ჯეკ უილშერი დააკავეს

AutoSharing Option
"არსენალის" 19 წლის ვარსკვლავი ჯეკ უილშერი ტაქსის მძღოლის შეურაცხყოფის გამო დააკავეს. ტაქსისტმა ლონდონის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში იჩივლა. ახლა უილშერი ერთი თვით თავდებით გახლავთ გამოშვებული.

როგორც ირკვევა ყმაწვილი ვარსკვლავი გახლდათ ერთ-ერთი იმათგანი, ვინც 19 დეკემბერს ლონდონის უბან პედინგტონში ტაქსი გააჩერა და მძღოლი შეურაცხყო. ამბობენ, მავანნი საცემადაც გაექაჩნენო. 60 წლის ტაქსისტის საჩივრის თანახმად მან სცადა ახალგაზრდებისთვის აეხსნა, რომ მორიგეობა დაუსრულდა, მაგრამ მას აგინეს. ნაგინები და შეურაცხყოფილი მძღოლი პოლიციაში მივიდა. თავდაპირველად მან არ იცოდა, რომ ხულიგანთა შორის ერთ-ერთი უილშერი იყო. ეს, მოგვიანებით, მავანმა
მოწმემ დაადასტურა, რომელიც ინციდენტს უყურებდა და ფეხბურთელი იცნო. ჯეკ უილშერის ხელფასი კვირაში 50 ათასი ფუნტია.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული