"ჩელსიმ" პრემიერლიგის ისტორიაში სარეკორდოდ დიდი თანხა გამოიმუშავა

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონმა "ჩელსიმ" პრემიერლიგის ისტორიაში სარეკორდოდ დიდი თანხა  - 99 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა. აქედან დაახლოებით 25 მილიონი ფუნტი გუნდმა უშუალოდ ჩემპიონობისთვის მიიღო.

კლუბის ბიუჯეტში 20 მილიონი "ჩელსის" მონაწილეობით მატჩების პირდაპირი ტრანსლაციებიდან შევიდა. ჟოზე მოურინიოს გუნდის შეხვედრების ჩვენება ინგლისის მასშტაბითაც კარგად გაიყიდა და მის ფარგლებს გარეთაც. აქედან ლონდონელებმა 22 და 28 მილიონი გამოიმუშავეს, 4,4 მილიონი კი რომან აბრამოვიჩის ხაზინაში პრემიერლიგის სპონსორებიდან შევიდა.

სულ ცოტათი ნაკლები გამოიმუშავა მეორეადგილოსანმა "მანჩესტერ სიტიმ" - 98,5 მილიონი.

საინტერესოა, რომ მეოთხეზე გასულმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" უფრო მეტი (96,8
მილიონი) ჩაიჯიბა, ვიდრე მესამე საფეხურზე მყოფმა "არსენალმა" (96,5). ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩების ტრანსლაციის უფლება უფრო მეტად გაიყიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული