ათასჯერ დარქმეული სათაური [+VIDEO]

AutoSharing Option

უნიკალური სათაური დაარქვა დალოცვილმა გაბრიელ გარსია მარკესმა თავის უკვდავ ნაწარმოებს - „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“. ისე ერგება ყველა სიტუაციას, რომ მთელი მსოფლიო რახანია დგას და ამ სათაურის პერიფრაზს ხან სად იყენებს და ხან სად.

 

გაზეთებმა ხომ საერთოდ... შეცვლი ერთ სიტყვას და ეგ არის! აი, მაგალითად: ის, რაც კვირას ბირმინგემის სტადიონ „ვილა პარკზე“ მოხდა სხვა არაფერი იყო თუ არა „გამოცხადებული გოლის ქრონიკა“. გახსოვთ, რას წერდა „ლელო“ შაბათს, XXIV ტურის ანონსში? სტატიაში, რომელსაც ერქვა „დღეს ბენტი გოლს გაიტანსო...“ ნათქვამი იყო, რომ ფორვარდს, რომელიც ჯერ

კიდევ წინა ტურში „სანდერლენდში“ თამაშობდა, ჩვევად, ყოველი ახალი გუნდის შემადგენლობაში, პირველსავე შეხვედრაში გოლის გატანა აქვს. და რა მოხდა? ის, რასაც ელოდნენ: „ასტონ ვილამ“ „მანჩესტერ სიტის“ 1:0 მოუგო, ხოლო შეხვედრის ერთადერთი გოლი დარენ ბენტმა შეაგდო. ჰოდა, ამ მატჩის მოვლენათა აღწერა სწორედ „გამოცხადებული გოლის ქრონიკა“ გამოდის.

 

თუმცა, ლიტერატურულ „წიაღსვლებს“ თავი დავანებოთ და იანვრის თოვლჭყაპიანი ინგლისის გასაოცრად ბიბინა მინდვრებს მივუბრუნდეთ. ბენტი ბენტად და „სიტიმ“ წააგო...

 

რა დაუპირისპირეს ყველანაირი საკომისიოებიანად 24 მილიონ ფუნტად ნაყიდ (ბენტის ნომინალური ფასი, როგორც იცით 18 მილიონია) ფორვარდს ისტლენდელებმა, რომელთა თავდასხმაში ჯამში 59 მილიონი ფუნტი (ედინ ჯეკო და კარლოს ტევესი) დარბოდა? უპირატესობა ბურთის ფლობაში, მაგრამ ჩვენებურად რომ ვთქვათ, ამ უპირატესობას მარილი აკლდა. ეტყობოდა, რომ ჯეკო და ტევესი ჯერ ერთმანეთს მაინცდამაინც ვერ უგებენ. ბოსნიელი ბურთს რომ მიიღებდა, ახლომახლო მეტოქის მეტი, თითქოს არავინ ჰყავდა - არგენტინელი, ამ დროს, სხვანაირად თამაშს დაჩვეული, სადღაც გარბოდა. გარდა შეუთამაშებლობისა, ვფიქრობთ ფსიქოლოგიური პრობლემაც იყო - „სიტის“ მატჩამდე ლიდერმა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბირმინგემს“ 5:0 მოუგო, რითაც მას უთხრა, თუ ბიჭი ხარ წამომყევიო და ისიც, როგორც ჩანს, დაიძაბა... ამ ყველაფრის შედეგად კი ის გამოვიდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ „სიტის“ 3 ქულით უსწრებს და თან ორი თამაშით ნაკლები აქვს.

„გოლის ეპიზოდში ბენტმა დაამტკიცა, რომ ბომბარდირად არის დაბადებული. ის სწორედ ამიტომ გადმოვიყვანეთ, გოლები უნდა გაიტანოს. თამაშის წინ თვით რობერტო მანჩინიმ მითხრა, რომ დიდებული თავდამსხმელი ვიყიდე და ეს დამტკიცდა. დარენი სულ ერთი კვირაა რაც ჩვენთან არის, მაგრამ გუნდს უკვე შეეჩვია. ბევრ ფეხბურთელს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებიდან იცნობს. მოკლედ, თამაშის წინ შევატყვე, რომ მოედანზე გასასვლელად მზად იყო“, - თქვა პრეს-კონფერენციაზე „ვილას“ ფრანგმა თავკაცმა ჟერარ ულიემ.


„სიტიმ“ კი ჟურნალისტებთან სალაპარაკოდ მანჩინის ასისტენტი ბრაიან კიდი გაგზავნა, რომელმაც თქვა, რომ ამ წაგების შემდეგ ტიტულს „მანჩესტერ იუნაიტედი“ თავად თუ დაკარგავს, თორემ მისთვის მისი წამრთმევი აღარავინ არის. ამასთან, კიდმა, რასაკვირველია, ისიც დაიქადნა, რომ მათი გუნდი ყურებს არ ჩამოყრის და მარცხზე ვაჟკაცური რეაქცია ექნება.

„იუნაიტს“ კი „ბირმინგემის“ დამარცხება, როგორც ანგარიშიდანაც ჩანს, არ გაჭირვებია. ხუთიდან სამი გოლი დიმიტარ ბერბატოვმა გაიტანა. ცნობისთვის: ეს ბულგერელის მესამე ჰეთთრიკი გახლდათ მიმდინარე სეზონში. მატჩის შემდეგ მანჩესტერელთა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა:

„ახლა იმედი მაქვს, რომ უეინ რუნიც დაიწყებს გოლების გატანას. დროა ასე მოხდეს. ის საამისოდ ძალიან ბევრს მუშაობს. დღეს მან ჩინებულად ითამაშა. რაც შეეხება დიმიტარს, ის საუცხოო იყო. დღეს მას მეტის გატანაც შეეძლო. მართალი გითხრათ, ბოლო დარტყმებს ყველა ეპიზოდში სწორად ვერ ვასრულებდით, მაგრამ, ასეთი თამაშისა და შედეგის შემდეგ ამაზე წუწუნი არასწორი იქნებოდა.“

 

მანჩესტერული და ბირმინგემული გუნდების ამ ორომტრიალით კი „არსენალმა“ ისარგებლა, „უიგანს“ 3:0 მოუგო და მეორე ადგილზე გადავიდა. ამ შეხვედრაშიც ჰეთთრიკი დაფიქსირდა - რობინ ვან პერსიმ სამჯერ შეუგდო სტუმრებს გოლი. მეტიც, ჩინებულ ფორმაში მყოფმა ჰოლანდიელმა თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე პენალტი ვერ გაიტანა, ხარიხას გაარტყა - თერთმეტმეტრიანი იმიტომ დაინიშნა, რომ გერი კოლდუელმა სესკ ფაბრეგასს დაქაჩა. ამ დარღვევისთვის კოლდუელი გააძევეს კიდეც მოედნიდან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრა დიდებულად ჩაატარა „უიგანის“ 29 წლის ომანელმა მეკარემ ალი ალ ჰაბსიმ. 

მატჩის შემდეგ „უიგანის“ მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა თქვა: „მე სესკს ძალიან კარგად ვიცნობ. ის ძალიან ძლიერი და ჭკვიანი ფეხბურთელია. მან ზედმიწევნით იცის, როგორ უნდა იმოქმედოს მსაჯზე და დაანიშნინოს პენალტი. არა, მე არ ვამბობ, რომ ის სიმულიანტია, უბრალოდ სხვა კულტურის წარმომადგენელია. იქ, ასეთი საქციელი ჭკვიანობად ითვლება.“
არსენ ვენგერი კი, რასაკვირველია, მოხიბლული იყო თავისი გუნდის თამაშით:

„ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ. შესვენებისას ბიჭები ცოტა აღელვებულები მეჩვენენ, რადგან მათ ბევრი საგოლე მომენტი გაუშვეს ხელიდან, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი შესანიშნავად დასრულდა.“

„ნიუკასლმა“ და „ტოტენჰემმა“ 1:1 ითამაშეს. კაცმა რომ თქვას „დეზები“ ჩემპიონობის მთავარ კანდიდატთა შორის არ მოიაზრებიან და „სენტ ჯეიმსი’ზ პარკზე“ მათ ფრეს განსაკუთრებით არავინ შეიცხადებდა, მაგრამ ამ შეხვედრაში უსიამოვნო ის გახლდათ, რომ მე-11 წუთზე უელსელი ვარსკვლავი გარეთ ბეილი ზურგის ძველი ტრავმის რეციდივის გამო შესაცვლელი გახდა.

„ტოტენჰემმა“ ქულა მსაჯის დამატებულ წუთებზე გადაარჩინა. არონ ლენონმა უკვე მერამდენედ იხსნა თანაგუნდელები უარესი შედეგისგან - არგენტინელი ფაბრისიო კოლოჩინის გოლი გაქვითა. ზოგადად, ბურთს უფრო ხშირად ლონდონელები ფლობდნენ, მაგრამ ეს უპირატესობის მხოლოდ ერთ-ერთი ნაირსახეობაა და შედეგს არ განაპირობებს. ორივე გუნდმა თითოჯერ გაარტყა ბურთი ძელს.

 

ტურის პირველი შეხვედრა კო გახლდათ „ვულვზისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება, რომელიც მერსისაიდელთა შთამბეჭდავი გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. სამიდან ორი გოლი ფერნანდო ტორესმა გაიტანა.

„რაც მე „ლივერპული“ ჩავიბარე ბიჭებს ასე ძლიერად არ უთამაშიათ - თქვა მატჩის შემდეგ კენი დალგლიშმა - განსაკუთრებით ფერნანდო ტორესმა აღმაფრთოვანა. მან ბრწყინვალედ იმუშავა.“

 

ვულვერჰემპტონი-ლივერპული 0:3
ვულვერჰემპტონი (4-4-2): ჰენესი - ზუბარი, ბერა, სტირმენი, უორდი - ჰანტი (73. ჰემილი), მილიაში, ჰენრი, ჯერვისი - დოილი, ფლეტჩერი.
ლივერპული (4-4-2): რეინა - კელი, აგერი, შკრტელი, გ. ჯონსონი - კუიტი, პოულსენი (73. შილვი), ლუკასი, მაქსი როდრიგესი (81. აურელიო) - მეირელეში, ტორესი.
გოლები: 0:1 ტორესი (36), 0:2 მეირელეში (50), 0:3 ტორესი (90)
გაფრთხილება: პოულსენი, ტორესი, მეირელეში (სამივე ლივერპული)
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 6-18; კარში დარტყმა: 13-16 (3-9); თამაშგარე: 3-2; ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 28 869

 

არსენალი-უიგანი 3:0 [VIDEO]
არსენალი (4-5-1): შჩესნი - სანია, დჟურუ, კოშელნი, კლიში - უოლკოტი, სონგი, უილშერი, ფაბრეგასი (87. დენილსონი), ნასრი (75. არშავინი) - ვან პერსი (86. შამახი).
უიგანი (4-5-1): ალ ჰაბსი - გოჰური, გ. კოლდუელი, ს. კოლდუელი, ფიგეროა - სტამი (45. დი სანტო), დიამე (45. მაკარტური), ტომასი, უოტსონი, ნ’ზოგბია (78. ბოისი) - როდალეგა.
გოლები: 1:0 ვან პერსი (21), 2:0 ვან პერსი (58), 3:0 ვან პერსი (85)
ვერ გაიტანა პენალტი: ვან პერსი (71)
გაფრთხილება: ტომასი (უიგანი)
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 7-14; კარში დარტყმა: 24-3 (10-0); თამაშგარე: 4-3; ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 59 552

 

ბლექპული-სანდერლენდი 1:2
ბლექპული (4-4-2): კინგსონი (56. რაჩუბკა) - ერდლი, ივეტი, კეთკერტი, კრეინი (49. ორმეროდი) - ფილიპსი, ვუგანი, ადამი, ვერნი - გრენდინი (62. ჰერევუდი), ტეილორ-ფლეტჩერი. 
სანდერლენდი (4-5-1): გორდონი - ონუოჰა, ა. ფერდინანდი, ბრამბლი, ბერდსლი (63. კოლბეკი) - ალ მუჰამადი, რიჩარდსონი, ჰენდერსონი, მალბრანკი (80. რივეროსი), ზენდენი - ასამოა გიანი.
გოლები: 0:1 რიჩარდსონი (15), 0:2 რიჩარდსონი (36), 1:2 ადამი (86-პენ)
გაფრთხილება: ადამი, ვუგანი (ორივე ბლექპული)
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 14-15; კარში დარტყმა: 14-13 (8-5); თამაშგარე: 1-5; ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 16 037

 

ევერტონი-ვესტ ჰემი 2:2
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - ფ. ნევილი (86. როდუელი), დისტინი, ჰეიტინგა, ბეინესი - კოულმენი, ფელაინი, არტეტა, ოსმანი - ბეკფორდი (45. საა), ენიჩიბე (69. ბელიალეტდინოვი).
ვესტ ჰემი (4-3-3): გრინი - ფაბერი, აპსონი, ტომკინსი, ბრიჯი - ნობლი, პარკერი, სპექტორი - ჰაინესი (81. სირსი, 90. რიდი), ბოა მორტე, პიქვიონი.  
გოლები: 0:1 სპექტორი (26), 1:1 ბელიალეტდინოვი (77), 1:2 პიქვიონი (84), 2:2 ფელაინი (90)
გაფრთხილება: ფელაინი - პარკერი, პიქვიონი
გაძევება: პიქვიონი (85)
კუთხური: 12-2; ჯარიმა: 12-14; კარში დარტყმა: 12-15 (4-5); თამაშგარე: 0-7; ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 34 179

 

ფულჰემი-სტოკი 2:0
ფულჰემი (4-4-2): სტოკდეილი - პენტსილი, ჰანდელანდი, ჰიუზი (76. ჰალიში), ბეირდი - დაფი, ეტუჰუ (63. სიდუელი), მერფი, დემპსი - ე. ჯონსონი, დემბელე (75. გერა).
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილკინსონი, ჰუთი, შოუკროსი, კოლინზი (58. კარეუ) - ეზერინგტონი (63. უილენი), უაიტჰედი, უილსონი, დელაპი - თუნჩაი (59. ფაიე), კ. ჯონსი.
გოლები: 1:0 დემპსი (33), 2:0 დემპსი (56-პენ)
გაფრთხილება: მერფი - უილკინსონი
გაძევება: შოუკროსი (54)
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 11-11; კარში დარტყმა: 15-9 (4-1); თამაშგარე: 5-0; ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 23 766

 

მანჩესტერ იუნაიტედი-ბირმინგემი 5:0 [VIDEO]
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): ვან დერ სარი - ო’ში, ვიდიჩი, სმოლინგი, ევრა (45. ფაბიო) - ნანი, გიგზი (55. ოუენი), ქერიკი (25. ქერიკი), ანდერსონი - ბერბატოვი, რუნი.
ბირმინგემი (4-4-2): ფოსტერი - კარი, რიჯუელი, რ. ჯონსონი, დ. მერფი - ბენტლი (85. გარდნერი), მატჩი, ფერგიუსონი, ფეჰეი (65. ლარსონი) - ჰლები (45. ჯერომი), დერბიშირი.
გოლები: 1:0 ბერბატოვი (2), 2:0 ბერბატოვი (31), 3:0 გიგზი (45), 4:0 ბერბატოვი (53), 5:0 ნანი (76) 
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 11-5; კარში დარტყმა: 23-6 (8-1); თამაშგარე: 3-2;  ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 75 326

 

ნიუკასლი-ტოტენჰემი 1:1
ნიუკასლი (4-4-2): ჰარპერი - სიმპსონი, კოლოჩინი, უილიამსონი, სანჩესი - ბარტონი, ნოლანი, გათრი (74. პერჩი), ხონასი - ამეობი (88. რეინჯერი), ბესტი (66. ლოვენკრანდსი). 
ტოტენჰემი (4-5-1): კუდიჩინი - ჰატონი, დოუსონი, გალასი, ბეილი (11. ბასონგი) - ლენონი, მოდრიჩი, ჯენასი (71. კრაუჩი), ვან დერ ვაარტი, პიენაარი (84. კრანჩარი) - დეფო.
გოლები: 1:0 კოლოჩინი (59), 1:1 ლენონი (90)
კუთხური: 1-4; ჯარიმა: 12-7; კარში დარტყმა: 15-14 (4-5); თამაშგარე: 1-0;  ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 51 010

 

ასტონ ვილა-მანჩესტერ სიტი 1:0
ასტონ ვილა (4-5-1): ფრიდელი - კუელიარი, რ. დანი, კოლინზი, კლარკი - ოლბრაიტონი, დაუნინგი, ს. პეტროვი (88. რიო-კოკერი), ე. იანგი, აგბონლაჰორი - ბენტი.
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი - ბოატენგი, კომპანი, კ. ტურე, კოლაროვი - ბერი (57. ჯონსონი), დე იონგი, სილვა, ი. ტურე - ტევესი, ჯეკო.
გოლი: 0:1 ბენტი (18)
გაფრთხილება: კლარკი - კოლაროვი
კუთხური: 2-13; ჯარიმა: 12-12; კარში დარტყმა: 9-25 (7-2); თამაშგარე: 1-2; ბურთის ფლობა: 31%-69%
მაყურებელი: 37 315

 

ბლექბერნი-ვესტ ბრომვიჩი 2:0
ბლექბერნი (4-4-2): რობინსონი - სალგადო (76. ჰენლი), ჟივე, სამბა, ოლსონი - ჰოილეტი, ჯონსი, დ. დანი (64. ნზონზი), პედერსენი - კალინიჩი (64. რობერტსი), სანტა კრუსი.
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): მიჰილი - ხარა, ოლსონი, ტამასი. მ. ჩეხი - მორისონი (76. ბედნარი), მულუმბუ (56. ტჩოი), შარნერი, ბრანტი, ტომასი - ოდემვინგე.
გოლები: 1:0 ტამასი (41 ს.კ.), 2:0 ჰოილეტი (47)
გაფრთხილება: ტომასი (ვესტ ბრომვიჩი)
კუთხური: 8-9; ჯარიმა: 4-7; კარში დარტყმა: 18-24 (6-6); თამაშგარე: 1-2; ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 24 057

 

1. მანჩესტერი 22 13 9 0 48:19 48
2. არსენალი 23 14 4 5 48:22 46
3. სიტი 24 13 6 5 37:20 45
4. ჩელსი 22 11 5 6 38:19 38
5. ტოტენჰემი 23 10 8 5 32:26 38
6. სანდერლენდი 24 9 10 5 28:24 37
7. ბლექბერნი 24 9 4 11 31:37 31
8. ნიუკასლი 23 8 6 9 36:33 30
9. ბოლტონი 23 7 9 7 34:31 30
10. სტოკი 23 9 3 11 28:28 30
11. ლივერპული 23 8 5 10 30:31 29
12. ბლექპული 22 8 4 10 32:38 28
13. ევერტონი 23 5 12 6 27:29 27
14. ფულჰემი 23 5 11 7 25:25 26
15. ვესტ ბრომვიჩი 23 7 4 12 29:43 25
16. ასტონ ვილა 23 6 7 10 25:39 25
17. ბირმინგემი 22 4 11 7 21:31 23
18. უიგანი 23 4 10 9 19:37 22
19. ვულვზი 23 6 3 14 24:41 21
20. ვესტ ჰემი 24 4 9 11 24:43 21

 

ბომბარდირები: 17 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 14 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 11 - ქეროლი (ნიუკასლი); 10 - ბენტი (ასტონ ვილა/სანდერლენდი), ნოლანი (ნიუკასლი); 9 - ტ. კეჰილი (ევერტონი), ელმანდერი (ბოლტონი), ნასრი (არსენალი),  ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი), ტორესი (ლივერპული); 8 - დემპსი (ევერტონი), დროგბა (ჩელსი), მალუდა (ჩელსი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი); 7 - ბეილი (ტოტენჰემი), კემპბელი (ბლექპული), შამახი (არსენალი), კ. დევისი (ბოლტონი).


გამოტოვებული შეხვედრები

25 იანვარი. ბლექპული-მანჩესტერ იუნაიტედი, უიგანი-ასტონ ვილა; 26 იანვარი. ლივერპული-ფულჰემი.

 

 

ინგლისი. ჩემპიონატი. XXVIII ტური


დერბი-ნოტინგემი 0:1
გოლები: 0:1 ერნშოუ (79)

 

ბარნსლი-სუონსი 1:1
გოლები: 1:0 ჰესელი (14), 1:1 სინკლერი (86)

 

კარდიფი-უოტფორდი 4:2
გოლები: 1:0 ბელამი (14), 2:0 ჩოპრა (17), 3:0 ბოთროიდი (31), 3:1 ბაკლი (33), 3:2 სორდელი (48), 4:2 გიეპეში (83)


კრისტალ პალასი-ბრისტოლ სიტი 0:0

 

იფსვიჩი-დონკასტერი 3:2
გოლები: 0:1 შარპი (6), 1:1 ნორისი (48), 2:1 უიკემი (60), 2:2 შარპი (61), 3:2 ედუარდსი (64)

 

ლესტერი-მილუოლი 4:2
გოლები: 1:0 დაიერი (8), 1:1 ჰენრი (9), 2:1 იაკუბუ (22), 3:1 ბამბა (35), 3:2 სმიტი (69), 4:2 ბამბა (74)
ვერ გაიტანა პენალტი: მორისონი (მილუოლი-3)


მიდლსბრო-პრესტონი 1:1
გოლები: 1:0 ბეიტსი (71), 1:1 ჯონსი (88)


პორტსმუთი-ლიდსი 2:2
გოლები: 1:0 უორდი (26), 1:1 ბეკიო (47), 2:1 უტაკა (61), 2:2 სომა (63)


რედინგი-ჰალი 1:1
გოლები: 0:1 ევანსი (51), 1:1„ ჰერტი (80)


შეფილდი-ნორვიჩი 1:2
გოლები: 0:1 კროფტსი (61), 1:1 ევანსი (69), 1:2 კროფტსი (80)


სკანთორპი-ბარნლი 0:0


ქუინზ პარკი-ქოვენთრი 2:1
გოლები: 0:1 კინგი (25), 1:1 ტაარაბტი (45), 2:1 რუტლიჯი (79)

1. ქუინზ პარკი 27 14 10 3 46:18 52        
2. კარდიფი 27 14 5 8 45:33 47        
3. ნორვიჩი 27 13 8 6 44:35 47        
4. სუონსი 28 14 5 9 35:26 47        
5. ლიდსი 28 12 9 7 52:45 45        
6. ნოტინგემი 25 11 10 4 35:22 43       
7. უოტფორდი 26 12 6 8 52:39 42        
8. რედინგი 27 10 11 6 41:28 41        
9. მილუოლი 27 10 9 8 35:28 39        
10. ლესტერი 28 11 6 11 41:46 39        
11. ბარნლი 26 9 10 7 39:33 37        
12. ჰალი 27 9 10 8 29:30 37        
13. ქოვენთრი 28 10 6 12 32:34 36        
14. დერბი 27 10 4 13 39:39 34        
15. დონკასტერი 25 9 7 9 40:43 34        
16. ბარნსლი 26 9 7 10 31:38 34        
17. ბრისტოლი 27 8 8 11 31:41 32        
18. პორტსმუთი 26 8 7 11 37:41 31        
19. იფსვიჩი 26 9 4 13 30:36 31   
20. მიდლსბრო 27 8 6 13 31:36 30        
21. შეფილდი 27 7 6 14 26:43 27        
22. კრ. პალასი 27 7 5 15 26:47 26        
23. სკანთორპი 25 7 3 15 26:44 24        
24. პრესტონი 26 5 6 15 29:47 21

 

ბომბარდირები: 15 - გრემი (უოტფორდი); 14 - ბოთროიდი (კარდიფი); 13 – ტაარაბტი (ქუინზ პარკი), ბეკიო (ლიდსი), კომონსი (დერბი); 12 – შარპი (დონკასტერი), სინკლერი (სუონსი); 11 -ლონგი (რედინგი); 10 - ჰოლტი (ნორვიჩი), იუელუმო (ბარნლი), მაკგუგანი (ნოტინგემი), მორისონი (მილუოლი), სორდელი; 9 - გრედელი (ლიდსი), კინგი (ლესტერი), მეკი (ქუინზ პარკი).

 

პირველი ლიგა. XXVI ტური
ბურნმუთი-ბრაიტონი 1:0, ბრისტოლი-სუინდონი 3:1, ჩარლტონი-პლიმუთი 2:0, დაგენჰემი-მილტონი 0:1, ექსეტერი-უოლსოლი 2:1, ჰადერსფილდი-კოლჩესტერი 0:0, ლეიტონი-შეფილდ უენსდი 4:0, ნოთს ქაუნთი-კერლისლი 0:1, ოლდჰემი-ბრენტფორდი 2:1, პიტერბორო-ჰარტლპული 4:0, ტრანმერი-საუთჰემპტონი 2:0, იეოვილი-როჩდეილი 0:1.

 

მეორე ლიგა. XXVI ტური
საუთენდი-ბერი 1:1, ოლდერშოტი-ქრუ 3:2, მეკლსფილდი-ბერნეტი 1:1, ნორთემპტონი-ოქსფორდი 2:1, პორტ ვეილი-ჩელტენჰემი 0:1, შრუსბერი-ჩესტერფილდი 0:0, სტივენიჯი-მორკეიმბი 2:0, სტოკპორტი-ლინკოლნი 3:4, თორგუეი-ჯილინგემი 1:1, უაიკომბი-როტრჰემი 1:0. ეკრინგტონი-ჰერეფორდი და ბრედფორდი-ბარტონი გადაიდო.

 

კონფერენსი. XXVIII ტური
უიმბლდონი-საუთპორტი 5:0, ელტრინჩემი-ბათი 0:3, კემბრიჯი-ვრექსჰემი 1:3, ფლიტვუდი-ჰეიესი 1:1, გრიმსბი-ქროული 0:0, კეტერინგი-ისტბერნი 3:0, კიდერმინსტერი-ბეროუ 2:0, ლუტონი-გეიტსჰედი 2:2, მენსფილდი-ჰისტონი 1:0, ნიუპორტი-რაშდენი 1:3, ტემუორთი-დარლინგტონი 1:1, იორკი-ფორესტ გრინი 2:1.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული