ქეროლი არ იყიდება

AutoSharing Option
"ნიუკასლის" თავკაცმა ალან პერდიუმ "ტოტენჰემს" შეუთვალა, ენდი ქეროლი არანაირ ფასად არ იყიდებაო. "სფურზის" თავკაცი ჰარი რედნაპი მზად იყო "კაჭკაჭთა" ცენტრალურ თავდამსხმელში 30 მილიონი ფუნტი გადაეხადა. პერდიუმ თქვა:

"ლონდონელებს თავიანთი სიმპათია და ანტიპათია შეუძლიათ თავისთვის შეინახონ. ენდი ქეროლი არანაირ ფასად არ იყიდება. აი, ვამბობ ამ სიტყვებს და იმედი მაქვს, რომ გამეორება მეტად აღარ დამჭირდება. ის არ იყიდება და მორჩა."

საინტერესოა, რომ "ტოტენჰემი" მომდევნო შაბათს სწორედ ნიუკასლს სტუმრობს. პერდიუ იმედოვნებს, რომ ქეროლი, რომელმაც კვირას "სანდერლენდის" წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ ითამაშა, "დეზებთან" მოედანზე
იქნება.

"იმედი მაქვს, რომ ენდის საქმეში ვნახავთ. დღეს ის გასახდელში ცმუკავდა, ერთი სული ჰქონდა მოედანზე გასულიყო."







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული