დარენ ბენტი მოღალატეა?

AutoSharing Option
დარენ ბენტი "ასტონ ვილაში" გადავიდა, რამაც "სანდერლენდის" მწვრთნელი სტივ ბრუსი გააბრაზა და თავის ყოფილ ფეხბურთელს სულ მატყუარა და მოღალატე უწოდა. ბრუსმა თქვა, რომ ასეთი მუხანათური გაქცევით ბენტმა უღალატა `სანდერლენდის~ ფანებს, თანაგუნდელებსა და, რასაკვირველია, მწვრთნელსაც.

გუშინაც მოგახსენებდით, რომ ბენტის ტრანსფერი `სანდერლენდისთვის~ სარეკორდოა. ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისის ამ გუნდს 24 მილიონ ფუნტად ფეხბურთელი არასდროს გაუყიდია, თუმცა სინამდვილეში არც მთლად ისეა საქმე მკითხველს რომ შეიძლება ეგონოს. 24 მილიონიდან 6 `ტოტეჰემისაა~. რატომ? კონტრაქტით გახლდათ გათვალისწინებული, რომ გაყიდვის შემთხვევაში `სანდერლენდი~ დარენ ბენტის ყოფილ გუნდს, `ტოტენჰემს~ (რომლისგანაც იყიდა
ფეხბურთელი) 3 მილიონს გადაუხდიდა და 3 მილიონიც ჩვეულებრივი ვალი იყო - სანდერლენდელებს ტრანსფერის ღირებულება მთლიანად არ ჰქონდათ გადახდილი.

თუმცა, ჯობს განრისხებულ ბრუსს დავუბრუნდეთ, რომელმაც თქვა: `ჩვენს გუნდში დარენს ყველა მხარს უჭერდა, ყველა ამხნევებდა და ყველა ცდილობდა მასთან ემეგობრა, მაგრამ იმასაც ვატყობდით, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ის ძველებურად აღარ ინდომებდა. მისი ვარჯიშები უგულო გახდა. ჩვენ ვცდილობდით მივხვედრილიყავით რატომ ხდებოდა ასე, მაგრამ ვერ ვხვდებოდით.

ძალიან სამწუხაროა, რომ დარენმა თავისი მომავალი თანაგუნდელების და მეგობრების მოტყუებაზე ააგო. ჩვენთან, `სანდერლენდში~, ყველას აქვს სრული უფლება თავი ნაღალატებად მიიჩნიოს. მერედა, ბენტმა გაპარვისთვის ძალიან მუხთალი დრო შეარჩია - საქმეები სწორედ ახლა მიგვდიოდა კარგად, გუნდი ძლიერდება~.

ბრუსის უკმაყოფილება იმანაც გააძლიერა, რომ ბენტში მიღებული ფული მას ახალი, ძლიერი თავდამსხმელის ყიდვისათვის არ ყოფნის ანუ დანაკრს, სავარაუდოდ, ვერ აინაზღაურებს. გარდა ამისა, არის ფსიქოლოგიური ფაქტორიც: დარენ ბენტი გახლდათ გუნდის ვარსკვლავი, რომელიც ურიცხვ ინტერვიუებში არა მხოლოდ სანდერლენდს და სანდერლენდელებს, არამედ მთელს ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისს უხსნიდა სიყვარულს და ერთგულებასაც ეფიცებოდა. გუშინაც მოგახსენებდით, რომ `ასტონ ვილასთან~ ბენტმა ოთხწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც კვირაში 80 ათას ფუნტს მიიღებს - `სანდერლენდში~ მისი ჯამაგირი 35 ათასი ფუნტი გახლდათ. როგორც ჩანს `სანდერლენდის~ ხელმძღვანელთათვის მოულოდნელი გახლდათ ის, რომ ბენტმა განთავისუფლების შესახებ განცხადება კლუბის ოფისში კვირა საღამოს, უეარ-ტაინის ემოციური დერბის დასრულებიდან ორიოდ საათში მიიტანა - `სანდერლენდისა~ და `ნიუკასლის~ შეხვედრაში მასპინძლებმა ანგარიში ბოლოწამს გაათანაბრეს.

26 წლის ფეხბურთელმა სანდერლენდიდან წამოსული ბრალდებები უარჰყო. მან თქვა: `არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ ცუდად მოვიქეცი. არაფერი იქიდან, რასაც ხალხი ჩემზე ამბობს, გულს არ ეკარება. დიდი ბოდიში ყველაფერი ასე რომ დასრულდა, მაგრამ მსგავსი შანსი კიდევ როდის მომეცემოდა არავინ იცის~.

საინტერესოა, რომ `სანდერლენდის~ თავმჯდომარე ნილ ქუინმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც დარენ ბენტს გუნდისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა ერთი სიტყვითაც არ გადაუხდია. განცხადებაში წერია:

`ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ადგილზე არ გავჩერდეთ და წინ წავიდეთ. ბოლო 36 საათის განმავლობაში ვცდილობდით დარენის სანაცვლოდ ადექვატური თანხა მიგვეღო~.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული