ინგლისი 2026: ინგლისი კიდევ ცდის

AutoSharing Option
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ, შესაძლოა, 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებისთვის ბრძოლა გადაწყვიტოს. ამის შესახებ ამ ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გრეგ დაიკმა ისაუბრა..

შეგახსენებთ, რომ ინგლისმა დიდ საფეხბურთო ტურნირს უკანასკნელად 1996 წელს უმასპინძლა, როდესაც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანელებთან პენალტების სერიაში დამარცხდა. მსოფლიოს ჩემპიონატს კი აქამდე ერთადერთხელ უმასპინძლა - 1966 წელს - და გამარჯვებაც მოახერხა, ფინალში იმავე გერმანიის დამარცხებით.

ინგლისელებმა აქამდე უკვე სცადეს 2006 წლის მუნდიალის მასპინძლობა, მაგრამ ასევე გერმანიასთან დამარცხდნენ. ხოლო 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებისათვის ბრძოლაში ოდენ 2 ქულა აიღეს და
მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდნენ, გამარჯვება კი, როგორც იცით, რუსეთს დარჩა.

სიმბოლური იქნება, თუ ინგლისი კენჭისყრაში, რომელიც 2017 წელს უნდა გაიმართოს, გაიმარჯვებს და 50-წლიანი პაუზის მერე ისევ უმასპინძლებს მუნდიალს, მაგრამ ფავორიტად ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევენ, რომელსაც 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობა სურდა, მაგრამ ყატარის გამო "დაიჩაგრა" და შესაძლოა, 2026-ისთვის "ვალი დაუბრუნდეს".

შესაძლოა, გათვალისწინებულ იქნას ის ფაქტიც, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში გაიმართება, ნახევარფინალსა და ფინალს "უემბლი" უმასპინძლებს, რომელმაც ასევე ჩემპიონთა ლიგის 2011 და 2013 წლების ფინალები მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული