ლონდონის "ჩელსი" პეტრ ჩეხს ლონდონის "არსენალში" არ გაუშვებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო არ აპირებს, გუნდის მეკარე პეტრ ჩეხი თანაქალაქელ "არსენალში" გაუშვას. "მეთოფეთა" წინადადებას პორტუგალიელმა მტკიცე უარი უკვე შეუთვალა.

"ჩეხი მხოლოდ მოთამაშე კი არა, კლუბის ნაწილია. "ჩელსიში" გატარებული ათი წლის განმავლობაში მან ბევრი ნახა, გადაიტანა აღმავლობა და დაცემა, გაიღო ყველაფერი მოედანზე. თავის მხრივ, ვალში არც "ჩელსი" დარჩენილა. ის კვლავაც კლუბში აგრძელებს მუშაობას და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს", - აქვეყნებს მოურინიოს ნათქვამს Daily Mail-ი.

როგორც ჩანს, "ჩელსის" არ სურს, მეზობლების გაძლიერებას ხელი შეუწყოს. ამასთან, ლონდონელები 32 წლის მეკარის არც
ინგლისის პრემიერლიგის სხვა რომელიმე გუნდში გადასვლას მიესალმებიან.

"ჩეხი კვლავაც ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და მისი დამატება ჩვენთვის იდეალური იქნებოდა, მაგრამ "ჩელსიდან" გვირჩიეს,  რომ ამაზე ფიქრში დრო ტყუილად არ დავკარგოთ", - აქვეყნებს "არსენალის" ერთ-ერთი წარმომადგენლის ნათქვამს ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მადლობთ, მიღებულია, მართალი ბრძნდებით!
მერაბი ლოლომაძე
15:18 09-04-2015
0
ბატონო მერაბ, გმადლობთ, რომ ყურადღებას იჩენთ ჩვენი საიტის მიმართ, თქვენი შენიშვნა კი მიღებულია. მივესალმებით მოწოდებასაც - ვილაპარაკოთ და ვწეროთ ქართულად, ოღონდ ”ვილაპარაკოდ” და ”ვწეროდ” - არა.
ავტორი
12:59 09-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული