პორტუგალიელი კი კრიტიკოსებისთვის პასუხის გაცემას აგრძელებს და სატურნირო ცხრილი გარდა სხვა მაგალითებიც მოჰყავს.
მისმა გუნდმა ტიტულისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი კარგ ფორმაში მყოფი "ლესტერის" ძლევით (3:1) გადადგა, თავი ვეტერანმა დიდიე დროგბამაც გამოიჩინა, კაპიტანმა ჯონ ტერიმაც შეაგდო მორიგი გოლი სეზონში და ბოლოს რამირესმა გაისროლა ყუმბარისებულად. არადა, "ჩელსიმ" პირველი ტაიმი წააგო.
"ფიქრობთ, რომ პრემიერლიგაში არის მწვრთნელი, რომელიც
თუ ერთ მშვენიერ დღეს ჩემპიონობას გავინაღდებთ, ამის შემდეგ, შეგიძლიათ გამოკითხვა ჩაატაროთ. უბრალოდ, ჰკითხეთ პრემიერლიგის დანარჩენ მწვრთნელებს, იმსახურებს თუ არა "ჩელსი" ჩემპიონობას. ოღონდ, პასუხი უნდა იყოს "კი" ან "არა". დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ პროცენტს მივიღებთ.
კრიტერიუმებს, რაც შეეხება - ვინ გაიტანა ყველაზე ლამაზი გოლები მიმდინარე ჩემპიონატში? ეს კრიტერიუმი მისაღებია? რა თქმა უნდა, "ჩელსიმ".
თუ კონკრეტულ გოლზე ვსაუბრობთ, მაშინ ჩარლი ადამი გაიმარჯვებს, რადგან მან უდავოდ, სეზონის ბურთი შეაგდო. თუ გოლების რაოდენობაზე მიდგა საქმე. ჩვენზე მეტი მხოლოდ "მანჩესტერ სიტის" აქვს გატანილი, მაგრამ არის კიდევ 18 კლუბი, რომლებმაც ჩვენზე ნაკლები გაიტანეს.
ჩემთვის ლამაზი ფეხბურთი ის არის, როდესაც ყოველი თამაშის წინ ზუსტად იცი, როგორ უნდა ითამაშო და რა გააკეთო.
"არსენალთან" შეხვედრაში პირველიდან ბოლო წუთამდე ბრწყინვალედ ვითამაშეთ", - თქვა მოურინიომ მათ გასაგონად, ვინც "ჩელსის" მოსაწყენს ეძახის.
კეინი VS აგუერო
მთავარი მატჩიც იქვეა, ლონდონში, "უაით ჰართ ლეინზე" "ტოტენჰემს" "სიტი" სტუმრობს. შეხვედრა საინტერესო იმითაცაა, რომ ბომბარდირობისთვის მებრძოლი ფორვარდები ჰარი კეინი და სერხიო აგუერო შეებმებიან ერთმანეთს. "დეზებს" ევროსაგზური სურთ, ხოლო "ქალაქელებს" სეზონის "მანჩესტერ იუნაიტედზე" წინ დამთავრება - დიდი ბრძოლა იქნება.
"იუნაიტედი" ვახსენეთ და "წითელი ეშმაკები" ორი მტკივნეული მარცხის მერე, გონს მოსვლას საკუთარ "ოლდ ტრაფორდზე" "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩში შეეცდებიან.
მათი კიდევ ერთი მტერი და ამჟამად მდევარი "ლივერპული" კი ასევე გონს მოსვლას საჭიროებს და ამისთვის "ენფილდზე" "ქუინზ პარკი" უნდა დაამარცხოს, მაგრამ ქპრ-ს ქულები ჰაეივით სჭირდება და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გაუმართავს მერსისაიდელებს.
"ლესტერს" მიჯრით 4 მოგება ჰქონდა, მაგრამ ლიდერ "ჩელსისთან" დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ნახევარში კარგად გამოიყურებოდა. ახლა "მელიები" "კაჭკაჭების" შესანსვლას შეეცდებიან, რაც "ნიუკასლის" სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, არ უნდა გაუჭირდეთ, ჯორდებს ზედიზედ 7 თამაში აქვთ წაგებული.
იქამდე კი ნაიჯელ პირსონმა ჟურნალისტ იან ბეიკერისთვის შეურაცხყოფის მიყენებაც მოასწრო და ბოდიშის მოხდაც. "ლესტერის" მწვრთნელი ბრაზიანი კაცია და პირსონს ბეიკერის კითხვა თუ რეპლიკა არ მოეწონა, რის გამოც მას "სულელი" და კიდევ ერთი-ორი ცუდი სიტყვა ეძახა.
"ბოდიშს ვიხდი იან, ამის გაკეთება კამერების თვალწინ მინდოდა. "ჩელსისთან" წაგებით ძალიან გაღიზიანებული ვიყავი და შესაძლოა, ეს ზეწოლის ბრალიცაა.
ემოციების გამოვლენას არ ველოდები და არც ბოდიშის მოხდის პრობლემა მაქვს. არასწორად მოვიქეცი და იმედია, ინციდენტი ამით ამოიწურება", - თქვა პირსონმა.
"ვიღებ ბოდიშს. ყოჩაღ მას, რომ ბოდიშის მოხდის უნარი აღმოაჩნდა", - დაწერა სოციალურ ქსელში ბეიკერმა.
სხვათა შორის, პირსონი თუ არ გაამართლა, მხარდაჭერა მაინც გამოუცხადა სემ ალარდაისმა. რომელზეც ასევე დიდი ზეწოლაა და დიდი სემიც კოლეგის მდგომარეობაში შევიდა, ასეთ დროს რომ გაგაღიზიანებენ, შენც არაადეკვატური ხდები და პირსონის გამტყუნება გამიჭირდებაო.
მის "ჩაქუჩებს" კი ბოლო 13 მატჩიდან ერთადერთი აქვთ მოგებული და ახლა "ბარნლის" დაუხვდებიან, რომლისთვისაც ეს "ან ახლა ან არადსროს" ტიპის მატჩია და თუ შონ დაიჩის ბიჭები დამარცხდებიან, შეგვეძლება თქმა, რომ პირველი გავარდნილი გუნდის ვინაობა გვეცოდინება.
საბოდიშო არაფერი აქვს "საუთჰემპტონის" ხელმძღვანელობას. პირიქით, გუნდი ბრწყინვალედ თამაშობს და ევროზონაში მოხვედრასთან ძალიან ახლოსაა. უფროსობას კი ბევრად უფრო შორსმიმავალი გეგმებიც ჰქონია...
"ვფიქრობ, ჩვენ უკვე გვაქვს გეგმა და სწორი მიმართულება, რომელიც 5-წლიან პერიოდში ჩემპიონთა ლიგამდე მიგყვიყვანს. იქამდე კი სტაბილურად უნდა დავმკვიდრდეთ ექვსეულში.
დავამტკიცეთ, რომ სერიოზული მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია და პროგრესი გვაქვს. წინა სეზონი მე-8 ადგილზე ჩავამთავრეთ, ახლა კი მჯერა, რომ ჩემპიონატის ექვსეულში დასრულება ძალგვიძს", - თქვა "წმინდანების" აღმასრულებელმა დირექტორმა ლეს რიდმა.
საიუბილეო დაპირისპირება
"საუთჰემპტონი" გასავარდნ ზონაში ჩაშვებულ "სანდერლენდს" სტუმრობს "ლაითზე" და სრულიად არალაითი მატჩი ელოდება. თუმცა გუნდი ევროპალიგის საგზურს მე-7 ადგილზე გასვლის შემთხვევაში მაინც მოიპოვებს, თუ ასოციაციის თასის ფინალში "ასტონ ვილა" "არსენალს" ვერ დაამარცხებს. რა დროს თასია, როდესაც ბირმინგემელებს პრემიერლიგაში აქვთ ურთულესი მდგომარეობა და "ევერტონთან" საშინაო მატჩში უნდა გაახერხონ რამე. ეს გუნდები ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით მე-200 შეხვედრას ჩაატარებენ ერთმანეთში.
"არსენალი" კი გადარჩენისთვის მებრძოლ კიდევ ერთ გუნდს, სტივ ბრიუსის "ჰალს" ეწვევა ორშაბათს და ტურიც ამით დასრულდება.
პრემიერლიგა. XXXV ტური
შაბათი. 2 მაისი
ლესტერი-ნიუკასლი15:45
დისკვალიფიკაცია: - სისე
ტრავმა: შლუპი, ნიუჯენტი, ბაკაიოგო - ჰაიდარა, დამეტი, ტიოტე, აარონსი, ს. ტეილორი
ბოლო 6 მატჩი
+4 =0 -2 +0 =0 -6
ურთიერთშეხვედრები
სულ 75 თამაში: +28 =16 -31 (118-110)
ასტონ ვილა-ევერტონი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბეიკერი, აგბონლაჰორი, ჰატონი, კლარკი, ჰერდი - პიენაარი, ოვიედო, ჰიბერტი, გიბსონი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +5 =1 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 199 თამაში: +72 =53 -74 (106-112)
ლივერპული-ქპრ 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალბერტო მორენო, ლუკასი, სტარიჯი, ფლენეგანი - ტრაორე, დაფტი, რ. ფერდინანდი, ფურლონგი, ფორლინი, ვარგასი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +32 =6 -7 (78-39)
სანდერლენდი-საუთჰემპტონი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალვარესი, ბრაუნი, ჯაკერინი - ჯურიჩიჩი, გალაჰერი, ჯეი როდრიგესი, ფორსტერი, მაიუკა
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +9 =9 -17 (34-54)
სუონსი-სტოკი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კეროლი, გომისი, ნოტონი - მუნიესა, ბოიანი, მოზესი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +3 =2 -0 (12-5)
ვესტ ჰემი-ბარნლი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დემელი, ჰენრი, სახო, ტომკინსი, კეროლი - მარნი, დამიგენი, კ. ლონგი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 49 თამაში: +20 =12 -17 (93-88)
მანჩესტერი-ვესტ ბრომვიჩი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რაფაელი, ჯონსი, როხო - ფოსტერი
ბოლო 6 მატჩი
+4 =0 -2 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 109 თამაში: +48 =26 -35 (209-170)
კვირა. 3 მაისი
ჩელსი-კრ. პალასი16:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კრემი, დიეგო კოშტა - თომასი, შამახი
ბოლო 6 მატჩი
+5 =1 -0 +4 =0 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +13 =9 -3 (45-22)
ტოტენჰემი-სიტი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: უოკერი - ნასრი, კლიში, კომპანი, იოვეტიჩი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 +3 =0 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 127 თამაში: +48 =30 -49 (172-198)
ორშაბათი. 4 მაისი
ჰალი-არსენალი16:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რობერტოსნი. დიამე, სნოდგრასი - დიაბი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +5 =1 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +1 =1 -5 (6-16)
ბომბარდირები:
21 - სერხიო აგუერო (სიტი); 20 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 19 - დიეგო კოშტა (ჩელსი), 17 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 14 - ალექსის სანჩესი (არსენალი), ოლივიე ჟირუ (არსენალი); 13 - ედენ აზარი (ჩელსი); 12 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"