უგო ლორისი ჩემპიონთა ლიგას უმიზნებს

AutoSharing Option
უგო ლორისმა სეზონის ბოლოს, შესაძლოა, "ტოტენჰემი" დატოვოს. ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ "დეზები" ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდებიან.

მართალია, ფრანგმა გუნდთან კონტრაქტი არც ისე დიდი ხნის წინ 2019 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა და წელიწადში 5,2 მილიონი ევროც აქვს გამოწერილი, მაგრამ შეთანხმებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მსურველს მისი გამოსყიდვა 20 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ შეეძლება.

მის მსურველებად კი "პარი სენ-ჟერმენსა" და მადრიდის "რეალს" მოიაზრებენ...

"ტოტენჰემი" მეოთხე ადგილს ამჟამად 6 ქულით ჩამორჩება. თუმცა სათქმელია ისიც, რომ ხსენებული დაინტერესებული კლუბებიდან პირდაპირ და ოფიციალურ კონტაქტზე
ჯერ არც ერთი არ გასულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული