კენის ღრიალი

AutoSharing Option
კვირას, მერსისაიდული დერბის დროს კენი დალგლიშმა დაამტკიცა, რომ "ლივერპულის" სიყვარული და ფეხბურთის ჟინი არ დაუკარგავს - მან მსაჯ ფილ დოდს "ევერტონის" ორივე გოლის გამო უღრიალა.

"კოპის მეფე კენი" "ენფილდ როუდზე" მწვრთნელის რანგში 1991 წლის შემდეგ პირველად გახლდათ. მატჩის შემდეგ მან თქვა: "მათი პირველი გოლი გამოგონებული კუთხურიდან გავიდა. ამას, ლინზები რომც არ მკეთებოდა, მაინც დავინახავდი. რაც შეეხება მეორე გოლს, იმ ეპიზოდში მარტინ კელის გადაუარეს და მაშინ, როდესაც ბურთი წესით უსაფრთხო ადგილისკენ ჩვენ უნდა გამოგვეტანა, საჯარიმოში მიბრუნება დაგვჭირდა. რას იზამ. შესაძლოა, სხვა
დღეს ასეთ ეპიზოდებში მსაჯი ჩვენს სასარგებლოდ შეცდეს, დღეს კი ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა. დღეს ჩემმა ბიჭებმა მთელი გულით და სულით ითამაშეს და ეს ფანებმაც დააფასეს".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული