ბექჰემს, არაო!

AutoSharing Option
დევიდ ბექჰემს შეუძლია კვირას "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაში დაივიწყოს. "ლოს ანჯელეს გელექსიმ" ინგლისის ნაკრების ყოფილ კაპიტანს "ტოტენჰემ ჰოთსპურის" შემადგენლობაში დროებით თამაშის ნება ჯერ კიდევ არ დართო, მაგრამ მარტო ესეც არ არის. "ტოტენჰემის" მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა ბექჰემის ვარჯიშებს უყურა და ასეთი რამ თქვა: "მისთვის თამაშის ნება რომც დაერთოთ და ჩვენთან მოკლევადიანი კონტრაქტი გაეფორმებინა, "მანჩესტერ იუნაიტედთან" მაინც ვერ ვათამაშებდი. პრემიერლიგაში მონაწილეობა რომ მიიღო ფიზიკურად გაცილებით უკეთ უნდა იყო მომზადებული. ინგლისში სათამაშოდ ბექჰემი მხოლოდ რამდენიმეკვირიანი ინტენსიური წვრთნის შემდეგ თუ იქნება მზად."

გარდა ამისა,
"სფურზს" ერთი ცუდი ამბავიც შეემთხვა: ლედლი კინგი დაშავდა. არ არის გამორიცხული კინგმა მთელი დარჩენილი სეზონი გამოტოვოს.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული