სესკ ფაბრეგასი - ტიერი ანრის რეკორდამდე ხუთია

AutoSharing Option
"ჩელსიმ" კი მოიგო, მაგრამ "ჰალთან" ბევრი პრობლემა შეექმნა. "ლურჯებმა" 2-ბურთიანი უპირატესობა გაუშვეს ხელიდან და კიდევ რამდენჯერმე გადარჩნენ გაშვებულ გოლს.

ერთი ბურთი "ვეფხვებმა" ტიბო კურტუას შეცდომის წყალობით გაიტანეს. ბელგიელმა ბოლო დროს ლაფსუსებს უხშირა, მაგრამ მერე ერთგვარად გამოისყიდა კიდეც დანაშაული, როდესაც ერთი შეტევისას სამი რთული დარტყმა მოიგერია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"ჰალის" თავკაცმა სტივ ბრიუსმა პირდაპირ თქვა, კურტუას "სეივებმა" დაგვღუპა, თორემ ქულას მაინც ვიმსახურებდითო.

ჟოზე მოურინიო: "ახლა ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ. ყველაფერი ჩვენს ხელშია და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. გამ
არჯვება გვეკუთვნოდა, მაგრამ ორბურთიანი უპირატესობა არ უნდა გაგვეშვა ხელიდან და მეტოქეს ბევრის უფლება მივეცით".

ედენ აზარმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, ბელგიელს დიეგო კოშტამ უპასა. მოგვიანებით თავად კოშტამაც შეაგდო, ასევე მშვენიერი ბურთი, რომლის ასისტენტიც სესკ ფაბრეგასი გახლდათ. ეს ესპანელის მე-16 საგოლე გადაცემაა, 5-იც და, საგოლე პასების მხრივ, ტიერი ანრის რეკორდს გააუმჯობესებს.

ლონდონელებს ლოიკ რემიმ მოაგებინა, რომელიც მინდორზე ცოტა ხნის შესული გახლდათ და ბურთზე პირველივე შეხებით გაიტანა. აი, დიეგო კოშტას კი გარკვეული გამოკვლევები სჭირდება, მან ფეხი იტკინა და რამდენად სერიოზული დაზიანებაა, ექიმები დაადგენენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXX ტური: მატამ "ლივერპულს" წესი აუგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული