კენიმ უნდა გააგრძელოს

AutoSharing Option

სტივენ ჯერარდი იმედოვნებს, რომ კენი დალგლიში „ლივეპულის“ სათავეში დიდხანს დარჩება. მოგეხსენებათ, მერსისაიდელთა დიდი კლუბის 59 წლის ლეგენდას, რომელმაც თანამდებობაზე როი ჰოჯსონი შეცვალა, კონტრაქტი ჯერჯერობით სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული. ჯერარდმა თქვა:

„რაც ჩემს ხელთ არის ყველაფერს ვიღონებ, რომ ის აქ გაცილებით მეტხანს დარჩეს, ვიდრე კონტრაქტით ნაჩვენები 6 თვეა. ნეტავ სეზონის ბოლოს კარგი შედეგები გვქონდეს, რათა დალგლიში თანამდებობაზე დატოვონ. ჩემი მოკლევადიანი გეგმაც სწორედ ეს გახლავთ - მინდა დალგლიში თანამდებობაზე დავტოვო. არ გატყუებთ, როდესაც კენიმ დარეკა და თქვა, რომ ჩვენს მწვრთნელად ბრუნდება, გულს

მომეშვა. ძალიან გამიხარდა. მე კენის, როგორც ადამიანს, ძალიან დიდი პატივს ვცემ და მისი ხელმძღვანელობით მუშაობა ძალიან მომწონს“.


მკითხველის კომენტარები / 1 /
რა თავმდაბალი ყმაწვილია!!!
vitorio
10:29 19-01-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული