დევიდ მილიბანდი სანდერლენდის ვიცე-თავმჯდომარე

AutoSharing Option
ბრიტანელი ლეიბორისტი და ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბანდი, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ თბილისში ვიზიტით დაამახსოვრა თავი, შესაძლოა "სანდერლენდის" ვიცე-თავმჯდომარე გახდეს.

თავმჯდომარე, მოგეხსენებათ ნილ ქუინია. ასეთი მაღალი დონის პოლიტიკოსის დანიშვნა ფეხბურთის კლუბისთვის დიდი მნიშვნელობის მოვლენა იქნება, ხოლო 45 წლის პოლიტიკოსი ინგლისში ფეხბურთის კლუბზე უკეთეს პიარ-მანქანას აბა, სად იშოვნის.

ახლა, როდესაც მილიბანდის ფეხბურთთან კავშირზე დაიწყეს ლაპარაკი, საიდანღაც გამოჩხრიკეს, რომ ის სკოლის გუნდში მეკარე იყო და გულში "არსენალის" ქომაგია, ოღონდ ამას მალავს - შეუმჩნევიათ, რომ საგარეო საქმეთა
მინისტრობის დროს მას არსენ ვენგერისთვის ავტოგრაფი გამოურთმევია.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული