ალექსის სანჩესი სეზონის სტარტს გამოტოვებს

AutoSharing Option
ალექსის სანჩესი სეზონის სტარტს გამოტოვებს.

26 წლის თავდამსხმელს, რომელიც ლონდონის "არსენალს" წინა სეზონში 25 გოლით შეეწია, ჩილეს ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკის ტრიუმფატორი გახდა და იქაც დიდი ენერგია დახარჯა, ცოტა დასვენება სჭირდება, რათა ძალები აღიდგინოს.

"მეთოფეები" სეზონს 2 აგვისტოს "ჩელსისთან" მატჩით ხსნიან, ლონდონურ დერბიში ინგლისის სუპერთასი გათამაშდება. პრემიერლიგის პირველ ტურში კი, 9 აგვისტოს არსენ ვენგერს კიდევ ერთი დედაქალაქური დერბი ელოდება "ვესტ ჰემთან".

"ალექსისი 3 აგვისტოს დაგვიბრუნდება. ჩვეულებრივ, მოთამაშეს 3 კვირა სჭირდება, რომ ბოლომდე მწყობრში ჩადგეს და მზად იყოს, თუმცა სანჩესის შემთხვევაში,
შესაძლოა, ამდენი არც გახდეს საჭირო. პირველ თამაშს ის ნამდვილად გამოტოვებს", - თქვა ფრანგმა მწვრთნელმა.

სანჩესმა, რომელმაც წინა სეზონში 58 შეხვედრა ჩაატარა, შესაძლოა, არც "კრისტალ პალასთან" და "ლივერპულთან" ითამაშოს. თუმცა ვენგერის თქმის არ იყოს, შემართული ჩილელი, ალბათ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მინდორზე, რაც შეიძლება, მალე შეიჭრას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული