"ნუთუ თქვენ ბალოტელის-ტევესისა და ჯეკოს სამეული თვალში გეპატარავებათ? მე, მაგალითად, უფრო ძლიერი თავდასხმა მსოფლიოში არ მეგულება. გულწრფელად გეუბნებით, ჩვენზე კარგი თავდასხმა არც "რეალს" ჰყავს და არც "ბარსელონას".
ამის შემდეგ თამამი ქცევითა და სიტყვით ცნობილმა აფრო-იტალიელმა კიდევ ერთი სენსაციური განცხადება გააკეთა - "ინტერში" ჩემ ყოფილ თავკაცს, ჟოზე მოურინიოს ჯერ გაზრდა სჭირდებაო.
"როგორც მწვრთნელი, მოურინიო მსოფლიოში საუკეთესოა,
მალე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი სწორედ ის გახდება. როგორც კაცი, ის მოურინიოს ათი კილომეტრით უსწრებს."
და თქვენ გგონიათ, რომ ბალოტელიმ მოურინიოს ლანძღვა იკმარა? მან "ოქროს ბურთის" ლაურეატ ლეო მესისაც გაკრა კბილი:
"მესი საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს არ იმსახურებდა. "ოქროს ბურთი" ვესლი სნეიდერისთვის უნდა მიეცათ."
ავი სიტყვა იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმაც დაიმსახურა. მიზეზი: ბერლუსკონიმ თქვა, რომ საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანოა.
"როგორც ჩანს, ბერლუსკონი მარიო ბალოტელის კარგად არ იცნობს, თორემ ასე უხეშად არ შეცდებოდა", - თქვა თავხედმა ყმაწვილმა.
.