრიდ ზაჰა კი უფრო და უფრო კარგად თამაშობს, ხოლო გლენ მარეი გოლს პლუს პასით გამოიჩა. სხვათა შორის, ამ ეტაპისთვის ამდენი ქულა "კრისტალ პალასს" 1992 წლის მერე არ ჰქონია.

თითქოს გამოფხიზლებული "ასტონ ვილა" ისევ ძველი პრობლემის წინაშე დგას - გოლების სიმწირე და წაგების სიმწარე. ბირმინგემელებს ტიმ შერვუდის მუხტი და ეფექტი დიდი ხანი არ გაჰყვათ და ისინი "სუონსისთან" დამარცხდნენ. ბაფეტიმბი გომისს ხშირად ნამდვილად არ გააქვს, მაგრამ ამჯერად გამარჯვებისა შეაგდო, თანაც, მატჩის მიწურულს და მე-8 ადგილზე ააფარფატა "თეთრი გედები". "ვილა" კი გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს და ფრთხილად უნდა იყოს, რადგან გუნდს ძალიან მძიმე კალენდარი აქვს.

რაც "ვილაზე" ვთქვით, იგივე შეგვიძლია გავიმეოროთ "სანდერლენდზე", რომელიც ასევე თამაშის ბოლოსკენ გაშვებული გოლის გამო დამარცხდა "ვესტ ჰემთან". "ჩაქუჩებს" ცუდი პერიოდი ჰქონდათ და ფერზე მოსასვლელად მოგება სჭირდებოდათ, რაც დიაფრა სახომ აასრულა. "სანდერლენდმა" კი მიმდინარე სეზონში მე-15 მატჩი ჩაატარა ისე, რომ გოლი ვერ გაიტანა. ამაზე მეტი (17) უგოლო თამაში ხსენებულ "ასტონ ვილას" აქვს გამართული.

ალბათ, იცით ისიც, რომ "შავი კატების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიკ ადვოკაატის დებიუტი იყო. 67 წლის სპეციალისტს არ გაუმართლა, არადა ძალიან შემტევი შემადგენლობით გავიდა მინდორზე.

ლიდერმა "ჩელსიმ" კი ფანები ისევ ანერვიულა. არადა, მატჩის დასაწყისი ძალიან შთამბეჭდავი იყო - ედენ აზარმა 74 წამის მერე გაიტანა, ხოლო მე-9 წუთზე დიეგო კოშტამ სხვაობა გაზარდა და წინა დღით წინგაქცეულ კეინს გაუთანაბრდა ბომბარდირთა დავაში. თუმცა ლონდონელებმა ეს უპირატესობა გაანიავეს, ერთხელ ტიბო კურტუაც შეცდა.

ჟოზე მოურინიოს ცვლილებამ უშველა, ლოიკ რემიმ ბურთზე პირველივე შეხებით გაიტანა გამარჯვებისა და "ჩელსი" 6-ქულიანი უპირატესობით დატოვა ცხრილის სათავეში. პლუს, "ლურჯებს" ჯიბეში გამოკვეთილ აუტსაიდერ "ლესტერთან" გადადებულ მატჩში პოტენციური 3 ქულა უდევთ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ინგლისი. პრემიერლიგა. XXX ტური
21 მარტი
სიტი-ვესტ ბრომვიჩი 3:0
გოლები: 1:0 ბონი (27), 2:0 ფერნანდო (40), 3:0 სილვა (77)
სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, მანგალა, კლიში - ნავასი, ფერნანდო, ლამპარდი (65. იოვეტიჩი), სილვა (81. მილნერი) - აგუერო, ბონი (78. ჯეკო)
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი, ოლსონი, ლესკოტი - სესენიონი (90. მულუმბუ), ფლეტჩერი, გარდნერი, ბერდი, მორისონი - ბერაჰინო (86. ანიჩებე)
გაფრთხილება: -
გაძევება: მაკკოლი (2)
კუთხური: 9-2 ჯარიმა: 6-5 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 43(16)-3(0) ბურთის ფლობა: 79%-21%
მაყურებელი: 45 018

ტოტენჰემი-ლესტერი 4:3
გოლები: 1:0 კეინი (6), 2:0 კეინი (13), 2:1 ვარდი (38), 2:2 მორგანი (50), 3:2 კეინი (64), 4:2 შლუპი (85-ს.კ-ში), 4:3 ნიუჯენტი (90)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი (4. ვორმი) - უოკერი, დაიერი, ვერტონგენი, როუზი - მეისონი (88. დემბელე), ბენთალები - თაუნსენდი (58. პაულინიო), ერიკსენი, შადლი - კეინი
ლესტერი (5-4-1): შმეიხელი - დე ლაეტი, მორგანი, ჰუტი (76. მაჰრეზი), აპსონი (46. ვასილევსკი), შლუპი - ნიუჯენტი, ჯეიმსი, კამბიასო (86. კინგი), ვარდი - ულოა
გაფრთხილება: შადლი, როუზი - ნიუჯენტი
კუთხური: 4-4 ჯარიმა: 8-9 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 12(4)-12(6) ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 35 950

ნიუკასლი-არსენალი 1:2
გოლები: 0:1 ჟირუ (24), 0:2 ჟირუ (28), 1:2 სისოკო (48)
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - ტეილორი, იანმაატი, უილიამსონი, კოლბეკი - ანიტა (72. გუტიერესი), სისოკო - გუფრანი, კაბელია, ამეობი (89. არმსტრონგი) - ა. პერესი
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ჩემბერსი, გაბრიელი, კოშელნი, მონრეალი - კოკლენი, რემზი - სანჩესი (71. ფლამინი), კასორლა (71. როსიცკი), უელბეკი (89. ბელერინი) - ჟირუ
გაფრთხილება: -
კუთხური: 9-4 ჯარიმა: 11-7 თამაშგარე: 3-4 კარში დარტყმა: 10(4)-12(3) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 50 544

საუთჰემპტონი-ბარნლი 2:0
გოლები: 1:0 ლონგი (37), 2:0 შეკელი (58-ს.კ-ში)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი (14. კ. დევისი) - კლაინი, ფონტე, ალდერვეირელდი, ბერტრანი - ს. დევისი, შნედერლენი - ლონგი, მანე, ტადიჩი (46. ვანიამა) - პელე
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ტრიპიერი, დაფი, შეკელი, მი - ბოიდი, არფილდი, ჯონსი, ბარნსი (82. უოლასი) - ვოუკსი (74. იუტკევიჩი), ინგსი (88. სორდელი)
გაფრთხილება: -
კუთხური: 10-5 ჯარიმა: 10-7 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 16(3)-18(4) ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 30 864

სტოკი-კრ. პალასი 1:2
გოლები: 1:0 დიუფი (14), 1:1 მარეი (41), 1:2 ზაჰა (45+2)
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - კამერონი, შოუკროსი, უილსონი, პიტერსი - ადამი, ნ’ზონზი - დიუფი, აირლენდი, არნაუტოვიჩი - კრაუჩი (78. უოლტერსი)
კრ. პალასი (4-2-3-1): სპერონი - უარდი, დანი, დელანი, სუარე (70. კელი) - მაკარტური, ლედლი - ზაჰა (80. გეილი), პანჩონი, ბოლზაი - მარეი (86. ამეობი)
გაფრთხილება: ბეგოვიჩი, ადამი, პიტერსი - ზაჰა, მაკარტური, სუარე, გეილი
კუთხური: 8-4 ჯარიმა: 15-14 თამაშგარე: 0-0 კარში დარტყმა: 17(4)-12(3) ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 27 532

ასტონ ვილა-სუონსი 0:1
გოლი: 0:1 გომისი (87)
ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - ბაკუნა, ოკორე, კლარკი, ჰატონი - ნ’ზოგბია (68. ვესტვუდი), კლევერლი (25. სანჩესი), დელფი, სინკლერი - ბენტეკე (75. ვაიმანი), აგბონლაჰორი
სუონსი (4-3-1-2): ფაბიანსკი - ნოტონი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - შელვი (85. დაიერი), კი, კორკი - სიგურდსონი (64. მონტერო) - რუტლეჯი, გომისი (90+3. ნელსონ ოლივეირა)
გაფრთხილება: -
კუთხური: 4-9 ჯარიმა: 13-9 თამაშგარე: 1-7 კარში დარტყმა: 9(3)-11(6) ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 42 573

ვესტ ჰემი-სანდერლენდი 1:0
გოლი: 1:0 სახო (88)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ჯენკინსონი, კოლინსი, კუიატე, კრისუელი - სონგი, ნოუბლი - დაუნინგი, ნოლანი (80. ნენე), ჯერვისი (46. კ. კოული) - სახო (90+2. ო’ბრაიენი)
სანდერლენდი (4-3-3): პანტილიმონი - რევეიერი, ო’ში, ბრაუნი (12. ვერხინი), ვან აანჰოლტი - როდუელი, ლარსონი, გომესი - ვიქჰემი, ფლეტჩერი (73. ჯონსონი), დეფო (88. გრემი)
გაფრთხილება: - ვიქჰემი
კუთხური: 6-4 ჯარიმა: 14-11 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 9(4)-12(3) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 51 573

22 მარტი
ლივერპული-მანჩესტერი 1:2
გოლები: 0:1 მატა (14), 0:2 მატა (59), 1:2 სტარიჯი (69)
ლივერპული (3-4-3): მინოლე - ჯანი, შკრტელი, სახო - სტერლინგი, ჰენდერსონი, ალენი, მორენო (66. ბალოტელი) - ლალანა (46. ჯერარდი), კოუტინიო, სტარიჯი
მანჩესტერი (4-1-4-1): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ჯოუნსი, ბლინდი (90+3. როხო) - კერიკი - მატა, ერერა (83. ფალკაო), ფელაინი, იანგი (55. დი მარია) - რუნი
შენიშვნა: რუნიმ ვერ გაიტანა პენალტი (90+3. მეკარე)
გაფრთხილება: მატიჩი, ოსკარი - უილიამსონი, კოლბეკი, დამეტი
გაძევება: ჯერარდი (46)
კუთხური: 2-3 ჯარიმა: 14-17 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 7(1)-6(4) ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 44 405

ჰალი-ჩელსი 2:3
გოლები: 0:1 აზარი (2), 0:2 დიეგო კოშტა (9), 1:1 ელმოჰამადი (26), 2:2 ერნანდესი (28), 2:3 რემი (77)
ჰალი (3-5-2): მაკგრეგორი - დოუსონი, ბრიუსი, მაკშეინი - ელმოჰამადი, მეილერი (80. ქუინი), ლივერმორი, რამირესი (80. ბრედი), რობერტსონი (81. ალუკო) - ნ’დოი, ერნანდესი
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ფილიპე ლუიში - რამირესი (61. ოსკარი), მატიჩი - ვილიანი (80. ზუმა), ფაბრეგასი, აზარი - დიეგო კოშტა (75. რემი)
გაფრთხილება: - კეჰილი, მატიჩი
კუთხური: 6-6 ჯარიმა: 14-11 თამაშგარე: 5-1 კარში დარტყმა: 19(8)-8(3) ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 24 598

ქპრ-ევერტონი 1:2
გოლები: 0:1 კოულმენი (18), 1:1 ვარგასი (65), 1:2 ლენონი (77)
ქპრ (4-4-2): გრინი - ისლა, ონუოჰა, კოლკერი, იუნი - ფილიპსი, სანდრო (71. ჰენრი), ბარტონი, ჰოილეტი (60. ვარგასი) - ზამორა (82. ტაარაბტი), ოსტინი
ევერტონი (4-3-3): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ჯაგიელკა, ბეინსი - მაკარტი, გიბსონი, ოსმანი - ლენონი, ლუკაკუ (67. ბარკლი), კონე (79. ნეისმიტი)
გაფრთხილება: ჰოილეტი, იუნი - ნეისმიტი
კუთხური: 1-3 ჯარიმა: 11-12 თამაშგარე: 4-5 კარში დარტყმა: 14(1)-8(3) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 17 706

ბომბარდირები: 19 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 17 - სერხიო აგუერო (სიტი); 15 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 13 - ალექსის სანჩესი (არსენალი), ოლივიე ჟირუ (არსენალი); 12 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი); 11 - პაპის დემბა სისე (ნიუკასლი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ედენ აზარი (ჩელსი), დავიდ სილვა (სიტი)

მომდევნო ტური
4 აპრილი:
არსენალი-ლივერპული, ევერტონი-საუთჰემპტონი, ლესტერი-ვესტ ჰემი, მანჩესტერი-ასტონ ვილა, სუონსი-ჰალი, ვესტ ბრომვიჩი-ქპრ, ჩელსი-სტოკი

5 აპრილი:
ბარნლი-ტოტენჰემი, სანდერლენდი-ნიუკასლი

6 აპრილი:
კრ. პალასი-სიტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული