თუკი უწინ ინგლისური კლუბი ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელში 45 მლნ ევროს გადახდაზე იყო თანახმა, ახლა შეთავაზებული თანხის ოდენობა 60 მლნ-მდე გაზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს "იუნაიტედის" ბოლო წინადადებაა და ამაზე მეტს არაფრის დიდებით გადაიხდის.
თავის მხრივ, "რეალი" რამოსში 90 მლნ ევროს ითხოვს. მანჩესტერში იმედოვნებენ, რომ "სამეფო კლუბში" გადახედავენ თავიანთ პოზიციას და ამასთან, გაითვალისწინებენ თავად მოთამაშის სურვილს, რომელსაც "რეალის"
ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, "იუნაიტედი" სერხიო რამოსს 5-წლიან კონტრაქტსა და ხელფასად წლიურ 11 მლნ ევროს ჰპირდება.