თურქი ჟურნალისტის, ერსინ დიუზენის ექსკლუზიური ინფორმაციით, არდამ უკვე მიიღო "იუნაიტედის" წინადადება და ტრანსფერი აუცილებლად შედგება.
გუშინ ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ არდა აუცილებლად წავა "ატლეტიკოდან", ხოლო "პარი სენ-ჟერმენს" უარი ეთქვა. ამის შემდეგ ფავორიტი "იუნაიტედი" და "ჩელსია".
ჟოზე მოურინიოს გუნდი მის სანაცვლოდ 29 მილიონ გირვანქას იხდის.
28 წლის არდა თურანმა ბოლო სეზონში 32 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.