ავტოკაპელო

AutoSharing Option

როგორც ჩანს ევროპის სხვა ქვეყნებში,მაგალითად, იტალიაში ასეთ რაღაცებს პრესა ყურადღებას არ აქცევს, ინგლისში კი სხვა კულტურაა და ამიტომაც გახლავთ ამ ქვეყნის ნაკრების თავკაცი ფაბიო კაპელო მუდმივად გახვეული რაღაც... შარში თუ არა, უხერხულობაში. აი, მორიგი მაგალითი:

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა ბრიტანულ ავტომწარმოებელ გიგანტ „ვოქჰოლთან“. ხელშეკრულების საფასური 20 მილიონი ფუნტია - ეს თანხა დაუჯდა „ვოქსჰოლ მოტორსს“ იმისათვის, რომ ინგლისელთა ეროვნული გუნდი მისი ავტომობილებით გადაადგილდეს. ახალი „გადამზიდი-სპონსორის“ პრეზენტაციაზე იტალიელმა სპეციალ

ისტმა აღფრთოვანება ვერ დამალა და განაცხადა, რომ „ვოქსჰოლი“ დიდებული ბრენდია. „ვიმედოვნებ, რომ ის ჩვენთან ძალიან დიდხანს დარჩება“ - თქვა ნაკრების თავკაცმა და... ორიოდ დღის წინ პაპარაცებს საშუალება მისცა გადაეღოთ თუ როგორ გამოვიდა ცენტრალურ ლონდონში, ნაითსბრიჯზე მდებარე მდიდრული სახლიდან S კლასის მერსედესით. რასაკვირველია, საჭესთან მძღოლი იჯდა.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ამ ამბავზე კომენტარისგან თავი შეიკავა, „ვოქსჰოლ მოტორსის“ პრეს-მდივანმა კი თქვა: „ჩვენ კარგად გვესმის, რომ ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისათვის „ვოქსჰოლის“ მანქანებით გადაადგილება ყოველთვის მიზანშეწონილი და მოხერხებული არ არის. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანათაგანი ის იყო, რომ მანქანები გადასცემოდა ადამიანებს, რომელთაც მისი დაფასება შეუძლიათ“.

და ბოლოს ორიოდ სიტყვით თავად ამ ავტომწარმოებლის შესახებ, რადგან ის საქართველოში პოლულარული არ არის და ბევრმა შესაძლოა მის შესახებ არ იცოდეს: ვოქსჰოლი ლონდონის უბნის სახელია, ავტოკონცერნი კი 1857 წელს გახლავთ დაარსებული და დღეს „ჯენერალ მოტორსის“ საკუთრებაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული