რობერტო მანჩინის მილიონერებით დავიწყოთ: ჯერ ჩამორჩნენ, მერე ძალიან დაწინაურდნენ, ბოლოს კი ფანებს კინაღამ გული გაუხეთქეს. „ვულვზთან“ ამავე შეხვედრაში შედგა „ვოლფსბურგიდან“ 27 მილიონ ფუნტად ნაყიდი ბოსნიელი ედინ ჯეკოს დებიუტიც. კარლოს ტევესმა, თითქოს კონკურენტის გამოჩენამ გაახელაო, დიდებულად ითამაშა, რასაც ორი გოლით დაუსვა ბეჭედი. განსაკუთრებით ლამაზი გახლდათ მისი პირველი გოლი, როდესაც „ვულვზის“ სამ მცველს არგენტინულად ჩაუდრიბლინგა და ისე შეაგდო. ტევესის გარდა ისტლენდელთა გოლები ძმებმა ტურეებმა გაიტანეს, მწვრთნელი რობერტო მანჩინი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაცვაში თამაშით დარჩა უკმაყოფილო:
„დღევანდელმა შეხვედრამ აშკარად დამანახა, რომ თამაშის
სამაგიეროდ, ძალიად გამახარა კარლოსმა. ის მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდებული იყო, პირველ გოლზე კი საერთოდ, ლაპარაკიც ზედმეტია.
რაც შეეხება ჩვენს დებიუტანტ ჯეკოს, მან ბოლო 30 დღეში პირველად ითამაშა და ისიც ახალ გუნდში... ჯეკომ გვაჩვენა, რომ ჩინებული ფეხბურთელია, თუმცა სამუშაოც ბევრი ელის. ტევესმა და ჯეკომ დღეს პირველად ნახეს ერთმანეთი. ვფიქრობ, თანდათანობით მათი პარტნიორობა უფრო დაიხვეწება. დაახლოებით სამ-ოთხ კვირაში სულ სხვა სურათს ველი. ამ დროში ჯეკო ახალ გარემოსა და თანაგუნდელებს გაიცნობს. მთავარია, რომ ჩვენ თავდასხმაში კარგი ფეხბურთელები გვყავს და ახლა საქმე მათ შეთამაშებაზეღაა.“
„ვულვზის“ მწვრთნელი მიკ მაკკარტი კი ნაკლებად დიპლომატიური გახლდათ. მან თქვა, რომ შედეგი არგენტინული თავდამსხმელის განსაკუთრებულმა თამაშმა განაპირობა.
„ჩელსიმ“ ბოლო ორი თვის განმავლობაში საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა და გაიმარჯვა. „სტემფორდ ბრიჯზე“ „ბლექბერნი“ იყო სტუმრად, მაგრამ მოედანზე პირველივე წუთიდან მასპინძლები ბატონობდნენ. ჩემპიონმა ორივე გოლი კუთხურიდან გაიტანა - ერთი ბრანისლავ ივანოვიჩმა შეაგდო, მეორე კი ნიკოლა ანელკამ. საინტერესო დამთხვევაა: ივანოვიჩმა და ანელკამ „ბლექბერნს“ 30 ოქტომბერსაც გაუტანეს. მაშინ „ჩელსიმ“ 2:1 მოიგო და ცხრილში 5 ქულით დაწინაურდა, მაგრამ სერბისა და ფრანგის ახლანდელი გოლები, სავარაუდოდ, უფრო მნიშვნელოვანი იყო. მატჩის შემდეგ „ლურჯების“ თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ თქვა:
„ვფიქრობ, ძალიან კარგი სამსახური გაგვიწია იმან, რომ ბოლო ორი შეხვედრა (ფეხბურთის ასოციაციის თასზე „იფსვიჩთან“ და „ბლექბერნთან“) შინ ჩავატარეთ. ახლა, შემდეგ ტურში, ბოლტონში ვთამაშობთ და ვფიქრობ, ეს მეტად მნიშვნელოვანი ტესტი იქნება. დღეს ჩემმა გუნდმა, რასაკვირველია, კვლავ ვერ ითამაშა იმ დონეზე, საუკეთესო პერიოდში რომ თამაშობდა, მაგრამ მწამს, რომ ეს გამოსწორდება. აქვე დავძენ, რომ რაც შეიძლება მალე უნდა ავთამაშდეთ მთელი სიმძლავრით. დრო არ გვაქვს.“
„არსენალმა“ ლონდონურ დერბიში „ვესტ ჰემი“ დაამარცხა 3:0. მოგეხსენებათ, ამ შეხვედრაზე „ჩაქუჩთა“ მწვრთნელის ავრამ გრანტის სამსახურში დატოვების საქმე იყო დამოკიდებული... ახლა, „ვესტ ჰემის“ სათავეში მარტინ ო’ნილს უნდა ველოდოთ.
„მეთოფეთა“ მეორე გოლი თეო უოლკოტმა გაიტანა. თან, ეს მისი მე-100 შეხვედრა იყო „არსენალის“ შემადგენლობაში. მატჩის შემდეგ 21 წლის გარემარბმა თქვა:
„პირად შედეგებზე და სტატისტიკაზე მნიშვნელოვანი გუნდის თამაშია. რასაკვირველია, გოლების გატანა ყოველთვის სასიამონოა, მაგრამ უფრო კარგი ის არის, რომ ჩვენ მოვიგეთ და თან გოლი არ გავუშვით. მგონი დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ ჩვენ საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ. იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვფიქრობთ და არა სხვა გუნდებსა და მათ ქულებზე.“
ბირმინგემული დერბი 1:1 დასრულდა. „სენტ ენდრიუზე“ სახიფათო ზონაში მოფართხალე „ასტონ ვილას“ ქულა ჯეიმს კოლინზმა გადაურჩინა. ასეთი შედეგით უკმაყოფილო დარჩა „ბირმინგემის“ თავკაცი ალექს მაკლიში რომელმაც მატჩის შემდეგ თქვა, რომ მის ფეხბურთელებს 1:0-ის შემდეგ „ვილას“ „ჩაკვლა“ მართებდათ.
„საბოლოოდ კი შეხვედრა სამართლიანად დასრულდა. შეტევის ბოლო ფაზაში ცოტა უფრო აუღელვებლად და ზუსტად რომ გვეთამაშა, აუცილებლად გავიმარჯვებდით, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ“ - თქვა მან.
„სანდერლენდმა“ „ნიუკასლს“ უმასპინძლა და 90-ე წუთამდე 1:0-ს აგებდა, მერე კი, როგორც ერთმა ინგლისურმა მედია-საშუალებამ აღნიშნა, ასამოა გიანმა თავისიანები „ციხიდან გაანთავისუფლა“. „კაჭკაჭების“ თავკაცი ალან პერდიუ:
„სანდერლენდელებს წლეულს შესაშური სეზონი აქვთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობები ვიცით და ისიც ვნახეთ, დღეს როგორ ვითამაშეთ, ამიტომაც შედეგით უკმაყოფილო ვართ.“
215-ე მერსისაიდული დერბი კი 2:2 დასრულდა. „ლივერპულმა“ ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშა: პირველი უკეთესი, მეორე კი ცუდი. ანდა, ასეც შეიძლება შევატრიალოთ: „ევერტონის“ მწვრთნელმა დევიდ მოიესმა შესვენების შემდეგ გუნდი გამოაფხიზლა და სწორ გზაზე დააყენა. თუმცა, არის მესამე ვარიანტიც და ეს „წითლების“ ახალმა თავკაცმა კენი დალგლიშმა აღნიშნა:
„დღეს, მთელ რიგ მომენტებში იღბალმა ზურგი გვაქცია.“
მოიესი: „სამწუხაროა სამივე ქულა ჩვენ რომ არ წამოვიღეთ. მეორე ტაიმში ამის საშუალება იყო, მაგრამ შესვენებამდე გაგვიმართლა. პირველი ტაიმი შეგვეძლო უფრო დიდი ანგარიშითაც წაგვეგო.“
დაბოლოს, „ტოტენჰემი“ „მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ: სამართლიანად გააგდო მსაჯმა მეორე ტაიმში მანჩესტერელი რაფაელი თუ არა, აუცილებლად იქცევა მსჯელობის საგნად, მაგრამ ზოგადად მოგებას არც ერთი გუნდი არ იმსახურებდა.
მომდევნო ტური
22 იანვარი: ვულვერჰემპტონი-ლივერპული, არსენალი-უიგანი, ბლექპული-სანდერლენდი, ევერტონი-ვესტ ჰემი, ფულჰემი-სტოკი, მანჩესტერ იუნაიტედი-ბირმინგემი, ნიუკასლი-ტოტენჰემი, ასტონ ვილა-მანჩესტერ სიტი; 23 იანვარი: ბლექბერნი-ვესტ ბრომვიჩი; 24 იანვარი: ბოლტონი-ჩელსი.
ჩელსი-ბლექბერნი 2:0 [VIDEO]
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ბოსინგვა, ტერი, ივანოვიჩი, ე. კოული - ესიენი (80. მაკეჩრენი), რამირესი, ლემპარდი - ანელკა (80. კალუ), მალუდა (87. სტარიჯი), დროგბა.
ბლექბერნი (4-4-2): რობინსონი - სალგადო, ნილსენი, სამბა, ჟივე - ჰოილეტი (68. რობერტსი), პედერსენი, დ. დანი (24. ლოუი), ოლსონი - კალინიჩი (45. სანტა კრუსი), მ.ბ. დიუფი.
გოლები: 1:0 ივანოვიჩი (57), 2:0 ანელკა (76)
გაფრთხილება: მალუდა
კუთხური: 14-1; ჯარიმა: 11-7; კარში დარტყმა: 31-4 (6-2); თამაშგარე: 1-3; ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 40 846
მანჩესტერ სიტი-ვულვერჰემპტონი 4:3 [VIDEO]
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, კ. ტურე (51. ლესკოტი), კოლაროვი - ა. ჯონსონი (84. სილვა), დე იონგი, ბერი - ი. ტურე, ტევესი (82. მილნერი), ჯეკო.
ვულვერჰემპტონი (4-4-2): ჰენესი - ზუბარი, ბერა, სტირმენი, უორდი (69. მოუიოკოლო) - ჰანტი, მილიაში, დ. ჯონსი, ჯერვისი (80. მუჯანგი) - დოილი, ს. ფლეტჩერი (69. ჰენრი).
გოლები: 0:1 მილიაში (12), 1:1 კ. ტურე (40), 2:1 ტევესი (49), 3:1 ი. ტურე (54), 4:1 ტევესი (66), 4:2 დოილი (68-პენ), 4:3 ზუბარი (86)
კუთხური: 12-8; ჯარიმა: 11-9; კარში დარტყმა: 18-13 (8-5); თამაშგარე: 5-3; ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 46 672
სტოკი-ბოლტონი 2:0
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილკინსონი, ჰუთი, შოუკროსი, ჰიგინბოტემი - დელაპი, უილსონი (71. უილანი), უაიტჰედი, ეზერინგტონი (88. პაფი) - კ. ჯონსი (82. უოლტერსი), თუნჩაი.
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - რიკეტსი, ნაითი, გ. კეჰილი, რობინსონი - მ. დევისი, მუამბა (66. როდრიგო), ჰოლდენი (84. კოენი), მ. ტეილორი (66. მ. პეტროვი) - ელმანდერი, კ. დევისი
გოლები: 1:0 ჰიგინბოტემი (37), 2:0 ეზერინგტონი (63-პენ)
გაფრთხილება: ნაითი, მუამბა (ორივე ბოლტონი)
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 7-13; კარში დარტყმა: 16-12 (6-5); თამაშგარე: 3-0; ბურთის ფლობა: 35%-65%
მაყურებელი: 26 809
ვესტ ბრომვიჩი-ბლექპული 3:2
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): მიჰილი - ხარა, ტამაში, შარნერი, მ. ჩეხი - ბრანტი, დორანსი (85. ტჩოი), მულუმბუ (90. შორი), მორისონი (70. კოქსი), ჯ. ტომასი - ოდემვინგე.
ბლექპული (4-4-2): კინგსონი - ერდლი (67. ორმეროდი), ივეტი, კეთკერტი, კრეინი - ტეილორ-ფლეტჩერი, ადამი, ვუგანი, ვერნი (77. ბეპტისტი) - გრენდინი (54. ფილიპსი), კემპბელი.
