ლონდონის "ჩელსიმ" ჩემპიონობა გაინაღდა და შესაძლოა, "ლივერპულთან" შეხვედრაში სულ ოდნავ მოდუნებული გავიდეს მინდორზე, მაგრამ აბა როგორ ვთქვათ, ჟოზე მოურინიო რამეს დათმობსო, როდესაც იგი "ლურჯებთან" ერთად შინ თითქმის არასდროს აგებს.
მოურინიოს "არსენალის", "მანჩესტერ იუნაიტედის", "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ სულ უკვე 40-ჯერ აქვს ნათამაშები და აქედან მხოლოდ 3-ჯერ წააგო... ფენომენალური მაჩვენებელია.
არადა, "ლივერპულს" მხოლოდ მოგება სჭირდება, ევროპალიგის საგზური "ენფილდის" ბინადრებს 90%-ით გარანტირებული აქვთ და საკითხავი ის არის, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის გაიბრძოლებენ თუ
"წითელ ეშმაკებს" კი ადვილი მატჩი არ ელით, ისინი "კრისტალ პალასს" სტუმრობენ. ალან პარდიუს მზაკვრული გეგმები აქვს. ამ კლუბებს ის აერთიანებთ, რომ ორივემ ზედიზედ სამჯერ წააგო და ორივემ ისე, რომ გოლიც ვერ გაიტანა. ლუი ვან გაალმა კი იცის, რომ თუ ეს მატჩი ვერ მოიგო, შემდეგ ტურში საოცარ ფორმაში მყოფ "არსენალთან" ელოდება ჭიდილი და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდებს თავს, ოთხეულს მიღმა დარჩენა კი ისეთი ფიასკო იქნება, რომ შესაძლოა, ჰოლანდიელის წასვლაც კი დადგეს დღის წესრიგში.
"ჰალთან" საფეხბურთო მასტერკლასის მერე, ხსენებული "არსენალი" "სუონსის" ხვდება. "მეთოფეებს" ისევ ორშაბათის მატჩი აქვთ. "თეთრი გედების" სათამაშო სტილსაც თუ გავითვალისწინებთ, თვალსასეირო შეხვედრა უნდა გამოვიდეს. უელსელებს მათთვის ძალიან პრესიჟული მე-8 ადგილი თითქმის განაღდებული აქვთ "სტოკის" დამარცხების მერე და ახლა ლონდონელების წინააღმდეგ შეეცდებიან თავის გამოდებას.
დიდი აურზაურია ცხრილის ქვედა ნაწილში. ქპრ "მანჩესტერ სიტის" სტუმრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ალბათ ქუინზპარკელების გავარდნა გაოფიციალურდება. "ბარნლი" კი "ჰალთან" შეხვედრაში შეეცდება ხავსს ჩაეჭიდოს, მაგრამ "ვეფხვებს" გამარჯვება არანაკლებ სჭირდებათ.
გამოვარჩიოთ "ნიუკასლიც", რომელსაც ზედიზედ 8 წაგება აქვს და ელვისსისწრაფით მიემართება გასავარდნი ზონისკენ. ჯორდები ყველანაირი გაგებით რთულ მდგომარეობაში არიან.
რთულია აბა, რა არის, როდესაც მოგება გჭირდება და ტონი პულისს უნდა ეთამაშო...
ის ფაქტი, რომ საკუთარ კედლებში თამაში დიდი ვერაფერი შვებაა, ეს წინა ტურში თავის თავზე "მანჩესტერ იუნაიტედმაც" გამოსცადა, როდესაც "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხდა. სხვათა შორის, პულისი ძალიან გაბრზებული იყო თავის ფეხურთელებზე, რადგან მატჩამდე მათ გასახდელში შეუსწრო, როდესაც ისინი უკვე დასრულებული მატჩების ანგარიშებს ათვალიერებდნენ თავიანთ სმარტფონებში და კონკურენტების წარუმატებლობებით ხარობდნენ.
პულისმა აღნიშნა, რომ მათ სერიოზული საყვედური უთხრა, რადგან ასეთი საქციელი კონცენტრაციაზე ცუდად მოქმედებს და ეს კინაღამ ძვირად დაგვიჯდაო.
ახლა თავად წარმოიდგინეთ, რა მოტივირებული გავა მინდორზე "ალბიონი", რომელმაც დარჩენა ფაქტიბრივად კი გაინაღდა, მაგამ მაინც.
პრემიერლიგა. XXXVI ტური
შაბათი. 9 მაისი
ევერტონი-სანდერლენდი15:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ოვიედო, პიენაარი, ჰიბერტი, გიბსონი - ო’ში, ფლეტჩერი, ალვარესი, ბრაუნი, ჯაკერინი
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 159 თამაში: +70 =26 -63 (264-250)
ასტონ ვილა-ევერტონი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბეიკერი, აგბონლაჰორი, კლარკი, ჰერდი - დემელი, ჰენრი, ტომკინსი, სახო, კეროლი
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 93 თამაში: +32 =29 -32 (143-147)
ჰალი-ბარნლი 18:00
დისკვალიფიკაცია: - დაფი
ტრავმა: მეილერი, დიამე, დევისი, სნოდგრასი - ვოუკსი, მარნი, ლონგი
ბოლო 6 მატჩი
+2 =0 -4 +0 =1 -5
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0 =0 -3 (1-7)
ლესტერი-საუთჰემპტონი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კინგი, ნიუჯენტი, ბაკაიოგო - ტადიჩი, გალაჰერი, ჯეი როდრიგესი, ფორსტერი, შნედერლენი, მაიუკა
ბოლო 6 მატჩი
+5 =0 -1 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +11 =13 -15 (56-64)
ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი 18:00
დისკვალიფიკაცია: იანმაატი, უილიამსონი -
ტრავმა: ელიოტი, ჰაიდარა, ტიოტე, ს. ტეილორი - ფოსტერი
ბოლო 6 მატჩი
+0 =0 -6 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 105 თამაში: +39 =28 -38 (171-173)
სტოკი-ტოტენჰემი 18:00
დისკვალიფიკაცია: უილსონი -
ტრავმა: კამერონი, მოზესი, ბოიანი - დეივისი, უოკერი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 65 თამაში: +16 =15 -34 (67-102)
კრ. პალასი-მანჩესტერი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: თომასი, კემპბელი, შამახი - ევანსი, შოუ, რაფაელი, როხო, კერიკი
ბოლო 6 მატჩი
+3 =0 -3 +3 =0 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +5 =6 -18 (25-52)
კვირა. 10 მაისი
სიტი-ქპრ16:30
დისკვალიფიკაცია: - ონუოჰა
ტრავმა: ნასრი, ნავასი, კომპანი, იოვეტიჩი, იაია ტურე - კოლკერი, სარატე, ტრაორე, დაფტი, რ. ფერდინანდი, ფურლონგი, ფორლინი, ვარგასი
ბოლო 6 მატჩი
+4 =0 -2 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +15 =13 -9 (46-38)
ჩელსი-ლივერპული 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დიეგო კოშტა, რამირესი - ბალოტელი, სტარიჯი, სახო, ფლენეგანი
ბოლო 6 მატჩი
+5 =1 -0 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 143 თამაში: +49 =30 -64 (198-220)
ორშაბათი. 11 მაისი
არსენალი-სუონსი23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არტეტა, დებიუში, დიაბი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი - რუტლეჯი, კეროლი, გომისი, ნოტონი
ბოლო 6 მატჩი
+5 =1 -0 +4 =1 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +5 =1 -5 (14-16)
ბომბარდირები:
22 - სერხიო აგუერო (სიტი); 20 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 19 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 17 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 16 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 14 - ოლივიე ჟირუ (არსენალი), ედენ აზარი (ჩელსი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"