მარიო ბალოტელი: "სიტი" "ბარსელონასაც" სჯობს და "რეალსაც"

AutoSharing Option
მარიო ბალოტელი ამტკიცებს, რომ "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელთა ტრიო "ბარსელონასას" სჯობს. "ინტერის" ყოფილი მოთამაშე კარლოს ტევესს, ედინ ჯეკოსა და, რასაკვირველია, საკუთარ თავს გულისხმობს. ბალოტელიმ ჟურნალისტებს უთხრა:

"ნუთუ თქვენ ბალოტელის-ტევესისა და ჯეკოს სამეული თვალში გეპატარავებათ? მე, მაგალითად, უფრო ძლიერი თავდასხმა მსოფლიოში არ მეგულება. გულწრფელად გეუბნებით, ჩვენზე კარგი თავდასხმა არც "რეალს" ჰყავს და არც "ბარსელონას".

ამის შემდეგ თამამი ქცევითა და სიტყვით ცნობილმა აფრო-იტალიელმა კიდევ ერთი სენსაციური განცხადება გააკეთა - "ინტერში" ჩემ ყოფილ თავკაცს, ჟოზე მოურინიოს ჯერ გაზრდა სჭირდებაო.

"როგორც მწვრთნელი, მოურინიო მსოფლიოში საუკეთესოა,
მაგრამ როგორც ადამიანს სხვათა პატივისცემა და ზრდილობიანი ქცევა ჯერ კიდევ სასწავლი აქვს. რაც შეეხება რობერტო მანჩინის, ის ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო ფიგურაა.

მალე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი სწორედ ის გახდება. როგორც კაცი, ის მოურინიოს ათი კილომეტრით უსწრებს."

და თქვენ გგონიათ, რომ ბალოტელიმ მოურინიოს ლანძღვა იკმარა? მან "ოქროს ბურთის" ლაურეატ ლეო მესისაც გაკრა კბილი:

"მესი საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს არ იმსახურებდა. "ოქროს ბურთი" ვესლი სნეიდერისთვის უნდა მიეცათ."

ავი სიტყვა იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმაც დაიმსახურა. მიზეზი: ბერლუსკონიმ თქვა, რომ საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანოა.

"როგორც ჩანს, ბერლუსკონი მარიო ბალოტელის კარგად არ იცნობს, თორემ ასე უხეშად არ შეცდებოდა", - თქვა თავხედმა ყმაწვილმა.





.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს რო ჭკუას ასწავლის მაურინიოს ჯერ გასაზრდელიაო.. :D მესი მართლა არ იმსახურებდა აი ბარსას და სიტის თავდასხმა სადაოა...
deqstera
16:29 19-01-2011
0
არ ვეთანხმები!
tazo-real madrid fan
18:50 19-01-2011
0

სიახლეები პოპულარული