ანრი არსენალშია

AutoSharing Option
ლეგენდარული ფრანგი თავდამსხმელი ტიერი ანრი ლონდონშია და "არსენალის" ბიჭებთან ერთად ვარჯიშობს. ამბობენ, რომ "ნიუ იორკ რედ ბულზის" ფეხბურთელი "მეთოფეებთან" 19 იანვრამდე დარჩება, მერე კი ამერიკის გზას დაადგება. გუნდის მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, რომლის ხელშიც "არსენალმა" ტიტული ბოლოს სწორედ ანრის ეპოქაში, ხუთი წლის წინ მოიპოვა, თქვა:

"დიდი ბედნიერებაა ყოველდღე ტიერი ანრის უყურო და ელაპარაკო. ის ბიჭებთან ერთად არის, გასახდელში მათთან ერთად ზის და ეს ყველაზე კარგად მოქმედებს. ანრის შეუძლია ჩვენს ფეხბურთელებს საკუთარი ძალების რწმენა გაუძლიეროს. ის მეტისმეტად ჭკვიანი ადამიანია, რომელსაც ზურგს უდიდესი
გამოცდილება უმაგრებს. ის ჩვენ ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც ვეხმარებით მას. ის "არსენალში" ვარჯიშით ფორმას ინარჩუნებს და ამერიკაში მომზადებული დაბრუნდება."





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული