"ვფიქრობ, ახალი მფლობელების მოსვლასთან ერთად კლუბში სიტუაცია უფრო სტაბილური გახდა. ძალიან კარგი ხალხია. ჯონ ჰენრისა და ტომ ვერნერს პირადად შევხვდი და ერთად "ლივერპულის" განვითარების გზები განვიხილეთ. საუბრისას დიდი ყურადღება, რაღა თქმა უნდა, ტრანსფერებს დაეთმო და საერთო ენა ამ თემაზეც გამოვნახეთ, მეტიც, პოტენციურ ახალწვეულებზეც ვიმსჯელეთ, რომელთა ვინაობის დასახელებაც ახლა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. შევთანხმდით, რომ ახალ ფეხბურთელებზე სრულ პასუხისმგებლობას ვიკისრებ და შესაბამისად, "ლივერპულის" თანხებს ტრანსფერებში ისევე
მან იქვე რაიან ბაბელის გერმანულ "ჰოფენჰაიმში" მომწიფებულ ტრანსფერზეც ისაუბრა და თქვა, რომ ჰოლანდიელის მსგავსად, ამ გარიგების წინააღმდეგი არც "ლივერპულია", მაგრამ ისიც დაამატა, რომ კლუბები ფინანსურ საკითხებზე ჯერ არ შეთანხმებულან.
.