პრემიერლიგა. XXXIV ტური: თითქმის ჩემპიონი "ჩელსი" [VIDEO]

AutoSharing Option
* "არსენალმა" "ჩელსისთან" ფრით თებერვლის მერე, პირველად ვერ მოიგო.

* მარიო ბალოტელიმ "ლივერპულის" სასტარტოში ნოემბრის მერე პირველად ითამაშა.

* ოსკარი (ჩელსი) ტვინის შერყევის ნიშნებით, მოედნიდან ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

* "უოტფორდმა" პრემიერლიგის საგზური მოიპოვა.

* სტივენ ჯერარდმა პრემიერლიგაში მე-500 მატჩი ითამაშა.

არსენ ვენგერმა თავისი "ზარბაზნიდან" მეცამეტედ გაისროლა, მაგრამ ჟოზე მოურინიოს ისევ ააცილა. ახლა ფრანგისა და პორტუგალიელის დუელში უკვე 6 ფრე და "განსაკუთრებულის" 7 გამარჯვებაა.

უშუალოდ გუნდების ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, "ჩელსის" უკვე 8 მატჩია, "არსენალთან" არ წაუგია (5 მოგება, 3 ფრე).

მოსაწყენ ლონდონურ
დერბიში კვლავაც დიეგო კოშტას გარეშე მყოფმა "ჩელსიმ" სულაც უთავდამსხმელოდ დაიწყო და თამაშიც კარგად "ჩაკეტა". "მეთოფეებმა" მეტოქეს ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაურტყეს. "ლურჯებმა" კი მათთვის დამაკმაყოფილებელი ქულა აიღეს და დამაჯერებლად დარჩნენ ცხრილის კენწეროში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ოთხეულისთვის ბრძოლა
ყველაფერი ისე მოხდა, როგორც "მანჩესტერ სიტის" აძლევდა ხელს. დავიწყოთ იმით, რომ "სენტ მერიზე" მაურისიო პოჩეტინო პირველად ჩავიდა, როგორც სხვა გუნდის მწვრთნელი. მისი ყოფილი გუნდი გრაციანო პელეს გოლებით ორჯერ იგებდა, მაგრამ "ტოტენჰემმა" გათანაბრება შეძლო, ნასერ შადლის ოსტატობის წყალობით. ასე რომ, "ტოტენჰემი" "საუთჰემპტონზე" ერთი ქულით წინ დარჩა.

ამასობაში, "ლივერპულმა" აუცილებლად მოსაგები შეხვედრა ვერ მოიგო, სტივენ ჯერარდმა პრემიერლიგაში მისი მე-500 შეხვედრა გამარჯვებით ვერ აღნიშნა.

მერსისაიდელები "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩში თითქოს, დომინირებდნენ კიდეც, ბურთის ფლობა თითქმის 80% ჰქონდათ, ყველა სტატისტიკური მონაცემით აჯობეს მეტოქეს და ხარიხასაც გაარტყეს, მაგრამ ფანტაზია მაინც აკლდათ და შეიძლებოდა, აქეთ წაეგოთ, კარგად მოთამაშე დეიან ლოვრენს კარის ხაზიდან რომ არ გამოეტანა ბურთი. ამით ბრენდან როჯერსს ოთხეულში მოხვედრის ისედაც მცირე შანსი კიდევ უფრო შეუმცირდა.

ტონი პულისმა კი თავის ყულაბაში კიდევ ერთი ქულა ჩააგდო და დიდი ნაბიჯი გადადგა დარჩენისკენ. მას "ლივერპულთან" საშინაო მატჩი არასოდეს წაუგია - 3 მოგება, 4 ფრე.

"სიტის" ტური
"სიტიმ" კი ამ ყველაფრით ისარგებლა. მართალია, "ქალაქელებმა" ისევ არადამაჯერებლად ითამაშეს, მაგრამ საბოლოოდ თავისას მაინც მიაღწიეს. ისინი სერხიო აგუერომ დააწინაურა, თავად კი ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. ეს ბრედ გუზანის საოცარი შეცდომის შედეგად გახდა შესაძლებელი. ზოგადად, ეს გამოცდილი მეკარე ამ შეხვედრაში აჭრილი იყო.

მეორე ალექსანდრ კოლაროვმა შეაგდო ჯარიმიდან და მანუელ პელეგრინის ბიჭები თითქოს, მშვიდად იგებდნენ, მაგრამ ბირმინგემელებმა გათანაბრება შეძლეს. როდესაც კარლოს სანჩესმა 85-ე წუთზე 2:2 გახადა, მასპინძლები უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნენ, მაგრამ ბევრად უარესი შეიძლებოდა ყოფილიყო, მალევე ლაინსმენს კრისტიან ბენტეკეზე არარსებული ოფსაიდი რომ არ დაეფიქსირებინა, რის მერეც ბელგიელი ჯო ჰარტმა წააქცია და ეს შეიძლებოდა, პენალტს პლუს წითელი ბარათი ყოფილიყო. 89-ე წუთზე კი ფერნანდინიომ მანჩესტერელებს აქეთ მოუტანა გამარჯვება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"გუდისონ პარკის" საშინელება
შედეგად, "სიტიმ" თანაქალაქელ "იუნაიტედსაც" გადაასწრო. "მანჩესტერი" "გუდისონ პარკზე" შერცხვა, სადაც ზედიზედ მესამედ დამარცხდა. წაგებაცაა და წაგებაც... 0:3 ძალიან ყვირის და შესაძლოა, მატჩის მიმდინარეობას რეალურად არ ასახავს, რადგან "წითელ ეშმაკებს" შანსები ჰქონდათ. სტუმრებს შეცვლაზე გამოსულმა რადამელ ფალკაომ, ანხელ დი მარიამ და რობინ ვან პერსიმაც (ხანგრძლივი პაუზის მერე) ვერ უშველეს. "ევერტონი" კი ფორმაშია, 2015 წელს შინ არ წაუგია, ხოლო უკანასკნელ 6 ტურში 5 გამარჯვებითა და 1 ფრით იწონებს თავს.

ვახსენეთ "ლივერპული", რომელმაც ვერ მოიგო, მაგრამ გამოვიდა, რომ მან "იუნაიტედთან" სხვაობა მაინც შეამცირა. თუ მერსისაიდელები "ჰალთან" გადადებულ მატჩს მოიგებენ, სხვაობა 4 ქულა იქნება და დარჩენილ 4 ტურში "ენფილდის" ბინადრებს პატარა სასწაულის იმედი უნდა ჰქონდეთ, ხოლო ლუი ვან გაალს სიფრთხილე მართებს.

რომ არა პენალტები
ტრაგედია დატრიალდა "ქუინზ პარკ რეინჯერსისა" და "ბარნლის" თავს. ქპრ-ს და ზოგადად, ჩემპიონატის გამორჩეულმა გოლეადორმა ჩარლი ოსტინმა პირველ ტაიმში პენალტი ვერ გაიტანა, მას ადრიანმა აუღო. იმავე ადრიანზე სტივენ კოლკერის მხრიდან უხეშობის გამო არ ჩაითვალა რიჩარდ დანის გოლი და ერთი სიტყვით, ქუინზპარკელებს მხოლოდ ქულა შერჩათ "ვესტ ჰემთან" საშინაო შეხვედრაში. ეს იყო მიჯრით მე-14 ლონდონური დერბი, რომელიც "ლოფტუს როუდის" ბინადრებმა ვერ მოიგეს.

გრძელდება "ჩაქუჩების" წარუმატებელი სერიაც, მაგრამ სემ ალარდაისმა პოზიტიური ის დაინახა, რომ მისმა გუნდმა კარი მშრალად შეინახა.

უარესი დაემართა "ბარნლის", რომლის რიგებშიც მეტ ტეილორმა "ივაჟკაცა", იგი პოლ კონჩესკიმ წააქცია და პენალტის დარტყმა თავად ტეილორმა გადაწყვიტა, ადგა და ძელს გაარტყა. აქედან 59 წამში კი დიდებულად ათამაშებულმა ჯეიმი ვარდიმ მორიგი სამი ქულა მოუტანა "ლესტერს". "მელიებმა" ზედიზედ მეოთხედ მოიგეს, რაც უმაღლეს ლიგაში 1966 წლის მერე არ მომხდარა და გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს.

"ბარნლის" თავკაცი შონ დაიჩი ძალიან გულნატკენი გახლდათ, ფეხბურთი ხანდახან ძალიან უმოწყალო და უსამართლოაო. იგი გამოუყენებელ შანსებს მისტიროდა, ლესტერშირელთა მეკარე კასპერ შმეიხელს აქებდა კარგი "სეივების" გამო. "ტარფ მურის" მკვიდრები უკანასკნელ საფეხურზე დაეშვნენ და სამშვიდობოსთან 5 ქულა აშორებთ.

მოიგო "ჰალმაც" და რაც მნიშვნელოვანია, 2-ბურთიანი სხვაობით, რადგან საქმე ისე მიდის, ვინ იცის, ბურთების სხვაობა აქტუალური გახდეს. "ვეფხვებს" ამ მხრივ უშუალო კონკურენტებთან შედარებით საუკეთესოდ აქვთ საქმე. სტივ ბრიუსს "კრისტალ პალასთან" საგარეო სამი ქულა ოქროს შენაძენმა დამე ნ’დოიმ მოუტანა. ალან პარდიუს "არწივებისგან" კი ზედიზედ ორი საშინაო მარცხი, ცოტა არ იყოს და, გასაკვირია.

არ არის პარდიუს ექსგუნდის, "ნიუკასლის" საშველი, რომელმაც მიჯრით მე-7 მარცხი იგემა. "კაჭკაჭები" "თეთრ გედებთან" პაექრობისას კი დაწინაურდნენ, მაგრამ "სუონსიმ" დახვეწილად მოაბრუნა ეს შეხვედრა, დამსახურებულადაც მოიგო და მე-8 საფეხურზე ბუდე გაიმაგრა.

გასავარდნ ზონაში კი "სანდერლენდი" ჩაეშვა, რომელ კონორ ვიქჰემის სწრაფი
გოლით "ბრიტანიაზე" უგებდა "სტოკს", მაგრამ ბოროტმა ჩარლი ადამმა "შავ კატებს" 3 ქულა არ დაანება. დიკ ადვოკაატი შავ დღეშია.

ჩემპიონშიპი
უკვე ვიცით პირველი გუნდის ვინაობა, რომელიც ჩემპიონშიპიდან პრემიერლიგაში ამოვა - ეს "უოტფორდია". კლუბი 8-წლიანი პაუზის მერე უბრუნდება პრემიერლიგას. "უოტფორდი" ამჟამად პოცოების ოჯახის საკუთრებაშია. იტალიელი ბიზნესმენი ჯამპაოლო პოცო ასევე ესპანური "გრანადასა" და მშობლიური ქალაქის კლუბის, უდინეს "უდინეზეს" მფლობელია.

პრემიერლიგა. XXXIV ტური
25 აპრილი
საუთჰემპტონი-ტოტენჰემი 2:2
გოლები: 1:0 პელე (29), 1:1 ლამელა (43), 2:1 პელე (65), 2:2 შადლი (70)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): დევისი - კლაინი, ფონტე, იოშიდა, ბერტრანი - ალდერვეირელდი, შნედერლენი (90. რიდი) - უორდ-პრაუსი (62. ლონგი), მანე, დევისი (81. ელია) - პელე
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - დაიერი, ფასიო, ვერტონგენი, დეივისი (76. კირიკეში) - მეისონი, ბენთალები (87. სოლდადო)- ლამელა, ერიკსენი, შადლი (83. დემბელე) - კეინი
გაფრთხილება: დევისი - ვერტონგენი, დეივისი, ფასიო
კუთხური: 8-3 ჯარიმა: 9-10 თამაშგარე: 5-2 კარში დარტყმა: 13(4)-7(2) ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 31 622

ბარნლი-ლესტერი 0:1
გოლი: 0:1 ვარდი (60)
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ტრიპიერი, დაფი, შეკელი, მი - ბოიდი (71. უოლასი), ჯოუნსი, არფილდი, ტეილორი (86. კაითლი) - ინგსი, იუტკევიჩი (71. სორდელი)
ლესტერი (5-3-2): შმეიხელი - ოლბრაიტონი (72. დე ლაეტი), ვასილევსკი, ჰუტი, მორგანი, კონჩესკი - კინგი, კამბიასო, დრინკვოტერი (77. ჯეიმსი) - ვარდი, ულოა (65. კრამარიჩი)
შენიშვნა: ტეილორმა ვერ გაიტანა პენალტი (59)
გაფრთხილება: მი, ინგსი, უოლასი -
კუთხური: 6-4 ჯარიმა: 16-16 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 12(4)-8(4) ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 19 582

კრ. პალასი-ჰალი 0:2
გოლები: 0:1 ნ’დოი (51), 0:2 ნ’დოი (90+2)
კრ. პალასი (4-3-3): სპერონო - კელი, დანი, დელანი, სუარე - პანჩონი, იედინაკი (64. იონი), მაკარტური - ზაჰა (73. გეილი), ბოლაზი, მარეი (59. სანოგო)
ჰალი (3-5-2): ჰარპერი - ჩესტერი, დოუსონი, მაკშეინი - ბრედი (84. როსენიორი), ქუინი (74. რამირესი), ჰადლსტოუნი, ლივერმორი, ელმოჰამადი - ალუკო (85. ბრიუსი), ნ’დოი
გაფრთხილება: -
კუთხური: 1-9 ჯარიმა: 14-10 თამაშგარე: 5-0 კარში დარტყმა: 7(3)-21(7) ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 23 876

ნიუკასლი-სუონსი 2:3
გოლები: 1:0 ა. პერესი (20), 1:1 ოლივეირა (45+2), 1:2 სიგურდსონი (49), 1:3 კორკი (71), 2:3 დე იონგი (87)
ნიუკასლი (4-3-3): კრული - იანმაატი (61. აბეიდი), უილიამსონი, კოლოჩინი, ანიტა - კოლბეკი, ტეილორი, გუტიერესი - კაბელია (74. დე იონგი), ა. პერესი, რივიერი (74. არმსტრონგი)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - რანხელი, ფერნანდესი, უილიამსი, ამატი - შელვი, კორკი - მონტერო (69. გრაიმსი), სიგურდსონი (81. ემნესი), დაიერი - ოლივეირა (72. კი)
გაფრთხილება: ანიტა - ამატი, ემნესი
კუთხური: 9-6 ჯარიმა: 14-9 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 12(4)-11(6) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 46 884

ქპრ-ვესტ ჰემი 0:0
ქპრ (4-4-2): გრინი - ონუოჰა, დანი, კოლკერი, ჰილი (64. იუნი) - ფილიპსი, ბარტონი, სანდრო, ჰენრი - ზამორა (67. ფერი), ოსტინი
ვესტ ჰემი (4-4-1-1): ადრიანი - ჯენკინსონი, კოლინსი, ბურკი, კრისუელი - დაუნინგი, კუიატე, ნოუბლი, ჯერვისი (55. კოული) - ნოლანი - ვალენსია
შენიშვნა: ოსტინმა ვერ გამოიყენა პენალტი (23)
გაფრთხილება: ოსტინი -
კუთხური: 6-6 ჯარიმა: 14-12 თამაშგარე: 3-4 კარში დარტყმა: 18(7)-8(2) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 18 036

სტოკი-სანდერლენდი 1:1
გოლები: 0:1 ვიქჰემი (1), 1:1 ადამი (27)
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - კამერონი (87. ბერდსლი), შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი - ნ’ზონზი, ადამი - უოლტერსი (80. ოდემვინგი), აირლენდი, არნაუტოვიჩი - დიუფი (71. კრაუჩი)
სანდერლენდი (4-4-2): პანტილიმონი - ჯოუნსი, კოატესი, ო’ში, ვან აანჰოლტი - ბაკლი (46. გრემი), კატერმოლი, როდუელი, გომესი - დეფო, ვიქჰემი
გაფრთხილება: დიუფი, ვოლშაიდი - კატერმოლი, ო’ში, ჯოუნსი
კუთხური: 9-8 ჯარიმა: 14-15 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 23(8)159(5) ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 26 706

ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული 0:0
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი, ლესკოტი, ბრანტი - გარდნერი, იაკობი, ფლეტჩერი, მორისონი (81. ბერდი) - ანიჩებე (64. მაკმანამანი), ბერაჰინო (75. იდეიე ბრაუნი)
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე - ჯანი, შკრტელი, ლოვრენი, ჯონსონი - ჯერარდი, ჰენდერსონი - აიბი (75. ლალანა), კოუტინიო, სტერლინგი - ბალოტელი (75. ბორინი)
გაფრთხილება: დოუსონი - პაულინიო, ლამელა, ვერტონგენი, ბენთალები
კუთხური: 2-4 ჯარიმა: 12-11 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 10(4)-22(5) ბურთის ფლობა: 26%-74%
მაყურებელი: 26 663

სიტი-ასტონ ვილა 3:2
გოლები: 1:0 აგუერო (3), 2:0 კოლაროვი (66), 2:1 კლევერლი (68), 2:2 სანჩესი (85), 3:2 ფერნანდინიო (89)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, დემიკელისი, მანგალა, კოლაროვი - იაია ტურე (46. ფერნანდინიო), ფერნანდო - ნავასი, ლამპარდი (57. მილნერი), სილვა - აგუერო (83. ბონი)
ასტონ ვილა (4-5-1): გუზანი - ბაკუნა (87. ლოუტონი), ვლაარი, ოკორე, რიჩარდსონი - კლევერლი, ვესტვუდი (68. ნ’ზოგბია), გრილიში, სანჩესი, დელფი - ბენტეკე
გაფრთხილება: სილვა - ვესტვუდი, სანჩესი
კუთხური: 7-6 ჯარიმა: 13-11 თამაშგარე: 1-6 კარში დარტყმა: 11(4)-13(4) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 45 036

26 აპრილი
ევერტონი-მანჩესტერი 3:0
გოლები: 1:0 მაკარტი (5), 2:0 სტოუნსი (35), 3:0 მირალასი (74)
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ჯაგიელკა, ბეინსი - ბერი - ლენონი, მაკარტი, ბარკლი (88. ნეისმიტი), ოსმანი (69. მირალასი) - ლუკაკუ (87. კონე)
მანჩესტერი (4-1-4-1): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, მაკნეირი, შოუ - ბლინდი - მატა (63. დი მარია), ერერა, ფელაინი (46. ფალკაო), იანგი - რუნი (88. ვან პერსი)
გაფრთხილება: - ფელაინი, შოუ
კუთხური: 7-7 ჯარიმა: 6-10 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 9(7)-17(4) ბურთის ფლობა: 34%-66%
მაყურებელი: 38 497
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არსენალი-ჩელსი 0:0
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - კასორლა, კოკლენი (76. უელბეკი) - რემზი, სანჩესი, იოზილი - ჟირუ (84. უოლკოტი)
ჩელსი (4-5-1): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - ფაბრეგასი (90. ზუმა), მატიჩი - რამირესი, ვილიანი (90+4. კუადრადო), აზარი - ოსკარი (46. დროგბა)
გაფრთხილება: კოკლენი, რემზი, კასორლა, მონრეალი - ფაბრეგასი, ვილიანი, ივანოვიჩი
კუთხური: 6-2 ჯარიმა: 17-11 თამაშგარე: 0-0 კარში დარტყმა: 12(1)-6(2) ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 60 066

ბომბარდირები: 21 - სერხიო აგუერო (სიტი); 20 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 19 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 17 - ჩარლი ოსტინი (ქპრ).

გადადებული მატჩები
28 აპრილი:
ჰალი-ლივერპული

29 აპრილი:
ლესტერი-ჩელსი

მომდევნო ტური
2 მაისი:
ლესტერი-ნიუკასლი, ასტონ ვილა-ევერტონი, ლივერპული-ქპრ, სანდერლენდი-საუთჰემპტონი, სუონსი-სტოკი, ვესტ ჰემი-ბარნლი, მანჩესტერი-ვესტ ბრომვიჩი

3 მაისი:
ჩელსი-კრ. პალასი, ტოტენჰემი-სიტი

4 მაისი:
ჰალი-არსენალი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული