გიგზს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ

AutoSharing Option
რაიან გიგზს "მანჩესტერ იუნაიტედში" ახალ კონტრაქტს სთავაზობენ. მხარეებს შორის მოლაპარაკება მალე დაიწყება. მოგეხსენებათ, 37 წლის ვარსკვლავის ამჟამინდელ ხელშეკრულებას ძალა სეზონის დამთავრებისთანავე ეკარგება.

ერთი სიტყვით, რაიან გიგზი ახალი ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმებასთან არის ახლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის `ოლდ ტრეფორდზე~, არც მეტი-არც ნაკლები, 22-ე სეზონს გაატარებს. `იუნაიტედის~ აღმასრულებელმა შეფმა დევიდ გილმა ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა:

`ნამდვილად არ გამიკვირდება გიგზმა კიდევ ერთი წლით რომ ისურვოს ჩვენთან ყოფნა. სავარაუდოდ, ეს თებერბვალში ან მარტის დასაწყისში მოხდება. ასაკის მიუხედავად ის შესანიშნავ ფორმაშია, ჯანი და
სისწრაფე მოსდევს და ახალგაზრდებისთვის სამაგალითოა~.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული