კონჩესკის უშვებენო

AutoSharing Option
ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა რა არისო, ამაზეა ნათქვამი: "ლივერპული" პოლ კონჩესკის სეზონის დასრულებამდე "ფულჰემს" უბრუნებს. და ლონდონელებს რაღად უნდათ მერსისაიდელების დაწუნებული მცველი? საქმე ის არის, რომ "ფულჰემის" მწვრთნელს მარკ ჰიუზს მექსიკელი კარლოს სალსიდოს თამაში არ აკმაყოფილებს. არადა, სასაცილო რამ გამოდის - ჯერ ხუთი თვეც კი არ გასულა, რაც კონჩესკი "კრეივენ კოტეჯიდან" "ენფილდ როუდზე" გადაბარგდა. "ლივერპულმა" 29 წლის ინგლისელში 4 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

საინტერესოა, რომ "ფულჰემში" დაბრუნების გარდა კონჩესკის სხვა ვარიანტი არც ჰქონდა, რადგან სეზონის დასაწყისში მან ამ გუნდის
შემადგენლობაში ერთ შეხვედრაში უკვე მიიღო მონაწილეობა - პრემიერლიგის წესების თანახმად ფეხბურთელი ერთი სეზონის განმავლობაში სამ გუნდში ვერ ითამაშებს. თეორიულად, თუ გაჭირდა, არის კიდევ ერთი ვარიანტი - კონჩესკის შეუძლია დაბალი ლიგის კლუბს მიაკითხოს და ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი იჩქაროს. ჯერ დაიცადოს და თუ ნახავს, რომ სატრანსფერი ბაზრობის პერიოდში "ფულჰემთან" რაღაც არ გამოდის, ბაზრის დახურვის შემდეგ გადავიდეს, ვთქვათ, "ჩემპიონატის" გუნდში. თუმცა, რამდენადაც ცნობილია ამ მცველს ასე არ უჭირს.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული