ბენტს ემუქრებიან

AutoSharing Option
"სანდერლენდიდან" "ასტონ ვილაში" გაქცეულ დარენ ბენტს ძველი გუნდის გულშემატკივრები ემუქრებიან. თავდამსხმელს, რომელშიც ბირმინგემელებმა 24 მილიონი ფუნტი გადაიხადეს, "ტვიტერზე" აურაცხელი მესიჯი მიუვიდა. რა ეწერებოდა ამ მესიჯებში ადვილი წარმოსადგენია, მაგრამ მაგალითები მანც მოვიტანოთ. ერთში ეწერა: "იმედი მაქვს, რომ ტანჯვით მოკვდები. დაგავიწყდა რა გავაკეთეთ სანდერლენდელებმა შენთვის?" . აი, მეორეც: "მოკვდი, იუდა!"

რასაკვირველია, ბევრს არც ის დავიწყებია, რომ "ასტონ ვილას" მომავალ სეზონში "სთედიუმ ოფ ლაითზე" ექნება სათამაშო:

"გაისად, როდესაც ჩვენს სტადიონზე სათამაშოდ გამოხვალ, წინაც ფრთხილად იყურე და ზურგიდანაც თავდასხმას ელოდე." იყო ასეთიც: "ხარბო ადამიანო.
იმედი მაქვს "ასტონ ვილა" პრემიერლიგიდან გავარდება."

ბენტმა განაცხადა, რომ "ტვიტერში" კარგა ხანს აღარ შეიხედავს, რათა სანდერლენდელების წერილები არ წაიკითხოს. ახალი ფეხბურთელის მხარდასაჭერად "ასტონ ვილამ" ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია:

"ვფიქრობთ "სანდერლენდმა" უნდა აუხსნას თავის ფანებს, რატომ დართო ნება დარენ ბენტს სხვა გუნდში გადასულიყო."








.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული