პრემიერლიგა. IV ტური: "ჩელსი" დაეცა, "იუნაიტედიც" [VIDEO]

AutoSharing Option
* ჟოზე მოურინიომ მე-100 საშინაო მატჩში "სტემფორდ ბრიჯზე" მეორე მარცხი იწვნია.
* "სუონსიმ" ზედიზედ მესამედ მოუგო "მანჩესტერ იუნაიტედს".
* "მანჩესტერ სიტი" ოთხი ტურის შემდეგ ისევ უდანაკარგოა.

ჟოზე მოურინიოს უკვე ფანებისთვის სათქმელი აღარაფერი აქვს. მოქმედი ჩემპიონი "ჩელსი" ძალიან უსუსურად გამოიყურება და მან მორიგი თამაში წააგო. "ლურჯები" "სტემფორდ ბრიჯზე" ისევ მოუგებლები არიან.

რომ არა ახალწვეული პედრო, საერთოდ, რა იქნებოდა, ძნელი სათქმელია. სწორედ პედროს პასით გაიტანა შეცვლაზე შესულმა რადამელ ფალკაომ თავისი ახალი გუნდის მაისურით პირველი გოლი, მაგრამ კოლუმბიელის შედეგიანი
დარტყმა საკმარისი არ გამოდგა და "არწივებმა" მაინც იმარჯვეს. მათგან მთავარი კაცი კვლავაც გუნდის ახალი სახე ბაკარი საკო გახლდათ, რომელმაც გოლს პლუს პასი მიითვალა. ალან პარდიუს ბიჭებმა მეორე ადგილზე გაიკეთეს ბუდე და თავს კომფორტულად გრძნობენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოქმედ ჩემპიონთან უპირატესობა "სიტიმ" უკვე 8 ქულამდე გაზარდა. "ლურჯები" ახლა გასავარდნ ზონასთან გაცილებით ახლოს არიან, ვიდრე პირველ ადგილთან. "ქალაქელები" კი ერთპიროვნულად აგრძელებენ ლიდერობას და ისევ დამაჯერებლად გამოიყურებიან. მანუელ პელეგრინის ბიჭების მორიგი მსხვერპლი "უოტფორდია". კიკე სანჩეს ფლორესის გუნდს სამიდან სამი ფრე ჰქონდა და ბოლო ორ შეხვედრაში გოლი არ გაეშვა.

"უოტფორდმა" ერთი ტაიმი "ეტიჰადზეც" გაძლო, მაგრამ მეორე ნახევრის დებიუტში გაუშვა და... ეს რაჰიმ სტერლინგის საუკეთესო მატჩი გახლდათ მანჩესტერელთა მაისურით, მხოლოდ იმიტომ არა, რომ მან ბაქარი სანიას ჩაწოდების მერე დასწრებაზე ივარგა და გაიტანა, ზოგადად, კარგად გამოიყურებოდა. მეორე კი ფერნანდინიომ გაიტანა, რომელიც ისევ საუკეთესოდ დასახელდა "სიტის" რიგებში. მანჩესტერელებმა აკადემიურად და ძალების დაზოგვით მოიგეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"არსენალი" უდიდეს უპირატესობას ფლობდა "ნიუკასლთან", მაგრამ გოლი ვერ გაჰქონდა და ამაში "მეთოფეებს" ათკაციანი ჯორდები დაეხმარნენ, ფაბრისიო კოლოჩინიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და არსენ ვენგერს საჭირო 3 ქულა გაატანა. "კაჭკაჭები" კი ტაინ-უირის კიდევ ერთი წარმომადგენლის, "სანდერლენდის" მსგავსად, 2 ქულით ცხრილის ფსკერზე არიან.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სანდერლენდი" ვახსენეთ და "შავმა კატებმა" ბოლომდე იბრძოლეს ბირმინგემში და აქტიური ახალწვეულის, ჟერმეინ ლენსის წყალობით ქულაც მოიპოვეს, ჩააშხამეს რა სკოტ სინკლერს დუბლი.

კვლავ გაიტანა კალუმ უილსონმა და "ბორნმუთი" დააწინაურა, თავად კი რიად მაჰრეზს დაეწია. მათი პირადი დუელი დიდხანს არ გაგრძელდა, რადგან კლაუდიო რანიერიმ მაჰრეზი პირველი ტაიმის მერე შეცვალა, სამაგიეროდ, ჯეიმი ვარდიმ შეაგდო და "მელიები" არც ამჯერად დამარცხდნენ. თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა სალომონ რონდონმა "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" მაისურით და ტონი პულისის გუნდმა სანატრელი 3 ქულის მოპოვებაც შეძლო. თუმცა ამისთვის "ვესტ ბრომვიჩს" მეტოქის ორი ფეხბურთელის გაძევება დასჭირდა.

"სტოკი" პირველივე ტაიმში დააღალატეს იბრაჰიმ აფელაიმ და ჩარლი ადამმა. შესაბამისად, მარკ ჰიუზის გუნდს ძალიან გაუჭირდა და წარუმატებლად თამაშს აგრძელებს.

წითელი ბარათები იყო "ენფილდზეც", სადაც მერსისაიდელებს "ოქროს ბიჭუნა" ფელიპე კოუტინიო გაუძევეს. თუმცა იმ დროისთვის "ვესტ ჰემი" უკვე 2:0-ს უგებდა "ლივერპულს" და მოგვიანებით იმ ორი გოლიდან ერთ-ერთის ავტორი მარკ ნოუბლიც გააძევეს. ბოლოს კი დიაფრა სახომაც შეაგდო და ბრენდან როჯერსის გუნდი განადგურდა. პირველი ბურთი კი სტუმართა მხრიდან მანუელ ლანსინიმ გაიტანა, რომელიც სლავენ ბილიჩმა ძირითადში დააყენა და არც შემცდარა. "ჩაქუჩები" უცნაურად იწყებენ, შინ ორივეჯერ წააგეს და გასვლაზე ორჯერვე მოიგეს, თანაც "არსენალთან" და "ლივერპულთან".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ევროსარბიელზე ვალმოხდილმა "საუთჰემპტონმა", რომელმაც ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის საგზური "მიდტიულანდს" დაუთმო, ისევ პრემიერლიგისკენ გამოიხედა და ცუდი სტარტის მერე სადებიუტო გამარჯვებაც მოიპოვა, თანაც დამაჯერებლად.

"ნორვიჩთან" შეხვედრაში "წმინდანების" რიგებიდან განსაკუთრებით წამყვანმა სამეულმა გაიბრწყინა - გრაციანო პელე გოლს პლუს პასით გამოირჩა, დუშან ტადიჩი - დუბლით, ხოლო საიდო მანე - ორი საგოლე გადაცემით.

კვლავაც ვერ იმარჯვა "ტოტენჰემმა". "დეზებმა" ქულა ამჯერად "ევერტონს" გაუყვეს და ცხადია, "უაით ჰართ ლეინზე" დაფიქსირებული შედეგით საბოლოოდ უფრო კმაყოფილები "კანფეტები" დარჩნენ.

მივადექით იმ მატჩსაც, რომელიც "ლიბერთი სტედიუმზე" გაიმართა. "სუონსი" ისტორიული შედეგების დაფიქსირებას აგრძელებს - "თეთრმა გედებმა" წინა სეზონში ორივეჯერ მოუგეს "მანჩესტერ იუნაიტედს" და ახლა ზედიზედ მესამედაც დაამარცხეს "წითელი ეშმაკები". ამას მოხერხება უნდა.

არადა, ლუი ვან გაალის გუნდი მეორე ტაიმში ხუან მატას წყალობით დაწინაურდა და თითქოს, ყველაფერი სტუმრების გეგმით უნდა წასულიყო, მაგრამ... "სუონსიმ" ისევ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. უელსელთა რიგებში ისევ ნაცნობმა გოლეადორებმა იყოჩაღეს - ანდრე აიუმ სეზონში მესამე ბურთი შეაგდო, ხოლო ბაფეტიმბი გომისმა - მეოთხე. მათ გარდა "სუონსის" მხრიდან ჯერ გოლი არც არავის გაუტანია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პრემიერლიგა. IV ტური
29 აგვისტო
ნიუკასლი-არსენალი 0:1
გოლი: 0:1 კოლოჩინი (52 ს.კ.)
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - იანმაატი, მბემბა, კოლოჩინი, ჰაიდარა - ანიტა (72. აიოსე პერესი), კოლბეკი - სისოკო (78. სისოკო), ვეინალდუმი, ტოვენი (87. დე იონგი) - მიტროვიჩი
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, გაბრიელ პაულისტა, კოშელნი, მონრეალი - კოკლენი, კასორლა - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (81. არტეტა), რემზი, სანჩესი - უოლკოტი (70. ჟირუ)
გაფრთხილება: სისოკო, მბემბა, ვეინალდუმი, ანიტა, ტოვენი, კოლოჩინი - კასორლა
გაძევება: მიტროვიჩი (16)
კუთხური: 0-9 ჯარიმა: 15-8 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 1(0)-22(9) ბურთის ფლობა: 26%-74%
მაყურებელი: 50 388

ჩელსი-კრ. პალასი 1:2
გოლები: 0:1 საკო (65), 1:1 ფალკაო (79), 1:2 უორდი (81)
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, ზუმა, კეჰილი, ასპილიკუეტა (68. კენედი) - ფაბრეგასი, მატიჩი (73. ლოფტუს-ჩიკი) - ვილიანი (66. ფალკაო), პედრო, აზარი - დიეგო კოშტა
კრ. პალასი (4-2-3-1): მაკარტი - უორდი, დანი, დელანი, სუარე - კაბაი (82. ლედლი), მაკარტური - პანჩონი, საკო (84. იონი), ზაჰა (55. ბოლაზი) - ვიქჰემი
გაფრთხილება: კეჰილი - კაბაი
კუთხური: 7-7 ჯარიმა: 9-15 თამაშგარე: 0-2 კარში დარტყმა: 26(9)-13(9) ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 41 581

ბორნმუთი-ლესტერი 1:1
გოლები: 1:0 უილსონი (24), 1:1 ვარდი (86-პენ.)
ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი - ფრენსისი, ელფიკი, კუკი, დენიელსი (46. მინგსი; 57. სმიტი) - რიტჩი, ო’კეინი, სურმენი, გრადელი (67. პიუ) - ტომლინი, უილსონი
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - დე ლაეტი (90+1. ბენალუანი), ჰუტი, მორგანი, შლუპი - კინგი, დრინკვოტერი - მაჰრეზი (46. ოკაზაკი), კანტე, ოლბრაიტონი (71. დოდუ) - ვარდი
გაფრთხილება: გრადელი, ო’კეინი - ჰუტი, დე ლაეტი, კინგი, შლუპი
კუთხური: 4-4 ჯარიმა: 9-19 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 5(2)-4(2) ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 11 155

სტოკი-ვესტ ბრომვიჩი 0:1
გოლი: 0:1 რონდონი (45+3)
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი (63. უილსონი), კამერონი, მუნიესა, პიტერსი - ვან გინკელი, უელანი - ადამი, აფელაი, შაქირი (68. არნაუტოვიჩი) - დიუფი (81. არნაუტოვიჩი)
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი, ოლსონი, ლესკოტი - გარდნერი (46. მაკმანამანი), ფლეტჩერი, იაკობი (35. ლამბერტი), მორისონი, მაკლინი (63. გამბოა) - რონდონი
გაფრთხილება: პიტერსი - გარდნერი, გამბოა, მაკკოლი, ლამბერტი
კუთხური: 6-5 ჯარიმა: 4-9 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 12(4)-15(5) ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 26 747

სიტი-უოტფორდი 2:0
გოლები: 1:0 სტერლინგი (47), 2:0 ფერნანდინიო (56)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, კომპანი, მანგალა, კოლაროვი - იაია ტურე, ფერნანდინიო - ნავასი (46. ნასრი), სილვა (75. დელფი), სტერლინგი (89. იეანაჩო) - აგუერო
უოტფორდი (4-3-3): გომესი - ნიომი, პრიოდლი, კატკარტი, ჰოლებასი - აბდი (63. ანია), კაპუ (76. უოტსონი), ბეჰრამი - ხურადო, იგალო (72. ლაიუნი), დინი
გაფრთხილება: კომპანი - ნიომი, პრიოდლი
კუთხური: 9-3 ჯარიმა: 0-12 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 18(5)-7(0) ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 53 218

ლივერპული-ვესტ ჰემი 0:3
გოლები: 0:1 ლანსინი (3), 0:2 ნოუბლი (29), 0:3 სახო (90+2)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, შკრტელი, ლოვრენი, გომესი (78. აიბი) - ჯანი (46. მორენო), ლუკასი, მილნერი - ფირმინო (61. ინგსი), კოუტინიო, ბენტეკე
ვესტ ჰემი (4-3-3): რენდოლფი - ტომკინსი, რიდი, ოგბონა, კრისუელი - კუიატე, ობიანგი, ნოუბლი - პაიე (88. ჯერვისი), ლანსინი (82. ოქსფორდი), სახო (90+6. კულენი)
გაფრთხილება: კოუტინიო, კოუტინიო, ლუკასი, ინგსი, კლაინი - ნოუბლი, ლანსინი
გაძევება: კოუტინიო (52), ნოუბლი (78)
კუთხური: 5-7 ჯარიმა: 17-11 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 13(1)-12(5) ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 43 680

ასტონ ვილა-სანდერლენდი 2:2
გოლი: 0:1 მ’ვილა (8), 1:1 სინკლერი (11-პენ.), 2:1 სინკლერი (41), 2:2 ლენსი (52)
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ჰატონი, რიჩარდსი, კლარკი, ამავი - კ. სანჩესი, გეიე, ვესტვუდი - ბაკუნა (68. ხილი), სინკლერი, ჟესტიდი
სანდერლენდი (4-3-3): პანტილიმონი - ჯოუნსი, ო’ში, ქაბული, ვან ანჰოლტი - კატერმოლი (46. ტოივონენი), მ’ვილა, როდუელი - ლენსი (77. ლარსონი), დეფო, გრემი (46. ფლეტჩერი)
გაფრთხილება: კლარკი, ხილი - პანტილიმონი
კუთხური: 5-4 ჯარიმა: 10-14 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 21(6)-7(3) ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 35 399

ტოტენჰემი-ევერტონი 0:0
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი - დაიერი, ბენთალები - დემბელე (53. ალი), მეისონი (85. პრიტჩარდი), შადლი - კეინი
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ჯაგიელკა, ოვიედო - მაკარტი, ბერი - ბარკლი, კლევერლი (45+1. მირალასი), კონე (84. დეოლოფეუ) - ლუკაკუ (69. ნეისმიტი)
გაფრთხილება: ალი, ბენთალები, დაიერი, შადლი - ბერი
კუთხური: 6-2 ჯარიმა: 20-9 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 20(6)-8(3) ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 35 865

30 აგვისტო
სუონსი-მანჩესტერი 2:1
გოლები: 0:1 მატა (48), 1:1 ა. აიუ (61), 2:1 გომისი (66)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ნოტონი, ფ. ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - შელვი (89. ბარტლი), კორკი - ა. აიუ, სიგურდსონი, რუტლეჯი (58. კი) - გომისი (81. ედერი)
მანჩესტერი (4-2-3-1): რომერო - დარმიანი, სმოლინგი, ბლინდი, შოუ - შვაინშტაიგერი (70. კერიკი), შნეიდერლენი - მატა (70. იანგი), დეპაი, ერერა (77. ფელაინი) - რუნი
გაფრთხილება: რუტლეჯი, შელვი - შნეიდერლენი, დეპაი
კუთხური: 0-1 ჯარიმა: 6-15 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 9(4)-11(4) ბურთის ფლობა: 35%-65%
მაყურებელი: 20 828

საუთჰემპტონი-ნორვიჩი 3:0
გოლები: 1:0 პელე (45+1), 2:0 ტადიჩი (64), 3:0 ტადიჩი (67)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - სედრიკი (73. მარტინა), ფონტე, იოშიდა, ტარგეტი - უორდ-პრაუსი, რომეუ - დევისი (46. როდრიგესი), ტადიჩი, მანე (81. ხუანმი) - პელე
ნორვიჩი (4-4-1-1): რადი - ვიტეკერი, მარტინი, ბასონგი, ბრედი - ჰოუსონი, დორანსი (80. ბ. ჯონსონი), ტეტი, რედმონდი - ჯერომი (89. ჰუპერი) - ჰულაჰანი (32. უიზდომი)
გაფრთხილება: - ვიტეკერი, ვიტეკერი
გაძევება: ვიტეკერი (31)
კუთხური: 6-4 ჯარიმა: 4-12 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 23(8)-6(1) ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 29 573

ბომბარდირები: 4 - ბაფეტიმბი გომისი (სუონსი), რიად მაჰრეზი (ლესტერი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი)

მომდევნო ტური
12 სექტემბერი:
ევერტონი-ჩელსი, ნორვიჩი-ბორნმუთი, კრ. პალასი-სიტი, ვესტ ბრომვიჩი-საუთჰემპტონი, არსენალი-სტოკი, უოტფორდი-სუონსი, მანჩესტერი-ლივერპული.

13 სექტემბერი:
სანდერლენდი-ტოტენჰემი, ლესტერი-ასტონ ვილა.

14 სექტემბერი:
ვესტ ჰემი-ნიუკასლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი თამაშები იყო............
0

სიახლეები პოპულარული