პოლ სქოულზი: ყველაფერი მიანიშნებს, რომ "მანჩესტერ სიტის" გვარდიოლა ჩაიბარებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი პოლ სქოულზი მიიჩნევს, რომ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, დიდი ალბათობით, "მანჩესტერ სიტის" გაწვრთნის.

სქოულზს ასეთი პროგნოზის საფუძველს მანჩესტერში გავრცელებული ხმები აძლევს.

"ყველაფერი, რაც მანჩესტერში მესმის, მიანიშნებს, რომ "სიტის" გვარდიოლა ჩაიბარებს, როდესაც მას "ბაიერნთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურება", - აქვეყნებს სქოულზის ნათქვამს Independent-ი.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას ხელშეკრულება გერმანულ გრანდთან ძალაში 2016 წლამდეა.

ამასთან, სქოულზი ფიქრობს, რომ დორტმუნდის "ბორუსიის" თავკაცი იურგენ კლოპი, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს, პრემიერლიგაში წარმატებას მიაღწევდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გვარდიოლა სიტიში და კლოპი ბაიერში მაგარი იქნება
maxo
16:47 17-04-2015
0
როგორ უნდა სქოულს რომ არ გახდეს გვარდიოლა სიტის მწრთნელი
poli
23:47 17-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული