კენი სუარესთან ახლოს არის

AutoSharing Option
"ლივერპულის" ახალი თავკაცი კენი დალგლიში "აიაქსიდან" 23 წლის ურუგვაიელი თავდამსხმელის ლუის სუარესის გადაყვენის იდეას არ ეშვება და, როგორც ამბობენ, გარიგებასთან ახლოსაც არის. მერსისაიდელთა ამერიკელი მეპატრონე ჯონ ჰენრი და სუარესი სამშაბათს ლონდონში შეხვდნენ ერთმანეთს. საუბარი ნაყოფიერი გამომდგარა. საინტერესოა, რომ სუარესის გარდა ჰენრიმ აგენტ პერე გვარდიოლასთან ერთადაც ისადილა, ეს კი `ბარსელონას~ მწვრთნელის პეპ გვარდიოლას ძმა გახლავთ. როგორც ჩანს სუარესის საკითხებს სწორედ ის აგვარებს.

სუარესს, რომლის სანაცვლოდაც `აიაქს~ 27 მილიონი ფუნტი უნდა, `ლივერპულში~ გადასვლა ყოველმხრივ უნდა აძლევდეს ხელს - კლუბის მასშტაბსა და სავარაუდოდ
დიდ ხელფასს თავი რომ დავანებოთ, `წითლების~ გუნდში უამრავი ესპანურენოვანი ფეხბურთელია. ცნობისთვის: `ლივერპული~ მის ყიდვას... 15 მილიონად ვარაუდობს. მერსისაიდელთა აზრით 17 მილიონი საშინლად გადაჭარბებული რიცხვია. შესაძლოა `აიაქსს~ დანამატად რაიან ბაბელიც შესთავაზონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული