სკანდალი ერთი უცნობით

AutoSharing Option
პოლიცია საქმეს იძიებს: პრემიერლიგის მავანმა ვარსკვლავმა ლას ვეგასის სასტუმროში სამ შვედ ლამაზმანთან დრო ატარა, ბოროტის მზრახველმა კი ეს ამბავი "ბლექბერით" ვიდეოზე ჩაიწერა და შანტაჟს აპირებდა... ან, კიდევ აპირებს. კერძოდ რომელ ვარსკვლავზეა ლაპარაკი, არ გვეუბნებიან.

ცნობილია მხოლოდ, რომ ის 20 წელს არის გადაცილებული, რომელიღაც ქვეყნის ნაკრების წევრია, აქამდე ორგიებში არ შეუმჩნევიათ ანუ წესიერი მოქალაქის სახელი ჰქონდა და მისი გუნდი პრემიერლიგის ცხრილის ზედა ათეულშია.

ტაბლოიდები წერენ, რომ ფეხბურთელმა და მისმა ორმა ძმაკაცმა შვედი ლამაზმანები ლას ვეგასის ერთ-ერთ ცნობილ კლუბში შვებულების დღეებში გაიცნეს.
ქალთაგან ერთი 25 წლის ოფიციანტი გახლდათ. კამპანია რამდენიმე საათის განმავლობაში იქვე, კლუბში არაყს სვამდა, შემდეგ კი, ბუნებრივია, სასტუმროში გადაინაცვლეს, სადაც მავანმა "ბლექბერი" აამუშავა.

ვინ გადაიღო ვიდეო და ფოტოები, უცნობია. სავარაუდოდ, გადაღებული მასალა "ოპერატორმა" თავადვე გადაგზავნა თანამზრახველთან ინტერნეტით. სკანდალურ ამბავთან დაკავშირებით ტაბლოიდებს საქმეში სხვებზე მეტად ჩახედულმა ადამიანმა უამბო:

"პოლიცია ცდილობს, ელექტრონული ფოსტის მისამართს გაჰყვეს და დაადგინოს ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრის უკან იმალება. ის შეიძლება კაციც იყოს და ქალიც. შესაძლოა შანტაჟისტი ერთ-ერთი შვედ ქალთაგანი იყოს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ საქმეში სრულიად გარეშე ხალხია ჩარეული".

 


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული