* ლონდონის "ჩელსიმ" პრემიერლიგის ხანაში მეოთხედ მოიპოვა ტიტული.
* "მანჩესტერ იუნაიტედმა" 1989 წლის მერე პირველად წააგო ზედიზედ სამ ტურში ისე, რომ გოლიც არ გაუტანია.
მოხდა ის, რაც მოსახდენი იყო - გუნდმა, რომელმაც პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი ყველაზე სტაბილურად და დაბალანსებულად ჩაატარა, დამსახურებულად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. "ჩელსიმ" ეს "კრისტალ პალასთან" შეხვედრაში გააკეთა და "სტემფორდ ბრიჯმაც" მეოთხე პრემიერლიგა, სულ კი, ინგლისის მეხუთე ჩემპიონობა იზეიმა.
სიმბოლურია, რომ გამარჯვების გოლი ზედიზედ მესამე მატჩის წამგებ "არწივებს" წლის
"კრისტალ პალასის" მხრიდან ჯეისონ პანჩონსა და უილფრიდ ზაჰას კი ჰქონდათ საგოლე შანსები, მაგრამ "ლურჯებმა" თავისას მიაღწიეს, ეს მათი დღე იყო.
(ვერ) გატანილი პენალტების ტური
ტური კი გატანილი თუ ვერგატანილი პენალტებითა და წითელი ბარათების სიუხვით გამოირჩა. მაგალითად, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზედიზედ ორი სეზონია, "ოლდ ტრაფორდზე" "ვესტ ბრომვიჩთან" აგებს. ტონი პულისმა თავის სტილში იმარჯვა, გოლიც პულისური იყო - კრის ბრანტის ჯარიმიდან დარტყმული იონას ოლსონს მოხვდა და კარში ისე შევარდა, დავიდ დე ხეას შანსი არ ჰქონია. უშუალოდ პულისისთვის, რომელიც ბევრს ამწარებს ხოლმე, ეს პირველი გამარჯვება გახლდათ "მანჩესტერის" წინააღმდეგ. იქამდე მას ამ გუნდთან 10 წაგება და ერთი ფრე ჰქონდა.
რობინ ვან პერსი კი ხანგრძლივი პაუზის მერე ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და პენალტი რომ გამოეყენებინა, "წითელი ეშმაკები", სულ ცოტა, არ წააგებდნენ. "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს ბურთის ფლობა 81% ჰქონდათ და სხვა სტატისტიკურ მონაცემებშიც დიდ უპირატესობას რომ ფლობდნენ, ოქმში თუ ჩაიხედავთ, მარტივად დარწმუნდებით ამაში, მაგრამ ლუი ვან გაალმა მიჯრით მესამედ წააგო, თან ისე, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტის კლუბმა გოლი ვერ გაიტანა.
ქალაქის მეორე გუნდმა "სიტიმ" ამით ისარგებლა და "უაით ჰართ ლეინზე" "ტოტენჰემი" წააქცია. "დეზებმა" თითქოს, ომახიანად დაიწყეს და ჯამში, რამდენიმე მომენტი შექმნეს კიდეც, მაგრამ მთლიანობაში, მანუელ პელეგრინის გუნდი უკეთესი იყო და "ქალაქელებმა" დაუმსახურებლად მოიგესო, ვერ ვიტყვით.
უშუალოდ ჰარი კეინისა და სერხიო აგუეროს დუელშიც ამ უკანასკნელს დარჩა გამარჯვება. კუნმა დავიდ სილვას მშვენიერი პასის მერე გაიტანა. ეს გოლი კლასიკურ კონტრიერიშს მოჰყვა და სულ სამი მონაწილე ჰყავდა - ჯო ჰარტი, სილვა და აგუერო. ახლა არგენტინელი უკვე 2 ბურთით უსწრებს კეინს, რომელიც ცდილობდა და რამდენჯერმე შორიდან დაარტყა კიდეც, მაგრამ ამაოდ. სხვათა შორის, "დეზები" სერხიოს საყვარელი მეტოქეები არიან, მას ამ გუნდის წინაღმდეგ 7 მატჩი აქვს ჩატარებული და 10 გოლი გატანილი. "ტოტენჰემი" კი ამ მარცხით ოთხეულისთვის ოცნებას დაემშვიდობა.
სხვა ამბები
ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა ამჯერად არ გამოუვა არც "საუთჰემპტონს", რომელსაც ხუმრობით თუ ვიტყვით, 12 მეტოქე ეთამაშებოდა. არბიტრი მაიკ ჯონსიც "სანდერლენდისკენ" გახლდათ, ხოლო მას მერე, რაც მან "წმინდანებს" ჯეიმს უორდ-პრაუსი გაუძევა, მინდორზე 12/10-ზე დარჩნენ. ჯოუნსმა "საუთჰემპტონის" კარში ორი პენალტიც დანიშნა... პლუს "შავ კატებს" კარგი ადვოკატი ჰყავდათ დიკ ადვოკაატის სახით, რომელმაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.გარკვეულ შანსს ინარჩუნებს "ლივერპული", რომელმაც საკუთარ "ენფილდზე" ქპრ-ს აჯობა. ფილიპე კოუტინიოს გოლით მერსისაიდელები კი იგებდნენ, მაგრამ ლეროი ფერმა გაათანაბრა. სტივენ ჯერარდმა, რომელიც თავის ბოლოსწინა შეხვედრას ატარებდა "ენფილდზე", პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ შეუძლებელი გახლდათ, ამ სევდიან ლეგენდას ყველაფერში ასე არ გამართლებოდა და მოგვიანებით მან მაინც შეაგდო და სრულიად "ენფილდი" სიხარულისგან შეიშალა.
სტადიონის თავზე კი თვითმფრინავმა გადაიფრინა და ცაში ბრენდან როჯერსის საწინააღმდეგო მესიჯი დატოვა - ჩრდილოირლანდიელი უნდა წავიდეს და რაფაელ ბენიტესი დაბრუნდესო...
"ქუინზ პარკ რეინჯერსი" ამ წაგების მერე გაიწირა. შემდეგ ტურში მარცხი და გუნდი ოფიციალურად დაქვეითდება, შემდეგ ტურში კი ქპრ "სიტის" სტუმრობს... ანალოგიურ სიტუაციაშია "ბარნლიც", რომელიც "ბოლეინ გრაუნდზე" ცუდ ფორმაში მყოფ "ვესტ ჰემთან" დამარცხდა. ალბათ, შონ დაიჩის ბიჭებსაც დავემშვიდობებით, სემ ალარდაისმა კი ამ მოგებით ოდნავ ამოისუნთქა.
გადარჩენისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩაება "ნიუკასლიც", რომელმაც ზედიზედ მე-8 თამაში წააგო. ჯონ კარვერმა აღარ იცის, რა ქნას და რა თქვას. სამაგიეროდ, თვითკმაყოფილებით ტკბება ნაიჯელ პირსონი, რომლის "ლესტერმაც" ბოლო ექვსი მატჩიდან მე-5 მოიგო და "მელიები" ადგილის შენარჩუნებასთან ძალიან ახლოს არიან. ლესტერშირელებმა ძალიან დაჩაგრეს ჯორდები და აბსოლუტურად სამართლიანად იმარჯვეს, სხვაობა უფრო დიდიც შეიძლებოდა ყოფილიყო. კლუბის საუკეთესო ბომბარდირი ლეონარდო ულოა დუბლით გამოირჩა.
დიდი ნაბიჯი გადადგა წინ "ასტონ ვილამაც". ტიმ შერვუდის ხელში ისევ ძველებურად ათამაშებულმა კრისტიან ბენტეკემ ორი გოლი შემოგვთავაზა, რასაც ტომ კლევერლიმ დაამატა ერთი და ეს საკმარისი გამოდგა ფორმაში შესული "ევერტონის" დასამარცხებლად. რომელუ ლუკაკუმ თანამემამულე ბენტეკეს მხოლოდ ერთით უპასუხა და მატჩის მიწურულს ფილ ჯაგიელკამაც შეაგდო, მაგრამ მერსისაიდელებს დრო აღარ დარჩათ.
ამით ევერტონელების 6-თამაშიან წაუგებელ სერიას დაესვა წერტილი, ხოლო "ვილამ" შერვუდის ჟამს უკვე მე-6 შეხვედრა მოიგო, მე-12 მცდელობიდან. 2012/13 წლების სეზონის დაწყებიდან დღემდე, პრემიერლიგაში ბენტეკეზე მეტი გოლი მხოლოდ 3 ფეხბურთელს აქვს გატანილი - ლუის სუარესს, აგუეროს და ვან პერსის.
ჩემპიონშიპი
დასრულდა რეგულარული სეზონი ჩემპიონშიპი, რომლის გამარჯვებულიც სეზონის სენსაცია "ბორნმუთი" გახდა. ამ კლუბთან ერთად პრემიერლიგის პირდაპირი საგზური "უოტფორდმა" მოიპოვა. პლეი-ოფში კი მესამე საგზურისთვის ერთმანეთს "ნორვიჩი", "მიდლსბრო", "ბრენტფორდი" და "იფსვიჩი" შეებმებიან. სტივ მაკლარენის "დერბი ქაუნთიმ" ამ ზონაში ადგილი ბოლო ტურში მარცხით დაკარგა. პრემიერლიგა. XXXV ტური
2 მაისი
ლესტერი-ნიუკასლი 3:0
გოლები: 1:0 ულოა (1), 2:0 მორგანი (12), 3:0 ულოა (48-პენ.)
ლესტერი (5-3-2): შმეიხელი - ოლბრაიტონი, ვასილევსკი (68. დე ლაეტი), ჰუტი, მორგანი, შლუპი - ჯეიმსი, კამბიასო (74. ჰამონდი), მაჰრეზი - ვარდი, ულოა (78. კრამარიჩი)
ნიუკასლი (4-3-1-2): კრული - იანმაატი, უილიამსონი, კოლოჩინი, დამეტი - კოლბეკი, ტეილორი (58. ს. დე იონგი), გუტიერესი - სისოკო - ა. პერესი (74. არმსტრონგი), რივიერი (64. ანიტა)
გაფრთხილება: ჯეიმსი - იანმაატი, გუტიერესი, უილიამსონი, უილიამსონი, დამეტი იანმაატი
გაძევება: უილიამსონი (62), იანმაატი (90+1)
კუთხური: 10-7 ჯარიმა: 10-13 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 19(7)-12(3) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 31 576
ასტონ ვილა-ევერტონი 3:2
გოლები: 1:0 ბენტეკე (10), 2:0 ბენტეკე (45), 2:1 ლუკაკუ (59-პენ.), 3:1 კლევერლი (64), 3:2 ჯაგიელკა (90+2)
ასტონ ვილა (4-3-3): გივენი - ბაკუნა (81. ჰატონი), ოკორე, ვლაარი, რიჩარდსონი - კლევერლი, ვესტვუდი (75. სანჩესი), დელფი - ნ’ზოგბია (90. ჯ. კოული), გრილიში, ბენტეკე
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, სოუნსი, ჯაგიელკა, ბეინსი - ბერი, მაკარტი - ლენონი, ნეისმიტი (75. ბარკლი), მირალასი (75. ოსმანი) - ლუკაკუ
გაფრთხილება: ვლაარი, გივენი - კოულმენი
კუთხური: 5-3 ჯარიმა: 13-12 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 11(4)-9(5) ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 37 859
ლივერპული-ქპრ 2:1
გოლები: 1:0 კოუტინიო (19), 2:0 ჯერარდი (87)
ჯერარდმა ვერ გაიტანა პენალტი (80. მეკარე)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - ჯანი, შკრტელი, ლოვრენი, ჯონსონი (84. მარკოვიჩი) - ჰენდერსონი, ჯერარდი (89. ლუკასი), კოუტინიო - სტერლინგი, ლალანა (68. აიბი), ლამბერტი
ქპრ (4-4-1-1): გრინი - ონუოჰა, დანი, კოლკერი (46. იუნი), ჰილი - ფილიპსი, ბარტონი, სანდრო, ჰენრი (71. ზამორა) - ფერი - ოსტინი
გაფრთხილება: ჯერარდი, ლოვრენი - სანდრო, დანი, ონუოჰა, ონუოჰა, ოსტინი
გაძევება: ონუოჰა (82)
კუთხური: 9-6 ჯარიმა: 9-18 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 25(8)-10(2) ბურთის ფლობა: 64%-34%
მაყურებელი: 44 707
სანდერლენდი-საუთჰემპტონი 2:1
გოლები: 1:0 გომესი (21-პენ.), 1:1 მანე (22), 2:1 გომესი (55-პენ.)
სანდერლენდი (4-3-3): პანტილიმონი - ჯოუნსი, კოატესი, ო’ში (31. ვერხინი), ვან აანჰოლტი - ლარსონი (82. როდუელი), კატერმოლი, გომესი - დეფო (82. ჯონსონი), ვიქჰემი, გრემი
საუთჰემპტონი (4-2-3-1): დევისი - კლაინი, ფონტე, იოშიდა, ბერტრანი - ვანიამა (66. დევისი), ალდერვეირელდი - ლონგი (46. ჯურიჩიჩი), უორდ-პრაუსი, მანე (70. ელია) - პელე
გაფრთხილება: ჯოუნსი, კატერმოლი - ვანიამა, პელე
გაძევება: უორდ-პრაუსი (54)
კუთხური: 1-1 ჯარიმა: 12-13 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 12(6)-11(2) ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 39 613
სუონსი-სტოკი 2:0
გოლები: 1:0 მონტერო (76), 2:0 კი (90+2)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - რანხელი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - კორკი, შელვი - დაიერი (78. კი), სიგურდსონი, მონტერო (90. ბეროუ) - ოლივეირა
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ბერდსლი, შოუკროსი, უილსონი, პიტერსი - უელანი, ნ’ზონზი - უოლტერსი (80. ოდემვინგი), ადამი (71. აირლენდი), არნაუტოვიჩი - დიუფი (80. კრაუჩი)
გაფრთხილება: რანხელი - არნაუტოვიჩი, უილსონი, უილსონი, შოუკროსი
გაძევება: უილსონი (84)
კუთხური: 6-2 ჯარიმა: 9-18 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 16(4)-9(3) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 20 661
ვესტ ჰემი-ბარნლი 1:0
გოლი: 1:0 ნოუბლი (24-პენ.)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ჯენკინსონი, კოლინსი, ბურკი, კრისუელი - ნოუბლი, კუიატე - დაუნინგი, ნოლანი (79. ნენე), ამალფიტანო - ე. ვალენსია (82. კ. კოული)
ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი - ტრიპიერი, დაფი, შეკელი, მი - ბოიდი (46. კინი), არფილდი, ჯოუნსი, ტეილორი (81. უოლასი) - ბარნსი (79. სორდელი) - ინგსი
გაფრთხილება: ე. ვალენსია, ნოუბლი, დაუნინგი - უოლასი, მი
გაძევება: დაფი (23)
კუთხური: 13-3 ჯარიმა: 11-7 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 28(6)-8(2) ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 34 946
მანჩესტერი-ვესტ ბრომვიჩი 0:1
გოლი: 0:1 ოლსონი (63)
მანჩესტერი (4-1-4-1): დე ხეა - ა. ვალენსია, სმოლინგი, მაკნეირი (84. ფალკაო), ბლინდი (63. დი მარია) - ერერა - მატა, ფელაინი, რუნი, იანგი - ვან პერსი
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი, ოლსონი, ლესკოტი - გარდნერი (89. უიზდომი), მულუმბუ (76. ბერდი), იაკობი, ფლეტჩერი, ბრანტი - ბერაჰინო (80. იდეიე ბრაუნი)
შენიშვნა: ვან პერსიმ ვერ გაიტანა პენალტი (74)
გაფრთხილება: მაკნეირი -
კუთხური: 9-3 ჯარიმა: 10-11 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 26(9)-6(3) ბურთის ფლობა: 81%-19%
მაყურებელი: 75 454
3 მაისი
ჩელსი-კრ. პალასი 1:0
გოლი: 1:0 აზარი (45)
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - ფაბრეგასი, მატიჩი - კუადრადო (46. ობი მიკელი), ვილიანი (85. ზუმა), აზარი (90+2. ფილიპე ლუიში) - დროგბა
კრ. პალასი (4-4-1-1): სპერონი - მარიაპა (60. კელი), დანი, დელანი, უარდი - პანჩონი (71. სანოგო), მაკარტური, ლედლი, ზაჰა - მატჩი (61. მარეი) - ბოლაზი
შენიშვნა: აზარმა ვერ გაიტანა პენალტი (45)
გაფრთხილება: ივანოვიჩი, ტერი - მარიაპა, დანი
კუთხური: 3-6 ჯარიმა: 12-13 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 17(7)-8(1) ბურთის ფლობა: 62%-32%
მაყურებელი: 41 566
ტოტენჰემი-სიტი 0:1
გოლი: 0:1 აგუერო (29)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - დაიერი, ფასიო, ვერტონგენი, როუზი - ბენთალები, მეისონი (70. პაულინიო) - ლამელა, ერიკსენი (59. სოლდადო), შადლი (84. ადებაიორი) - კეინი
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, დემიკელისი, მანგალა, კოლაროვი - ფერნანდო, ფერნანდინიო - მილნერი, ლამპარდი (73. ნასრი; 76. ბონი), სილვა - აგუერო (89. ბოიატა)
გაფრთხილება: ბენთალები, მეისონი, კეინი - მილნერი, საბალეტა, კოლაროვი, სილვა
კუთხური: 8-7 ჯარიმა: 6-11 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 21(5)-15(4) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 35 784
4 მაისი
ჰალი-არსენალი 23:00
ბომბარდირები: 22 - სერხიო აგუერო (სიტი); 20 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 19 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 17 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 14 - ალექსის სანჩესი (არსენალი), ოლივიე ჟირუ (არსენალი), ედენ აზარი (ჩელსი).
მომდევნო ტური
9 მაისი:
ევერტონი-სანდერლენდი, ასტონ ვილა-ვესტ ჰემი, ჰალი-ბარნლი, ლესტერი-საუთჰემპტონი, ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი, სოკი-ტოტენჰემი, კრ. პალასი-მანჩესტერი
10 მაისი:
სიტი-ქპრ, ჩელსი-ლივერპული
11 მაისი:
არსენალი-სუონსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"