გოლები: 0:1 ვუგანი (11), 1:1 ოდემვინგე (37), 2:1 მორისონი (52), 2:2 ტეილორ-ფლეტჩერი (80), 3:2 ოდემვინგე (87)
გაფრთხილება: მ. ჩეხი - ვუგანი, კეთკარტი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 12-12; კარში დარტყმა: 21-13 (7-2); თამაშგარე: 7-3; ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 25 316
უიგანი-ფულჰემი 1:1
უიგანი (4-3-3): ალ ჰაბსი - გოჰური, ალკარასი, კოლდუელი, ფიგეროა - უოტსონი (87. დი სანტო), ჰ. ტომასი, დიამე - სტამი (72. მაკარტური), ნ’ზოგბია, როდალეგა
ფულჰემი (4-4-2): სტოკდეილი - პენტსილი, ჰანგელანდი, ჰიუზი, ბეირდი - ს. დევისი (76. ე. ჯონსონი), დ. მერფი, ეტუჰუ, დაფი - დემპსი, კამარა (57. დემბელე)
გოლები: 1:0 როდალეგა (57), 1:1 ე. ჯონსონი (85)
გაფრთხილება: ალკარასი, ფიგეროა, როდალეგა, დი სანტო - პენტსილი
კუთხური: 3-11; ჯარიმა: 23-9; კარში დარტყმა: 8-14 (4-5); თამაშგარე: 2-4; ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 18 820
ვესტ ჰემი-არსენალი 0:3
ვესტ ჰემი (4-3-3): გრინი - ფობერი, აპსონი, ტომკინსი, ბრიჯი (89. ნუბლი) - სპექტორი, კოვაჩი, ნობლი (20. ბოა მორტე) - სირსი (64. ბარერა), ჰაინესი, კ. კოული.
არსენალი (4-4-2): შჩესნი - ებუე, კოშილნი, დჟურუ, კლიში - უოლკოტი (88. არშავინი), უილშირი, სონგი, ნასრი (88. გიბსი) - ფაბრეგასი (81. დენილსონი), ვან პერსი.
გოლები: 0:1 ვან პერსი (13), 0:2 უოლკოტი (41), 0:3 ვან პერსი (77-პენ)
გაფრთხილება: ფობერი
კუთხური: 4-10; ჯარიმა: 9-8; კარში დარტყმა: 9-21 (3-11); თამაშგარე: 2-2; ბურთის ფლობა: 30%-70%
მაყურებელი: 33 000
ბირმინგემი-ასტონ ვილა 1:1
ბირმინგემი (4-5-1): ფოსტერი - კარი, რიჯუელი, რ. ჯონსონი, მერფი - ბენტლი, ფეჰეი, ფერგიუსონი, ჰლები (76. ჟიგიჩი), გარდნერი - დერბიშირი (84. ბოიერი).
ასტონ ვილა (4-5-1): ფრიდელი - უოქერი, რ. დანი, კოლინზი, კლარკი - ოლბრაიტონი, ს. პეტროვი, რიო-კოკერი (71. ბენანი), დაუნინგი, აგბონლაჰორი - კარეუ (71. დელფუენსო).
გოლები: 1:0 რ. ჯონსონი (49), 1:1 კოლინზი (73)
გაფრთხილება: კარი - რ. დანი, კოლინზი
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 14-15; კარში დარტყმა: 19-17 (3-4); თამაშგარე: 1-1; ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 22 287
სანდერლენდი-ნიუკასლი 1:1
სანდერლენდი (4-4-2): გორდონი- ონუოჰა (75. ზენდენი), ა. ფერდინანდი, ბრამბლი, ბერდსლი - ალ მუჰამადი (88. კოულბექი), მალბრანკი, ჰენდერსონი, რიჩარდსონი - ბენტი, ასამოა გიანი.
ნიუკასლი (4-4-2): ჰარპერი - სიმპსონი, კოლოჩინი, უილიამსონი, სანჩესი - ბარტონი, ნოლანი, სმიტი (34. გათრი), ხონასი (90. გოსლინგი) - ამეობი, ბესტი (89. ლოვენკრანდსი).
გოლები: 0:1 ნოლანი (52), 1:1 ასამოა გიანი (90)
გაფრთხილება: - რიჩარდსონი - ბარტონი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 16-7; კარში დარტყმა: 12-10 (4-2); თამაშგარე: 4-4; ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 47 864
ლივერპული-ევერტონი 2:2
ლივერპული (4-3-3): რეინა - კელი, აგერი (45. კირიაკოსი), შკრტელი, გ. ჯონსონი - მეირელეში (81. შელვი), სპირინგი, ლუკასი - კუიტი, მაქსი როდრიგესი, ტორესი.
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - ფ. ნევილი, დისტინი, ჰეიტინგა, ბეინესი - კოულმენი, ფელაინი, არტეტა, ოსმანი (78. როდუელი) - ენიჩიბე (81. ბელიალეტდინოვი), ბეკფორდი (74. ვუგანი).
გოლები: 1:0 მეირელეში (29), 1:1 დისტინი (46), 1:2 ბეკფორდი (52), 2:2 კუიტი (68-პენ)
გაფრთხილება: რეინა, ტორესი, კუიტი
კუთხური: 10-6; ჯარიმა: 17-18; კარში დარტყმა: 20-10 (11-4); თამაშგარე: 5-0; ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 44 755
ტოტენჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი 0:0
ტოტენჰემი (4-5-1): გომეში - ჰატონი, დოუსონი, გალასი, ასუ-ეკოტო - ლენონი, მოდრიჩი, პალასიოსი (78. დეფო), ვან დერ ვაარტი, ბეილი - კრაუჩი.
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): ვან დერ სარი - რაფაელი, ვიდიჩი, რ. ფერდინანდი, ევრა - ნანი (62. ანდერსონი), ქერიკი, დ. ფლეტჩერი, გიგზი - რუნი, ბერბატოვი (78. ერნანდესი).
გაფრთხილება: ვან დერ ვაარტი, პალასიოსი - რაფაელი, ევრა, დ. ფლეტჩერი, რუნი
გაძევება: რაფაელი
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 9-20; კარში დარტყმა: 19-7 (2-4); თამაშგარე: 1-2; ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 35 828
1. მანჩესტერი 21 12 9 0 43:19 45
2. სიტი 23 13 6 4 37:19 45
3. არსენალი 22 13 4 5 45:22 43
4. ჩელსი 22 11 5 6 38:19 38
5. ტოტენჰემი 22 10 7 5 31:25 37
6. სანდერლენდი 23 8 10 5 26:23 34
7. ბოლტონი 23 7 9 7 34:31 30
8. სტოკი 22 9 3 10 28:26 30
9. ნიუკასლი 22 8 5 9 35:32 29
10. ბლაქპული 21 8 4 9 31:36 28
11. ბლექბერნი 23 8 4 11 29:37 28
12. ევერტონი 22 5 11 6 25:27 26
13. ლივერპული 22 7 5 10 27:31 26
14. ვესტ ბრომვიჩი 22 7 4 11 29:41 25
15. ფულჰემი 22 4 11 7 23:25 23
16. ბირმინგემი 21 4 11 6 21:26 23
17. ასტონ ვილა 22 5 7 10 24:39 22
18. უიგანი 22 4 10 8 19:34 22
19. ვულვზი 22 6 3 13 24:38 21
20. ვესტ ჰემი 23 4 8 11 22:41 20
ბომბარდირები: 14 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი), ტევესი (მანჩესტერ სიტი); 11 - ქეროლი (ნიუკასლი); 10 - ნოლანი (ნიუკასლი); 9 - ტ. კეჰილი (ევერტონი), ელმანდერი (ბოლტონი), ნასრი (არსენალი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 8 - ბენტი (სანდერლენდი), დროგბა - (ჩელსი), მალუდა (ჩელსი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი); 7 - ბეილი (ტოტენჰემი), კემპბელი (ბლექპული), შამახი (არსენალი), კ. დევისი (ბოლტონი).
ინგლისი. ჩემპიონატი. XXVII ტური
სუონსი-კრისტალ პალასი 3:0
გოლები: 1:0 პრეტლი (43), 2:0 სინკლერი (56), 3:0 სინკლერი (61)
ბრისტოლი-მიდლსბრო 0:4
გოლები: 0:1 სისე (43 ს.კ.). 0:2 ლიტა (58), 0:3 რობსონი (77), 0:4 ლიტა (90)
ბარნლი-ქუინზ პარკი 0:0
ქოვენთრი-შეფილდი 0:0
დონკასტერი-რედინგი 0:3
გოლები: 0:1 ლონგი (29), 0:2 კებე (67), 0:3 მაკენაფი (77)
ჰალი-ბარნსლი 2:0
გოლები: 1:0 ფრაიატი (66), 2:0 კორენი (90)
ლიდსი-სკანთორპი 4:0
გოლები: 1:0 უოტი (17), 2:0 გრედელი (20), 3:0 ჯონსონი (29), 4:0 სომა (88)
მილუოლი-იფსვიჩი 2:1
გოლები: 0:1 პრისკინი (25), 1:1 შოფილდი (45), 2:1 მორისონი (76)
ნორვიჩი-კარდიფი 1:1
გოლები: 0:1 პერკინი (7), 1:1 მარტინი (90)
ნოტინგემი-პორტსმუთი 2:1
გოლები: 0:1 კანუ (26), 1:1 სონკო (87. ს.კ.), 2:1 თაჯი (90)
პრესტონი-ლესტერი 1:1
გოლები: 0:1 იაკუბუ (60), 1:1 ჰიუმი (90)
უოტფორდი-დერბი 3:0
გოლები: 1:0 ბაკლი (36), 2:0 გრემი (43), 3:0 სორდელი (45)
1. ქუინზ პარკი 26 13 10 3 44:17 49
2. სუონსი 27 14 4 9 34:25 46
3. კარდიფი 26 13 5 8 41:31 44
4. ნორვიჩი 26 12 8 6 42:34 44
5. ლიდსი 27 12 8 7 50:43 44
6. უოტფორდი 25 12 6 7 50:35 42
7. რედინგი 26 10 10 6 40:27 40
8. ნოტინგემი 24 10 10 4 34:22 40
9. მილუოლი 26 10 9 7 33:24 39
10. ბარნლი 25 9 9 7 39:33 36
11. ქოვენთრი 27 10 6 11 31:32 36
12. ჰალი 26 9 9 8 28:29 36
13. ლესტერი 27 10 6 11 37:44 36
14. დერბი 26 10 4 12 39:38 34
15. დონკასტერი 24 9 7 8 38:40 34
16. ბარნსლი 25 9 6 10 30:37 33
17. ბრისტოლი 26 8 7 11 31:41 31
18. პორტსმუთი 25 8 6 11 35:39 30
19. მიდლსბრო 26 8 5 13 30:35 29
20. იფსვიჩი 25 8 4 13 27:34 28
21. შეფილდ იუნ 26 7 6 13 25:41 27
22. კრ. პალასი 26 7 4 15 26:47 25
23. სკანთორპი 24 7 2 15 26:44 23
24. პრესტონი 25 5 5 15 28:46 20
ბომბარდირები: 15 - გრემი (უოტფორდი); 13 – ბოთროიდი (კარდიფი), კომონსი (დერბი); 12 – ბეკიო (ლიდსი), ტაარაბტი (ქუინზ პარკი); 11 -ლონგი (რედინგი), სინკლერი (სუონსი); 10 - ჰოლტი (ნორვიჩი), იუელუმო (ბარნლი), მაკგუგანი (ნოტინგემი), მორისონი (მილუოლი), შარპი (დონკასტერი); 9 - გრედელი (ლიდსი), კინგი (ლესტერი), მეკი (ქუინზ პარკი).
პირველი ლიგა. XXV ტური
ბრენტფორდი-ექსეტერი 1:1, კოლჩესტერი-ბურნმუთი 2:1, ბრაიტონი-პიტერბორო 3:1, კერლისლი-ბრისტოლი 4:0, ჰარტლპული-დაგენჰემი 0:1, მილტონი-ტრანმერი 2:0, პლიმუთი-ოლდჰემი 0:2, როჩდეილი-ლეიტონი 1:1, შეფილდი-ჩარლტონი 2:2, საუთჰემპტონი-ნოთს ქაუნთი 0:0, სუინდონი-იეოვილი 0:1, უოლსოლი-ჰადერსფილდი 2:4.
მეორე ლიგა. XXV ტური
ბერნეტი-შრუსბერი 1:1, ბერი-ოლდერშოტი 1:1, ჩელტენჰემი-ეკრინგტონი 1:2, ჩესტერფილდი-სტივენიჯი 1:0, ქრუ-პორტ ვეილი 2:1, ჯილინგემი-ნორთემპტონი 1:0, ჰერეფორდი-სტოკპორტი 3:0, ლინკოლნი-უაიკომბი 1:2, მორკეიმბი-თორგუეი 2:1, ოქსფორდი-ბრედფორდი 2:1, როტერჰემი-საუთენდი 1:2. ბარტონი-მეკსფილდი გადაიდო.
კონფერენსი. XXVII ტური
ბეროუ-კიდერმინსტერი 2:1, ქროული-კეტერინგი 2:1, ჰისტონი-იორკი 1:2.
.