"ის მანჩესტერ სიტის" ახალი ქინქლაძეა, ინგლისელი მესი"

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" "ფულჰემისგან" თინეიჯერი პატრიკ რობერტსი შეიძინა.

167 სმ სიმაღლის ნახევარმცველი მხოლოდ 18 წლისაა და მას დიდ მომავალს უწოდებენ. "სიტის" ფანებმა ის "ახალ ქინქლაძედ" ან უფრო მეტი, "ინგლისელ მესიდ" მიიღეს.

"სიტის" რიგებში მას დებიუტი 24 ივლისს, "რეალთან" ამხანაგურ მატჩში ჰქონდა, როცა ხესუს ნავასი შეცვალა.

"ჩვენ ავიყვანეთ ინგლისელი მესი. რამდენიმე წელიწადში ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იქნება. კეთილი იყოს შენი ფეხი "მანჩესტერ სიტიში", პატრიკ რობერტს", - წერს "სიტის" ფანი სკოტ ბოუნი.

ერთ-ერთ ფანს, შონ ჰილს კი ახალწვეული ქართველ ლეგენდას აგონებს:

"პატრიკ რობერტსი
ისე თამაშობს, როგორც ახალგაზრდა ქინქლაძე".

"11 მილიონი გირვანქა პატრიკ რობერტსისთვის - დიდებული შენაძენია", - წერს ჯეისონ კემპბელი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული