პრემიერლიგა. ბოლო ტურის წინ: "ნიუკასლი" უფსკრულის პირას

AutoSharing Option
პრემიერლიგის ბოლო ტურში სატურნირო კუთხით, რამდენიმე ინტრიგაა შემორჩენილი - უნდა გავიგოთ მესამე გავარდნილი გუნდის ვინაობა; ევროპალიგის ზონაში ადგილებია გასანაწილებელი; "მანჩესტერ იუნაიტედს" მესამე ადგილზე გადასვლის თეორიული შანსი აქვს...

"ნიუკასლ იუნაიტედი" საკუთარ "სენტ ჯეიმს პარკზე" ლონდონის "ვესტ ჰემს" მასპინძლობს და "კაჭკაჭებმა" აუცილებლად უნდა მოიგონ, თორემ მხოლოდ თავის თავზე დამოკიდებულნი აღარ იქნებიან. თუ ჯორდები ვერ მოიგებენ, ხოლო "ჰალი" თავის შეხვედრაში იმარჯვებს, სწორედ "ნიუკასლი" გავარდება, ხოლო "ვეფხვები" უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებენ.

ცუდი "ნიუკასლისთვის" ის არის, რომ სემ ალარდაისი თავის დროზე ამ გუნდიდან არც ისე
კარგად გამოუშვეს და შესაძლოა, მას ვენდეტა სწყუროდეს. გარდა ამისა, "ვესტ ჰემი" ათეულში მოხვედრისთვის იბრძვის.

"ბიჭებმა იციან რომ სრულად კონცენტრირებულნი უნდა იყვნენ. ჩვენ სეზონი უნდა გადავარჩინოთ. მე მათ ვთხოვე, რომ სოციალური ქსელებისგან შორს დაიჭირონ თავი და მხოლოდ მატჩზე იფიქრონ. დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ფანებისაც, მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება" - განაცხადა "ნიუკასლის" მწვრთნელმა ჯონ კარვერმა.

"კაჭკაჭების" გულშემატკივრები კი საპროტესტო აქციებსა და საფინალო სასტვენის მერე შედეგის მიუხედავად, მინდორზე შეჭრას რომ აპირებენ უკვე გაუწყეთ. ისინი კლუბის მფლობელის, მაიკ ეშლის გადადგომას ითხოვენ.

კავშირებსა და ურთიერთობებს თუ განვავრცობთ, სტივ ბრიუსი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ძალიან კარგად ნაცნობი პიროვნებაა, მას ამ კლუბის მაისურით 300-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. "წითელ ეშმაკებს"გასაჭირში მყოფი ბრიუსის გუნდის წინააღმდეგ თავი რომ არ მოეკლათ დიდად გასაკვირ-გასაოცარი ამაში არაფერი იქნებოდა.

თუმცა ინგლისში ფეირ-პლეის წესებს იცავენ. მეორე მხრივ, ამის გარდაც არაფერი იქნება დიდად სასწაულებრივი "ჰალმა" "მანჩესტერს", რომ მოუგოს. ჩვენ კი ვთქვით, რომ "იუნაიტედს" მესამეზე გადასვლის თეორიული შანსი შემორჩა, მაგრამ ამისთვის "არსენალმა" შინ უნდა წააგოს "ვესტ ბრომვიჩთან", ხოლო თავად ლუი ვან გაალის ბიჭებმა დიდსხვაობიანი გამარჯვება უნდა მოიპოვონ - ამჟამად "მეთოფეებს" მანჩესტერელებთან ბურთების სხვაობა +7 აქვთ. მოკლედ, შანსი მართლაც მიზერულია.

შუა კვირაში "არსენალი" "სანდერლენდს" დაუზავდა გადადებულ შეხვედრაში და ამ ქულამ "შავ კატებს" პრემიერლიგაში ადგილი გაუნაღდა. ასე რომ, დიკ ადვოკაატი მშვიდად ჩავა ჩემპიონ "ჩელსისთან" "სტემფორდ ბრიჯზე" სათამაშოდ.

ლონდონელებს მოტივაცია არ ექნებათო, არავინ თქვას, რადგან სწორედ "სანდერლენდია" ის ერთადერთი გუნდი, რომელმაც ჟოზე მოურინიოს "ჩელსის" დედაქალაქში მოუგო, პრემიერლიგის მასშტაბით, პორტუგალიელს შინ მეტჯერ არ წაუგია. "ლურჯები" შურისძიებასაც შეეცდებიან და ასევე იმასაც, რომ ღირსეულად გამოემშვიდობონ გულშემატკივრებს მომავალ სეზონამდე.

ევროპალიგის საგზური ყველაზე მეტად ალბათ "საუთჰემპტონს" სურს, მაგრამ "წმინდანები" ყველაზე უხერხულ მდგომარეობაში არიან - ისინი ქულით ჩამორჩებიან "ტოტენჰემსა" და ორით "ლივერპულს" (მაგრამ ორივეს საგრძნობლად სჯობნიან ბურთების სხვაობით) და თანაც "ეტიჰადზე" გოლებზე დაგეშილი სერხიო აგუეროს წინააღმდეგ მოუწევთ თამაში. მანუელ პელეგრინის მიზანია, "სიტის" უკანასკნელი ტურის შეხვედრა შთამბეჭდავად ჩაატარებინოს. "წმინდანები" კი მე-7 ადგილზე ქვემოთ ვერ ჩამოვლენ და ეს ადგილი ევროპალიგის საგზურს იმ შემთხვევაში მოიპოვებს თუ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში "არსენალი" "ასტონ ვილას" მოუგებს.

ნახსენები "ტოტენჰემი" "გუდისონ პარკზე" "ევერტონს" ეწვევა და წესით, სანახაობრივ შეხვედრას ვიხილავთ. ხოლო "ლივერპული" "ბრიტანიაზე" სტუმრობს "სტოკს" და ლეგენდა სახელად სტივენ ჯერარდი მერსისაიდელთა მაისურით ბოლო მატჩს გამართავს... სევდიანი ამბავია.

ინგლისი. პრემიერლიგა. ბოლო ტური
კვირა. 24 მაისი
არსენალი-ვესტ ბრომვიჩი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დებიუში, არტეტა, დიაბი - ფოსტერი
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 +3 =2 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 119 თამაში: +60 =28 -31 (209-153)

ასტონ ვილა-ბარნლი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბეიკერი, კოზაკი, ჰერდი - მარნი, კ. ლონგი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 91 თამაში: +39 =20 -32 (184-153)

ჩელსი-სანდერლენდი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ზუმა, რამირესი, ოსკარი - ხორდი გომესი, ალვარესი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +2 =3 -1
ურთიერთშეხვედრები
სულ 107 თამაში: +53 =19 -35 (196-161)

კრ. პალასი-სუონსი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: თომასი - რანხელი, ნელსონ ოლივეირა, რუტლეჯი, კეროლი, ხორდი ამატი
ბოლო 6 მატჩი
+2 =0 -4 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0 =2 -1 (2-4)

ევერტონი-ტოტენჰემი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბეინსი, ოვიედო, პიენაარი, ჰიბერტი, გიბსონი - ადებაიორი, დეივისი, უოკერი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 153 თამაში: +48 =49 -56 (201-232)

ჰალი-მანჩესტერი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რამირესი, დიამე, სნოდგრასი - რაფაელი, კერიკი
ბოლო 6 მატჩი
+2 =0 -4 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +0 =0 -7 (7-21)

ლესტერი-ქპრ 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბაკაიოგო, ჯეიმსი - სარატე, ისლა, ტრაორე, ფორლინი, ვარგასი
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +7 =5 -11 (32-36)

სიტი-საუთჰემპტონი18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნასრი - ფორსტერი, შნედერლენი, მაიუკა, ტადიჩი
ბოლო 6 მატჩი
+5 =0 -1 +2 =1 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 57 თამაში: +19 =17 -21 (75-76)

ნიუკასლი-ვესტ ჰემი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ს. დე იონგი, არმსტრონგი, რ. ელიოტი, ჰაიდარა, ტიოტე, ს. ტეილორი - დემელი, ჰენრი, ტომკინსი, კეროლი
ბოლო 6 მატჩი
+0 =1 -5 +1 =2 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 95 თამაში: +38 =25 -32 (148-134)

სტოკი-ლივერპული18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მოზესი, ბოიანი - სტარიჯი, ფლენეგანი
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 +2 =2 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 103 თამაში: +22 =29 -52 (98-163)

ბომბარდირები: 25 - სერხიო აგუერო (სიტი); 20 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 19 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 17 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 16 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 14 - ოლივიე ჟირუ (არსენალი), ედენ აზარი (ჩელსი), საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული