ყველანი გაგიჟდნენ

AutoSharing Option
სიგიჟის ტალღამ "ვესტ ჰემისა" და "ბირმინგემის" სათასო შეხვედრას გადაუარა. "ქარლინგის თასის" ეს ნახევარფინალური თამაში ლონდონელებმა 2:1 მოიგეს.

მატჩის მსვლელობისას ჯერ "ვესტ ჰემის" თავდამსხმელი, ნიგერიელი ვიქტორ ობინა გადაირია - 59-ე წუთზე ბირმინგემელთა შვედ ნახევარმცველ სებასტიან ლარსონს მტკივნეულ ადგილას მალულად ქუსლი ჩაარტყა, მაგრამ შეამჩნიეს და მოედნიდან გააძევეს; შემდეგ მეკარე ბენ ფოსტერის ჯერი დადგა - ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა, ლონდონელებს თამაში მოაგებინა და "უემბლის" კონტურები დაანახა, ბოლოს კი... ამბობენ, რომ შეიძლება "ვესტ ჰემის" ხელმძღვანელები გაგიჟდნენ და გამარჯვების მიუხედავად მწვრთნელი ავრამ გრანტი თანამდებობიდან მოხსნან.
საპასუხო შეხვედრა 26 იანვარს გახლავთ დანიშნული, მაგრამ უხელმძღვანელებს თუ არა იმ თამაშში "ჩაქუჩებს" გრანტი, საკითხავია.

"დამტოვებენ თუ არა თანამდებობაზე? არ ვიცი. ეს კითხვა სჯობს იმ ადამიანს დაუსვათ, ვინც ჭორებს ავრცელებს. პირადად მე ჭორებთან ერთად ვცხოვრობ და დაჩვეული ვარ.

ობინას მომენტი არ დამინახავს, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად გავიმარჯვეთ. თან, გოლი კარლტონ კოულმა გაიტანა, ფეხბურთელმა, რომელიც მოედანზე მას მერე შევუშვი, რაც  თერთმეტის წინააღმდეგ ათნი დავრჩით", - თქვა ებრაელმა სპეციალისტმა.

და კიდევ ერთი ცნობა: "ვესტ ჰემმა" "მანჩესტერ სიტისგან" უეინ ბრიჯი იყიდა.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული