საით გაუხვევს სიუჟეტი?

AutoSharing Option

რად უნდა ლაპარაკი, რომ პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩებიდან თვალს ყველაზე მეტად „უაით ჰართ ლეინზე“ კვირას დანიშნული შეხვედრა ხვდება - „ტოტენჰემ ჰოთსპური“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მასპინძლობს. ბოლოს, ლონდონის ამ სტადიონზე „სფურზმა“ მანჩესტერელი სტუმრები 2001 წელს დაამარცხა - 3:1. მაშინ პოლ სქოულზი და რაიან გიგზი თავჩაქინდრულნი სტოვებდნენ მოედანს და ნამდვილად არ ფიქრობდნენ იმაზე, რომ ზუსტად ათი წლის შემდეგ კვლავ ექნებოდათ იმავე მეტოქესთან, იმავე სტადიონზე თამაშის შანსი და, რაც მთავარია, მთელი ამ ხნის განმავლობაში, უფრო ზუსტად კი 19 დაპირისპირებაში ერთხელაც არ დამარცხდებოდნენ.

მაგრამ, ხვალ,

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა იყო ბოლო ათი წლის განმავლობაში. თუ „დეზებს“, ამ სეზონში, ოთხეულში მოხვედრა უნდათ (შესაძლო ჩემპიონობაზე რომ არაფერი ვთქვათ), აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ. ლონდონელთა წარმატების შემთხვევაში, ცხრილში, რომელსაც სათავეში 44 ქულით სწორედ „იუნაიტედი“ უდგას, ბევრი რამ შეიცვლება, ხოლო ჩემპიონატს, ვინ მოთვლის მერამდენედ, გადაუსხვაფერდება სცენარი.

მოგეხსენებათ, სანამ ამერიკაში შესვენებაა, ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდების დროინდელი ვარსკვლავი დევიდ ბექჰემი ლონდონშია და „ტოტენჰემთან“ ერთად ვარჯიშობს. „ბექზს“ ფორმის შესანარჩუნებლად  „დეზების“ ოფიციალურ შეხვედრებშიც უნდოდა მონაწილეობა, ხოლო პრესა მის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ თამაშზე უკეთესს რას ინატრებდა, მაგრამ ყოფილი გმირისა და მისი გმირად შემქმნელი გუნდის დაპირისპირება ვერ შედგება - ბექჰემის ამერიკული გუნდი „ლოს ანჯელეს გელექსი“ ვეტერანს თამაშის ნებას არ რთავს. სხვათა შორის, ზემოთ ნახსენებ ათი წლის წინანდელ შეხვედრაში ბექჰემს მონაწილეობა არ მიუღია.

ითამაშებს თუ არა ხვალ სქოულზი, უცნობია. ის ნოემბრის შემდეგ საზარდულს მკურნალობს, აი, გიგზს კი უეჭველად ვიხილავთ. ვნახავთ უეინ რუნისა და ნემანია ვიდიჩსაც, რომლებმაც წინა შეხვედრა გამოტოვეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი ვიდიჩის გამოჩენაა, რადგან კრიტიკოსებმა ბოლო ხანს „იუნაიტედს“ სწორედ დაცვაში დაუწუნეს თამაში.

შეგახსენებთ, რომ რუნის 2010 წლის მარტის შემდეგ კომბინაციიდან ანუ პენალტის დაუხმარებლად გოლი არ ჰქონდა გატანილი და მხოლოდ 2011 წლის 1 იანვარს, „ვესტ ბრომვიჩთან“ შეხვედრაში გატეხა ნავსი, მაგრამ იმავე შეხვედრაში კოჭი იტკინა და შემდეგი ორი თამაშის გამოტოვება მოუხდა.

და რაკიღა ახლანდელი ამბების ათი წლის წინანდელთან შედარებით დავიწყეთ: ახლანდელი „ტოტენჰემი“ გაცილებით უკეთესი გუნდია და მიზნებიც გაცილებით სეროიზული აქვს. „დეზებმა“ მიმდინარე ჩემპიონატში ერთადერთხელ წააგეს, „უიგან ატლეტიკთან“, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კი სტუმრად შვიდი ფრე ითამაშა და მხოლოდ ორჯერ წააგო.

სტუმრად შვიდი ფრე და ორი მოგება „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ შესაძლოა მთლად საამაყო შედეგი ვერ არის, მაგრამ „ლივერპულისთვის“ ოცნებაზე მეტია - მერსისაიდელებმა ოთხშაბათს „ბლექპულთან“ წააგეს და ახლა საქალაქო დერბის ასე ხვდება: 11 შეხვედრიდან ორი ფრე, ერთი გამარჯვება და დანარჩენი მარცხი. კენი დალგლიშის ეფექტი ჯერ არ ამოქმედებულა.

ლეგენდარულმა კაცმა პირველი თამაში ფეხბურთის ასოციაციის თასზე წააგო, მეორე პრემიერლიგაში, ოღონდ სტუმრად და ახლა, „წითლების“ ფანებს შეუძლიათ გული იმით გაიკეთონ, რომ დალგლიში შინ პირველად თამაშობს და აი, აქ კი გატეხავს ნავსს - შოტლანდიელი ვარსკვლავი, რომელიც მთელი ცხოვრება „ევერტონის“ „ტანჯვა-წვალებით“ იყო ცნობილი, იმედოვნებს, რომ ძველ ტრადიციას აღადგენს. მეორე მხრივ კი ჩახედეთ ცხრილს: „ევერტონი“ და „ლივერპული“ ქულებით ტოლად არიან.

ფეხბურთის ასოციაციის თასზე „იფსვიჩთან“ 7:0 გამარჯვების შემდეგ „დიდი შემოტრიალებისთვის“ ემზადება „ჩელსიც“. ინგლისის ჩემპიონი დღეს „ბლექბერნს“ მასპინძლობს. იმავე „იფსვიჩმა“ სამი დღის შემდეგ „ქარლინგის თასზე“ 1:0 მოუგო „არსენალს“. „მეთოფეები“ ლონდონშივე, ოღონდ სტუმრად, „ვესტ ჰემს“ ეთამაშებიან.

დღეს
ჩელსი-ბლექბერნი 19:00
ტრავმა: მიკელი, ალექსი, ჟირკოვი, ბენაიუნი - ჯონსი, გრელა, ენდრიუსი, რობერტსი


მანჩესტერ სიტი-ვულვზი 19:00
დისკვალიფიკაცია: ელოკობი (ვულვზი)
ტრავმა: რიჩარდსი, ბალოტელი - მენსიენი, ედუარდსი, ნაითი, გედიურა, დევისი


სტოკლი-ბოლტონი 19:00
ტრავმა: სიდიბე - სტეინსონი, ჰოლდენი, ო’ბრეინი, სემუელი, გარდნერი


ვესტ ბრომვიჩი-ბლექპული 19:00
დისკვალიფიკაცია: ოლსონი (ვესტ ბრომვიჩი)
ტრავმა: რიდი, მეტოკი - გრენდინი, ჰერევუდი, ბეშემი, გილკსი, ოლმონდი, კლარკი


უიგანი-ფულჰემი 19:00
ტრავმა: კლივერლი, დი სანტო, მაკკარტი, მოზესი - ბრიგსი, სენდეროსი, ზამორა


ვესტ ჰემი-არსენალი 21:30
დისკვალიფიკაცია: სანია (არსენალი)
ტრავმა: დაიერი, მაკკარტი, იაკობსენი, ილუნგა, ედგარი, და კოსტა, ჰიცშპერგერი, კოლისონი, კურუში - დიაბი, ალმუნია, ვერმაელენი, ფრიმპონგი, გიბსი, ფაბიანსკი, სკილაჩი


ხვალ
ბირმინგემი-ასტონ ვილა 16:00
დისკვალიფიკაცია: ე. იანგი, ჰესკი (ორივე ასტონ ვილა)
ტრავმა: მაკფადენი, დანი - ლ. იანგი, დელფი

სანდერლენდი-ნიუკასლი 16:00
ტრავმა: მეილერი, კეტერმოლი, ტერნერი, კემპბელი, მენსა - ქეროლი, ტიოტე, ბენ არფა, რ. ტეილორი

ლივერპული-ევერტონი 18:05
დისკვალიფიკაცია: ჯერარდი (ლივერპული)
ტრავმა: კარაგერი - ჯეგიელკა

ტოტენჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი 20:10
დისკვალიფიკაცია: ქაბული, დეფო (ორივე ტოტენჰემი)
ტრავმა: ო’ჰარა, ჰადლსტოუნი, კინგი, ვუდგეიტი - ო’ში, ჰარგრივსი, ვალენსია


1. მანჩესტერი 20 12 8 0 43:19 44        
2. სიტი 22 12 6 4 33:16 42        
3. არსენალი 21 12 4 5 42:22 40        
4. ტოტენჰემი 21 10 6 5 31:25 36        
5. ჩელსი 21 10 5 6 36:19 35        
6. სანდერლენდი 22 8 9 5 25:22 33        
7. ბოლტონი 22 7 9 6 34:29 30        
8. ნიუკასლი 21 8 4 9 34:31 28        
9. ბლექპული 20 8 4 8 29:33 28       
10. ბლექბერნი 22 8 4 10 29:35 28        
11. სტოკი 21 8 3 10 26:26 27        
12. ევერტონი 21 5 10 6 23:25 25        
13. ლივერპული 21 7 4 10 25:29 25        
14. ფულჰემი 21 4 10 7 22:24 22        
15. ბირმინგემი 20 4 10 6 20:25 22       
16. ბესტ ბრომვიჩი 21 6 4 11 26:39 22        
17. ვულვზი 21 6 3 12 21:34 21        
18. ასტონ ვილა 21 5 6 10 23:38 21        
19. უიგანი 21 4 9 8 18:33 21        
20. ვესტ ჰემი 22 4 8 10 22:38 20


ბომბარდირები: 14 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 12 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 11 - ქეროლი (ნიუკასლი); 9 - ტ. კეჰილი (ევერტონი), ელმანდერი (ბოლტონი), ნასრი (არსენალი), ნოლანი (ნიუკასლი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 8 - ბენტი (სანდერლენდი), დროგბა - (ჩელსი), მალუდა (ჩელსი); 7 - ბეილი (ტოტენჰემი), კემპბელი (ბლექპული), შამახი (არსენალი), კ. დევისი (ბოლტონი).

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული